სათაურებიხუტბა

მორწმუნეთა
სამუდამო
განსასვენებელი:
სამოთხე

ძვირფასო მორწმუნენო!
ამქვეყნიური ცხოვრება და სიცოცხლე დროებითია. დადგება დღე, სიცოცხლე დამთავრდება და ამქვეყნად ყოფნის დრო ამოიწურება. ამ მომენტიდან, როდესაც ყველაფერი მთავრდება,  მარადიული ცხოვრება იწყება. გარდაცვლილ ადამიანს ან სამოთხეში შესვლა მოუწევს, სადაც უთვალავი წყალობა ელოდება, ან ჯოჯოხეთში მოხვდება, რომელიც ტანჯვისთვის განკუთვნილი ადგილია.  მორწმუნეთა ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღვთის კმაყოფილების მოპოვება და საიქიოში სამოთხეში დამკვიდრებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამოთხე არის ადგილი, სადაც მორწმუნეებს იმდენად უხვ წყალობას შესთავაზებენ, რომ მათ შესახებ არც გაგონილი ექნება და ვერც წარმოიდგენს.  ეს არის სათნოების ადგილი, რომელიც ელის მათ, ვინც ამქვეყნიურ განსაცდელებს მოთმინებით გადალახავს. ეს არის ბედნიერების ადგილი, სადაც ჩვენ შევხვდებით ალლაჰის ერთგულ მსახურებს, მოწამეებს და სხვა მართალ ადამიანებს. ჩვენ იქ ასევე ვნახავთ ჩვენს ძვირფას შუამავალს, ჰზ. მუჰამმედს (ს.ა.ვ)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას დასაწყისში წავიკითხე აიათი, რომლის მიხედვითაც უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ფირდევსის[1] სამოთხე სამკვიდროდ!

იქ დარჩებიან მარად, არ ისურვებენ მისგან განცალკევებას!“ (ქეჰფ 18/1-7-108) დიახ, უზენაესი გამჩენი მორწმუნეებს სამოთხეს ჰპირდება.

აქვე მოვუსმინოთ ჰადისს, რომლის მიხედვითაც შუამავალი ასე გვმოძღვრავს:
ვისაც გულით სწამს, რომ მისი გამჩენი ალლაჰია, მისი სარწმუნოება ისლამია, ხოლო მისი შუამავალი მუჰამმედია, აუცილებლად სამოთხეში შევა“. (მუსლიმი, „იმარე“, 116) ვინც რწმენას თაყვანისცემით აძლიერებს და სიცოცხლეს კარგი ზნეობით ამშვენებს, ალლაჰის წყალობით  სამოთხე მიაღწევსს. მორწმუნეები, რომლებიც ყველა ვითარებაში სიმართლეს ამბობენ  და  ასრულებენ დანაპირებს ასრულებენ, არიან სანდონი, იცავენ თავიანთ სიწმინდეს, ერიდებიან აკრძალულს და შორს დგანან ბოროტებისგან, სამოთხეში უთვალავი წყალობით დაჯილდოვდებიან. მორწმუნეებს, რომლებიც სიბრაზის ნაცვლად სიყვარულს იძლევიან, მტრობის ნაცვლად სიმშვიდეს, ბოროტების ნაცვლად სიკეთეს და მუდამ ჩაგრულთა გვერდით დგანან მჩაგვრელის წინააღმდეგ, სამოთხის ბედნიერება ელით. მორწმუნეები, რომლებიც გაჭირვებულებს თავიანთი გულუხვობით გაახარებენ და გარშემომყოფებს კეთილი სიტყვებით და ტკბილი ღიმილით სიმშვიდესა და სიხარულს ანიჭებენ, სამოთხის წყალობას მიიღებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ზოგჯერ სამოთხისკენ მიმავალი გზა ღარიბი ადამიანის გულზე გადის. ამ გულში სიკეთით შეღწევაა საჭირო. სამოთხე ხანდახან ობლის სიხარულში იმალება. ჩვენ უნდა ვნახოთ ის ობოლი და გავახაროთ. ხანდახან სამოთხე ჩაგრული ადამიანის ლოცვაში იმალება; აუცილებელია ამ დალოცვის დამსახურება და შენარჩუნება. ზოგჯერ სამოთხე ჩვენი მშობლების, მეუღლისა და შვილების, ნათესავებისა და მეზობლების სიამოვნებაზეა დამოკიდებული. მათზე ზრუნვა და სიკეთით მოპყრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგჯერ სამოთხეში მცენარეზე წყლის მიწოდება ან ცხოველების დაპურება შეგვიყვანს. არც ერთი კარგი საქმე ჯილდოს გარეშე არ დარჩება. ზოგჯერ სამოთხის გასაღები ადამიანების ნაკლოვანებების პატიება და მათი სირცხვილის დაფარვაშია დამალული. პატიება და შემწყნარებლობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ზოგჯერ სამოთხე მორწმუნე ძმის გულამდე მისული კეთილი მისალმებით გვიახლოვდება. ეს ყველაფერი მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
უდიდესი მადლობა ღმერთს, რადგან არის სამოთხე და ჩვენს ცხოვრებაში შესაძლო განსაცდელი არ არის უშედეგო. ვინაიდან სამოთხე არსებობს, ჩვენი ცხოვრების გზაზე ყოველ გამოცდას  მარადიული ჯილდო გააჩნია. ვინაიდან არსებობს სამოთხე, ამქვეყნიურ ცხოვრებაშ გაწეული ტკივილების შემდეგ საბოლოოდ იქ ვპოვებთ ბედნიერებას. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც სამოთხეში შევლენ. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ასეთი წყალობის ღირსი გახდებიან.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრებას მოვუსმინოთ:

ღმერთო! მომმადლე სამოთხე და ყველა ის სიტყვა და საქმე, რომლებიც სამოთხეს დამაახლოვებს“. (იხ. იბნ მაჯე, „დუა“, 4)

[1] სამოთხეების შუაგული, ყველაზე ზემოთ მყოფი სამოთხის სახელი

Comment here