اَللّٰهُمَّ أَنْتَ رَبِّي لٰا إِلٰهَ إِلَّا أَنْتَ خَلَقْتَنِي وَأَنَاۨ عَبْدُكَ وَأَنَاۨ عَلَى عَهْدِكَ وَوَعْدِكَ مَا اسْتَطَعْتُ. أَعُوذُ بِكَ مِنْ شَرِّ مَا صَنَعْتُ، أَبُوءُ لَكَ بِنِعْمَتِكَ عَلَيَّ وَأَبُوءُ بِذَنْبِي فَاغْفِرْ لِي فَإِنَّهُ لٰا يَغْفِرُ الذُّنُوبَ إِلَّا أَنْتَ
შედად ბინ ევსის (რ.ა.) გადმოცემის თანახმად, შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:
„ეს არის მიტევების შეთხოვის საუკეთესო ფორმა:
„ღმერთო ჩემო, შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენს გარდა არ არსებობს სხვა ღვთაება. შენ შემქმენი მე და მე შენი მონა-მორჩილი ვარ. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში შენს აღთქმაზე მტკიცედ ვადგავარ. ღმერთო ჩემო, შეგეფარები შენი ჩემი ნამოქმედარის სიავისგან. ვაღიარებ შენ მიერ ჩემთვის ნაბოძებ წყალობას. ასევე ვაღიარებ ჩემს დანაშაულებსა და ცოდვებს. ღმერთო ჩემო, შემინდე მე, რადგან შენ გარდა არავის შეუძლია ცოდვების მიტევება.“
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) განაგრძობდა:
„ვინც ამ „მიტევების შეთხოვის“ ვედრებას გულწრფელად და მტკიცე რწმენით წაიკითხავს დღისით და გარდაიცვლება საღამოს დადგომამდე, ან წაიკითხავს ღამით და გარდაიცვლება გათენებამდე, იგი სამოთხის მკვიდრი იქნება.“ (ბუხარი, დევათი, 2, 16; Tirmizი, დეავათი,15; ნესაი, ისთიღ‘აზე, 57; იბნი ჰანბელი, მუსნედი, 4/122)
Comment here