სათაურებიხუტბა

მისი მემკვიდრეობა,
უბადლო ერთგულება და თავდადებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, კიდევ ერთხელ, „მევლიდი ნების“ ღამე უკან მოვიტოვეთ. ეს კვირა კი, როგორც შუამავლის დაბადებასთან დაკავშირებული კვირეული, ისევ გრძელდება და წელს ამ კვირის თემა შუამავლის თავდადება იქნება. მოდით, დღევანდელ ხუტბაში კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მაგალითები სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის ცხოვრებიდან, რომლებიც სწორედაც რომ თავდადებას შეეხება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავლი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე თავდადებული იყო. ის ღვთისადმი მორჩილების, მისდამი თაყვანისცემისა და უსაზღვროდ მინდობის საუკეთესო მაგალითი იყო. ერთხელ, როდესაც ჰზ. აიშემ დაინახა, რომ შუამავალს ღამე ლოცვისგან ფეხები ჰქონდა დასივებული, ჰკითხა: „შუამავალო, შენ ხომ წარსულისა და მომავლის ყველა ცოდვა მიტევებული გაქვს, მაინც ასე რატომ იქცევი?“ პასუხად შუამავალმა ბრძანა: „აიშე, განა მე მადლიერი მსახური არ უნდა ვიყო?!“ (იხ. მუსლიმ, „სიფათულ-მუნაფიყინ“ 81)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ოჯახის წინაშეც დიდ თავდადებას იჩენდა. მექას გათავისუფლების დღეს თავისი კარავი ჰზ. ჰატიჯას საფლავთან ახლოს გააშლევინა და ყველაზე რთულ წლებში გვერდში მდგომი გარდაცვლილი მეუღლის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

შუამავალი მშობლების მიმართ უდიდეს პატივისცემას იჩენდა. ერთხელ, როდესაც მასთან ახალგაზრდა ყმაწვილი მივიდა და უთხრა, რომ მშობლები მტირალი დატოვა და მასთან წამოვიდა, შუამავალმა უბრძანა: „დაბრუნდი მათთან და როგორც აატირე, ისე გააღიმე“ (იხ. ებუ დავუდ, „ჯიჰად“ 31)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასევე ძალიან დიდ პატივს სცემდა სიტყვას. ის მიცემულ პირობას არასოდეს არღვევდა და აუცილებლად ასრულებდა. ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით შუამავლმა პირობის შესრულების მნიშვნელობა ასე განმარტა: „ვინც მიბარებულის მიმართ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მისი რწმენა ჩამოუყალიბებელია. მიცემული პირობის მიმართ უპასუხისმგებლობას ვინც იჩენს, ის სარწმუნოებაში არაა ჩამოყალიბებული“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 134)

სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი გარემოს მიმართაც უდიდეს პატივისცემას იჩენდა: „წარღვნაც რომ იყოს და ხელში ნერგი გქონდეს, დარგეთ“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 184)

შუამავალი ასევე მოგვიწოდებს პატივისცემით მოვეპყროთ პირუტყვს: „პირუტყვებთან მოპყრობის თაობაზე გეშინოდეთ ღვთისა“. (იხ. ებუ დავუდ, „ჯიჰად“ 14)

ასევე, შუამავალი გვირჩევს, რომ მცირე განბანვის დროსაც კი ზედმეტი წყალი არ მოვიხმაროთ და ამით გარემოს მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. (იხ. იბნ მაჯე, „თაჰარეთ“ 48)

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთგულება და პატივისცემა რწმენის ნიშანია და ის მორწმუნე ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჩვენ, როგორც მორწმუნე მუსლიმები, ვალდებულნი ვართ შუამავლის რცევებს ყური დავუგდოთ და მისი ცხოვრების გზა მაგალითად მივიღოთ. ყურანში ნაბრძანებია: „და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ“ (მუ’მინუნ 23/8)

არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ღვთისადმი გამოჩენილი ერთგულება და პატივისცემა, ასევე ადამიანების, ოჯახის, გარემოსა და დადებული პირობის მიმართ გამოჩენილი ერთგულება და პატივისცემა, ღვთის კმაყოფილების საწინდარია და ასეთი ქმედება ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების მომტანი იქნება. 

 

Comment here