შეხსენება:
ყველა მორწმუნეს ვურჩევთ სისტემატიურად აღავლინოს შემდეგი ვედრება:
رَبَّنَٓا اَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَثَبِّتْ اَقْدَامَنَا وَانْصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِر۪ينَۜ
„ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და
შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე!“ (ბაყარა 250)
პალესტინის ღაზას სექტორში დიდი ადამიანური ტრაგედია ხდება. ოკუპანტი
სიონისტები ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი საშინელი ხოცვა-ჟლეტა და
სისასტიკე ტყუილითა და ცილისწამებით გაამართლონ. კაცობრიობა დიდ
გამოცდას გადის, კაცობრიობა გაყოფილია ორ ნაწილად. მათ შორის, ერთი
ნაწილი გულგრილი რჩება გაუგონარი სისასტიკის მიმართ, და მეორეს მხრივ
არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სინდისის ხმას უსმენენ და ამ ძალადობის
წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ.
ვინც აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელს, ამ სისასტიკის თანამონაწილეა.
„მუსლიმჯორჯია“ სოლიდარულია ღაზას ხალხის მიმართ და ჩვენი
დახმარებითა და ლოცვით სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. ჩვენ
მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ ამ პროცესში.
განსაკუთრებით გვინდა შევახსენოთ, რომ არ გამოიყენონ ის ბრენდები,
პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ხელს უწყობენ ისრაელის სისასტიკეს.
ჩაგვრისა და გენოციდის გაგრძელება ჩვენში შემგუებლობას არასოდეს უნდა
იწვევდეს. ეს ჰუმანიტარული და ისლამური პოზიცია უკომპრომისოდ და
დაჟინებით უნდა გავრცელდეს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში.
ჰამასი პალესტინის ყველაზე ხმამაღალი ხმა, ღაზას არჩეული პოლიტიკური
ავტორიტეტი და მისი ხალხის იმედია. ჰამასი სიონისტი დამპყრობლების
მხრიდან განხორციელებული გენოციდის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ისინი,
ვინც პალესტინელ პატრიოტ მებრძოლებს ტერორისტებად ახასიათებს,
სიონიზმის მხარეს არიან, რადგან ამ მებრძოლებმა საუკუნეზე მეტი ხნის
განმავლობაში მიმდინარე უსამართლობის, ოკუპაციისა და ჩაგვრის
წინააღმდეგ ლეგიტიმური პროტესტი და წინააღმდეგობა გამოხატეს. ყველა,
ვინც ამ პროპაგანდის იარაღად იქცევა, პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს
ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და ცოდვების ლეგიტიმურად
წარმოჩენას. ამგვარი დამოკიდებულება აქეზებს მოძალადეებს და კიდევ
უფრო აზარალებს ჩაგრულებს.
ისრაელმა პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა
დანაშაულზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,
რომლებიც გულგრილები რჩებიან ხოცვა-ჟლეტის მიმართ და არც
ჰუმანიტარული დახმარების დერეფანს ხსნიან და მოვუწოდებთ მათ
დაუყოვნებლივ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. ჰამასის ლეგიტიმური
პოზიცია და სამართლიანი ბრძოლა ადრე თუ გვიან შედეგს მიაღწევს და
მასჯიდ ალ-აქსა და პალესტინის მიწები განთავისუფლდება. სოლიდარობას
გამოვხატავთ ამ სამართლიანი წინააღმდეგობის მიმართ და ღაზაში.
დაღუპულებს ღვთის წყალობას ვუსურვებთ. ასევე, ვეტერანებსა და
დაშავებულებს გამოჯანმრთელებას, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს კი
მოთმინებას ვუსურვებთ.
გამარჯვება მორწმუნეთა მხარესაა. ღვთის აღთქმა ჭეშმარიტია!
Comment here