სათაურებიხუტბა

მევლიდი ნები
(შუამავლის დაბადება)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხვალ საღამოს, სამყაროს წყალობად მოვლენილი, ჩვენი შუამავლის დაბადების წლისთავს აღვნიშნავთ. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ უზენაესი გამჩენის მიმართ, რათა კიდევ ერთხელ მოგვასწრო ამ დღეს და ჩვენ შუამავლის დაბადების დღესასწაულს აღვნიშნავთ. ვლოცავთ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს!

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში“. (ალი იმრანი, 3/164)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც მე დამემორჩილება, ის ჰმორჩილებს ალლაჰს. ვინც მე ამიმხედრდება, ის ალლაჰს უწევს წინააღმდეგობას“. (იხ. მუსლიმი, „იმარე“, 33)

ძვირფასო მორწმუნენო!
 შუამავალი  ამაღლებული ზნეობრივი ღირებულებებით გამოირჩეოდა. ის იყო უკანასკნელი შუამავალი, რომელიც ზნეობის სრულყოფისთვის იქნა მოვლენილი. ჩვენმა შუამავალმა გვასწავლა, რომ რწმენა, ქმედება და ზნე-ჩვეულებები არ შეიძლება განცალკევდეს ერთმანეთისგან; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი ზნეობა ცხოვრების ყველა სფეროს უნდა მოიცავდეს. მან განაცხადა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს რელიგიური და კარგი მსახური მხოლოდ მაშინ, თუ ის ზნეობრივად ამაღლებულია.

შუამავალი მთელი კაცობრიობისთვის საუკეთესო ზნეობის მაგალითია. მან გვასწავლა და მიგვითითა ჩვენი პასუხისმგებლობის შესახებ ჩვენი უფლის, საკუთარი თავის და ჩვენი გარემოს წინაშე. მან გვირჩია, რომ ღვთის უზენაესი ნებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე. მან გვაჩვენა სათნო, ზნეობრივი და ღირსეული ცხოვრების გზები. ის სათნოების, სიმართლისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის იბრძოდა. მისი სწავლების შედეგად ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვის უზრუნვეყოფას ეზიარნენ. მან შექმნა გარემო,სადაც ობლებს გაღიმება შეეძლოთ და სადაც პატარა გოგონებს ცოცხლად აღარ მარხავდნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროა, რომ დღეს ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ირღვევა ადამიანური ფასეულობები, სასტიკად ხოცავენ უდანაშაულო ბავშვებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ხდება უდიდესი დანაშაული. ასეთ გარემოში ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი მორწმუნოებრივი და ადამიანური მოვალეობა.

ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა მივყვეთ უზენაესი გამჩენის გზავნილს, შუამავლის სუნას და მორწმუნეობრივი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევქმნათ ისეთიგარემო, სადაც უდანასაულო ბავშვებს არ დახოცავენ, როგორც ეს დღეს ღაზაში ხდება. ისლამი, მშვიდობის რელიგიაა, ყურანი, ჩვენი ცხოვრების მეგზური და შუამავალი უდიდესი მასწავლებელია. შუამავლის მოძღვრება საბოლოოო ნავსაყუდელია, სადაც კაცობრიობამ თავი უნდა შეაფაროს. უნდა გვახსოვდეს, რომ შუამავლის სუნა კაცობრიობის ხსნა და მშვიდობის გარანტია. თუ ჩვენ შუამავლის ცხოვრების წესს გავავრცელებთ, ჩვენს სამყაროში  სისასტიკე და უსამართლობა დასრულდება და ადამიანები ერთად,  უსაფრთხოდ და ძმურად იცხოვრებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც ეს კვირა მევლუდის კვირეულად ცხადდება. ამ ძვირფასი კვირეულის ფარგლებში მორწმუნეებს მოვუწოდებთ შუამავლის პიროვნება ჩვენი ცხოვრების უპირველეს მაგალითად მივიღოთ. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პროგრამა, სადაც შუამავლის ცხოვრების ისტორიას გავიცნობთ და მისი სამაგალითო ცხოვრებიდან ეპიზოდებს შევისწავლით. უზენაეს გამჩენს ვევედრებით, ეს კვირეული ჩვენი ერისა და მთელი მორწმუნე საზოგადოებისთვის სიკეთისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.  

ხუტბას ბოლოს კი ალი იმრანის სურას ოცდამეთერთმეტე აიათს მოვუსმინოთ:

უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!“ (ალი იმრანი, 3/31)

 

Comment here