ესსელათუ ღიმადუდდინ ვე მენ თერექეჰა ფეყედ ჰედმედდინ
ლოცა სარწმუნოების დედაბოძია, ვინც მას მიატოვებს, სარწმუნოებას დაანგრევს.
ძვირფასო სულიერო ძმებო!
ჩვენი ხუტბას თემა ლოცვაა!
ისლამის ყველა ვალდებულება შუამავალს მთავარანგელოზი ჯებრაილის მხრიდან მიეწოდა.
თუმცა, ამ ვალდებულებებს შორის არის ერთ-ერთი ღვთისმსახურება, რომელიც ღმერთმა ჯებრაილის მეშვეობით კი არა, თავად აღამაღლა შუამავალი და მასვე გააცნო.
სწორედ ამ ღვთისმსახურების სახელია ლოცვა!
ლოცვის ვალდებულების გაცნობისას ღმერთმა მხოლოდ პარასკევის ლოცვა კი არ ბრძანა,
თუმცა პარასკევის ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია…
რადგან შუამავალი გვაფრთხილებს, რომ სამჯერ ზედიზედ უმიზეზოდ პარასკევის ლოცვის გამოტოვება რწმენისგან დაშორებას გამოიწვევს.
მიუხედავად პარასკევის ლოცვის ესოდენ დიდი მნიშვნელობისა, მგზავრს მიზი შესრულება არ ევალება,
მაგრამ ხუთი დროის ლოცვა სავალდებულოა.
პარასკევის ლოცვა პატიმრებს არ ევალებათ, მაგრამ
ხუთი დროის ლოცა მათთვისაც სავალდებულოა.
პარასკევის ლოცვა ავადმყოფებს არ ევალებათ, მაგრამ
ხუთი დროის ლოცვა ავადმყოფებისთვისაც სავალდებულოა.
ხუთი დროის ლოცვა სტუმარსაც ევალება.
ის ბევრი საქმის მქონეთათვისაც ფარზია.
ის ახალგაზრდამაც უნდა ილოცოს.
ის მანაც უნდა ილოცოს, ინც ამბობს, რომ კეთლი გული აქვს.
რადგანაც ლოცვა, უპირველეს ყოვლისა, ღვთიური ბრძანებისადმი მორჩილებაა.
ლოცვა ღვთისადმი მონობის დასტურია.
ლოცვა ღვთის წინაშე წარსდგომაა.
ლოცვა ღმერთთან საუბარია.
ლოცვა ღვთისადმი ლტოლვაა.
ლოცვა მისდამი მიკედლებაა.
ლოცვა რწმენის გაცხადებაა.
ლოცვა სრწმუნოების დედაბოძია.
ლოცვა ჰიჯრაა.
ლოცვა შუამავლის თვალის სინათლეა.
ლოცვა ნუგეშია.
ლოცვა ამაღლებაა.
ლოცვა ქედის მოხრით ამაღლებაა
ლოცვა ნათელია ამა ქვეყნისა
ლოცვა სიკვდილის ჟამს ჩვენი მშველელია
საფლავში ჩვენი მხლებელია
საიქიოში ჩვენი გადამრჩენია
ლოცვა სამოთხის გასაღებია
ლოცვა ცოდვების გამოსასყიდია
ლოცვა ღვთისმსახურების მიმღეობის საწინდარია.
ლოცვა ისეთი ღვთისმსახურებაა, რომ სწავლულებმა მას უდიდესი ღვთისმსახურება უწოდეს.
ის ყველა ღვთისმსახურების საფუძველსა და არსს წარმოადგენს
ლოცვა ეშმაკთან ბრძოლაა.
ლოცვა ღვთისადმი ვედრებაა
ლოცვაში ყურანია.
ლოცვაში სეჯდეა, თაყვანისცემაა.
ლოცვაში ფეხზე დგომაა,
ქედის მოხრაა,
ჟდომაა.
ლოცვაში მადლიერებაა.
ლოცვაში ღვთის განდიდებაა.
ლოცვაში შაჰადაა.
ლოცვაში ფარზები სრულდება,
ვაჯიბები სრულდება,
სუნნეთი სრულდება.
ლოცვის დროს სხეულის და გულის ღვთისმსახურება სრულდება.
აბდულლაჰ ბინ ომერი ასე ამბობს:
ლოცვა იმდენად დიდი და უშრეტი განძია, რომ, თუ მთელ ქვეყანას მისი მადლის მოზიარედ გავიხდიდი არ ვინაღვლებდი, რადგან ლოცვის დროს ფეხზე დგომისას, მთელი მთების და ხეების ლოცვის მადლი შენც გადმოგეცემა.
როდესაც ლოცვის დროს ღვთის წინაშე ქედს იხრი, ყველა ოთხფეხა ცხოველის ზიქრის მადლი შენც გეწერება.
სეჯდეს დროს კი ქვეწარმავლებისა და თევზების ზიქრის მადლის მოზიარე ხდები.
ლოცვა გზავნილს გვაძლევს.
ყოველი დილის ლოცვა ხელახლა დაბადებას გამოხატავს.
ყოველი შუადღის ლოცვა ახალგაზრდობას,
ყოველი სამხრობის ლოცვა მოხუცებულობას,
ყოველი საღამოს ლოცვა სიკვდილს,
ხოლო ყოველი ღამის ლოცვა და საწოლში დაწოლა ჯენაზეს და დასაფლავებას გამოხატავს.
ლოცვის დროს ფეხზე დგომა ღვთის წინაშე დგომას და განკითხვას გამოხატავს.
ყოველი ქედის მოხრა ამ განკითხვის სიმძიმის შედეგად წელში მოხრას ნიშნავს.
ყოველი სეჯდეც ამ განკითხვის სიმძიმის გამომხატველია.
ყოველი მისალმება მარცხნიდან და მარჯვნიდან დახმარების თხოვნას ნიშნავს, მაგრამ ყოველი ხელაპყრობა და ვედრება შემდეგს გამოხატავს „ღმერთო, შენს გარდა არავინაა დამხმარე, მიხსენი მე“.
ჩემო ძვირფასო ძმაო,
თუ დღეს ხვთის წინაშე არ წარსდგები, ხვალ მის წინაშე განკითხვისთვის როგორ უნდა წარსდგე.
თუ დღეს შენი რწმენა ლოცვისთვის ფეხზე არ გაყენებს, ის ვერც სამოთხეში წაგიყვანს.
რადგან, ვისაც ლოცვა უძნელდება, მას ცოდვის ჩადენა იოლად გამოსდის.
შეხედეთ მუდდესსირის სურას.
სამოთხის მკვიდრნი ჯოჯოხეთისას ეკითხებიან:
„რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში?“
ისინი კი პასუხბენ:
„არ ვიყავით მლოცველთა შორის“,
ჩემო ძმაო!
შენ ძვირფასი ხარ.
შენს თავს ჯოჯოხეთისთვის ნუ გაიმეტებ.
ყური დაუგდე ზეციურ გაფრთხილებას:
„უეჭველად, ალლაჰმა იყიდა მორწმუნეებისგან მათი სულნი და ქონება მათთვის სამოთხის სანაცვლოდ. ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე, ხოცავენ და იხოცებიან. ეს თევრათში, ინჯილში და ყურანში არსებული ჭეშმარიტი აღთქმაა. და ვინ ასრულებს აღთქმას ალლაჰზე უკეთ? მაშ, გიხაროდეთ თქვენი ვაჭრობა, რომელიც დადეთ მასთან. და სწორედ ეს არის უდიდესი წარმატება“. (თევბე 111)
ღმერთს სურს შენი სული გამოისყიდოს.
ის ამისთვის ყველაზე დიდ საფასურს იხდის.
ღმერთი არ გაძალებს.
ის გელოდება.
განა შეიძლება მასზე უკეთესი ვინმე გელოდებოდეს?!
მოდი, შენი სული და სხეული მას მიუძღვენი.
გაიაზრე ეს და სეჯდე აღასრულე.
თუ შენი სახელი მუსლიმია, გვარი ლოცვა უნდა იყოს.
ნახეთ, ჯოჯოხეთის მკვიდრნი ასე ამბობენ:
„რომ შეგვესმინა, და გონება გამოგვეყენებინა, ამ ცეცხლის მკვიდრთაგანი არ ვიქნებოდით“.
ბოლოს კი შეგახსენებთ ამბავს, რომელიც ჰზ. ომარს უკავშირდება.
ხალიფა. ომარი სამ პიროვნებას რეგიონების მმართველებად აგზავნიდა და შემდეგი რამ გააფრთხილა:
ლოცვა თავის დროზე აღარსულეთ და ლოცვის დრო არ მოიპაროთ
რეგიონების მომავალმა მმართველებმა გაიკვირვეს და უთხრეს, ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, ჩვენ გვეგონა სახელმწიფო მმართველობის შესახებ რჩევა დარიგებებს მოგვცემდითო.
ხალიფა ომარმა შუამვლის საფლავზე მიანიშნა და უთხრა: ამ საფლავში მწოლარემ მითხრა, ვინც ღმერთის უფლებას დაარღვევს, ის ადამიანისას არ დაიცავს. ვინც ლოცვას უგულებელყოფს, ის ადამინთა უფლებებსაც დაარღვევს.
Comment here