სათაურებიხუტბა

კითხვები
ფითრას შესახებ

ახალი ამბები: რელიგიის საკითხთა სამინისტრომ 2024 წლის ფითრის ოდენობა გამოაცხადა ახალი ამბები…
რელიგიის საკითხთა უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ფითრის ოდენობა 130 ლირა დაადგინა.

დიანეთის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს თავმჯდომარის აბდურაჰმან ჰაჩქალის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის რამადანის თვის ფითრის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი:
„ამ თემაზე ჰადისების, ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ადამიანის ყოველდღიური საკვების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ფითრის ოდენობა განისაზღვრა 130 ლირა. მითითებული ოდენობა. შეიძლება გადაეცეს ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნატურით, როგორც საკვები და მსგავსი. ”ეს განსაზღვრული თანხა ასევე არის ყოველდღიური მარხვის გამოსასყიდი. გარდა ამისა, თითოეულ ფითრის გამცემს შეუძლია მისცეს თანხა, რომელიც მისი ყოველდღიური კვების ხარჯების ექვივალენტურია”.

რა არის ფითრა?
ფითრის გაცემა სავალდებულო ღვთისმსახურებაა ყველა მუსლიმანისთვის, რომელიც მიაღწევს რამადანის თვის ბოლოს და აქვს მინიმუმ 85 გრამი ოქრო ან მისი ღირებულების ქონება, გარდა ძირითადი საჭიროებების საგნებისა, როგორიცაა (ვალი, სახლი, ავეჯი, მგზავრობა და ერთი თვის ან ერთი წლის სამყოფი შემოსავალი). აუცილებელი არ არის, რომ პიროვნების მფლობელობაში კონკრეტული რაოდენობის ფული ან სავაჭრო საქონელი იყოს და ასევე ერთი წლის გასვლის პირობაც გასათვალისწინებელი არ არის. ფითრის შემთხვევაში, ასევე, გაითვალისწინება ძვირფასი ქვები, სამკაულები, საკმარისზე მეტი ავეჯი და სხვა მსგავსი ქონება, რომლებიც ზექათის გადახდას არ ექვემდებარება.

ფითრას გაცემისათვის ასევე აუცილებელი არ არის, რომ გამცემი ზრდასრული და გონებასრული იყოს. მდიდარი ფსიქიურად დაავადებული ადამიანისა და ბავშვების ფითრა მეურვეებმა უნდა გასცენ. მორწმუნეებს, რომლებიც არ ითვლებიან მდიდრად, ასევე შეუძლიათ გასცენ ფითრა (თუმცა ეს არ არის სავალდებულო).

რა არის მტკიცებულებები?
ფითრა დამტკიცებულია ჩვენი შუამავლის სიტყვიერი და პრაქტიკული სუნნეთით. იბნ აბბასი ასე ამბობს: „შუამავალმა გვიბრძანა ფითრას გაცემა, რათა მარხულმა მუსლიმმა ფუჭსიტყვაობის, ბილწსიტყვაობისა და მსგავსი გადაცდომებისგან განწმენდა შეძლოს“. (იხ. იბნ მაჯე, „ზექათ“, 21) ასევე ჰადისის მიხედვით ცნობილია, რომ ადამიანის მარხვა ცასა და დადამიწას შორის გამოკიდებული რჩება და მხოლოდ მაშინ ამაღლდება ღმერთამდე, როდესაც ფითრას გასცემს. (იხ. ეთ-თერღიბ, 2, 152). ასევე არსებობს ჰადისები, რომელთა მიხედვითაც შუამავლის მიერ ფითრის გაცემის პრაქტიკაა აღწერილი. (იხ. ბუჰარი, „ზექათ“, 74, 76)

რა არის ფითრის გაცემის არსი?
ფითრა მადლიერების გამოხატულებაა, იმ წყალობისთვის, რომ მორწმუნე რამადანის თვეს დაესწრო და მარხულობს. ფითრა ასევე მარხვის დასრულებისა და ბაირამის აღნიშვნის ერთ-ერთი ნიშანია. ფითრის გაცემის გზით მდიდრებს საშუალება ეძლევათ ღარიბები გაახარონ და საშუალება მისცენ ბაირამის აღსანიშნავად. ამ გზით ადამიანებს შორის მეგობრობისა და ძმობის კავშირები ძლიერდება და საზოგადოებაში ერთიანობისა და გაზიარების გარემო იქმნება.

როდის გაიცემა ფითრა?
მიუხედავად იმისა, რომ ფითრას გაცემა რამადანის ბაირამის დადგომისთანავე სავალდებულო ხდება, მისი გაცემა მანამდეც შეიძლება და მის შემდეგაც. წინასწარ გაცემით ღარიბებს შესაძლებლობა ეძლევათ მოემზადონ ბაირამისთვის და სადღესასწაულო გარემო შეიქმნან. გაცემის დაგვინებით ვალდებულება არ იხსნება და ის უნდა ანაზღაურდეს.

ვის ევალება ფითრას გაცემა?
რელიგიურად მდიდარი ყოველი მუსლიმი ვალდებულია გასცეს ფითრა თავისთვის, მისი არასრულწლოვანი ან გონებრივად ჩამორჩენილი შვილებისთვის და ანაზღაურების გარეშე მსახურებისთვის. ვინც რაიმე საპატიო მიზეზით ვერ მარხულობს, ასევე პასუხისმგებელია ფითრას გაცემაზე.

არის თუ არა პირი ვალდებული გადაიხადოს ცოლისა და ფსიქიკურად ჯანმრთელი ზრდასრული შვილის ფითრა?
არა. თუ ისინი რელიგიური კრიტერიუმების მიხედვით მდიდრები არიან, ყველა ვალდებულია ფითრა გასცეს საკუთარი ქონებიდან. თუმცა, მართალია სავალდებულო არ არის, მაგრამ შეიძლება, რომ პირმა გასცეს საკუთარი ქონებიდან მათი ნებართვით. თუ ისინი ოჯახის უფროსის მეურვეობის ქვეშ არიან, ოჯახის უფროსს შეუძლია მათი ნებართვის გარეშეც გასცეს ფითრა. (შაფის მიმდინარეობის მიხედვით, ქმარი ვალდებულია მეუღლის ფითრაც გასცეს, თუნდაც ეს უკანასკნელი მდიდარი იყოს)

არის თუ არა ადამიანი ვალდებული გასცეს მშობლების ფითრა?
მაშინაც კი, თუ პიროვნება პასუხისმგებელია მშობლების მოვლაზე, მათ მაგივრად ფითრის გაცემის ვალდებულება არ გააჩნია. ასევე, ბაბუა არ არის ვალდებული შვილიშვილების ფითრა გასცეს.

რის მიხედვით ხდება ფითრას ოდენობის დაანგარიშება?
ფითრას ოდენობის განსაზღვრისათვის მოცემულია ხორბალი (დაახლოებით 1,5 კგ), ქერი (დაახლოებით 3 კგ), ქიშმიში (დაახლოებით 3 კგ) და ფინიკი (დაახლოებით 3 კგ). ნებისმიერი მათგანის ღირებულება ასევე შეიძლება ფულში იქნას დაანგარიშებული და ისე გაიცეს. შუამავლის პრაქტიკის მიხედვით ფითრის ოდენობას განსაზღვრავდა ერთი ღარიბის დღიური საკვების ოდენობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ პირობებში საკვების ღირებულება განსხვავდება. როგორც წესი, პიროვნება გასაცემი ფითრას ოდენობას რომელიმე პროდუქტის ფასის მიხედვით ირჩევს და ამ დროს თავის ფინანსურ მდგომარეობას ითვალისწინებს.

ვინაიდან ცხოვრების დონე განსხვავდება ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, ფითრის გაცემა ხდება იმ თანხის მიხედვით, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის ნორმალურ საკვებ მოთხოვნილებას დღის განმავლობაში.

რა მნიშვნელობა აქვს განზრახვას?
საჭიროა შესაბამისი განზრახვის დადასტურება, რომ მორწმუნე კონკრეტულ თანხას ფითრის გაცემის მიზნით გამოყოფს. განზრახვის დადასტურება ასევე გაცემის დროსაც შეიძლება. პიროვნებაზე მიცემის დროს აუცილებელი არ არის ვუთხრათ, რომ ის ფითრაა.

ვის ეძლევა ფითრა?
ფითრის გაცემა შეიძლება მათზე, ვიზეც ზექათს გავცემთ. (იხ. ყურანი, 9/60). ესენი არიან; ღარიბები, გაჭირვებულები, ტყვეობაში მყოფნი, ვინც ვალშია, ვინც იბრძვის ალლაჰის გზაზე, მგზავრები, ზექათის შეგროვებაზე პასუხისმგებელი მოხელეები და ვისაც ისლამის მიმართ დადებითი განწყობის შექმნა სჭირდება.

ვის არ ეძლევა ფითრა?
ახლო ნათესავებს: ანუ მამას, ბაბუას, შვილს და შვილიშვილს (თუნდაც ღარიბები იყვნენ) ფითრას ვერ მივცემთ. ის არ ეძლევა რელიგიური თვალსაზრისით მდიდრებს (ზაქათის გადამხდელებს). ასევე, მდიდარ ქმარს არ შეუძლია ფითრა მისცეს ღარიბ ცოლს.

ყოველი ფითრა ერთ ღარიბს ეძლევა?
პიროვნებას შეუძლია ფითრა რამდენიმე ღარიბ ადამიანს გაუნაწილოს. ასევე ბევრ ადამიანს შეუძლიათ თავიანთი ფითრა ერთ ღარიბს მისცენ.

Comment here