სათაურებიხუტბა

იჩქარე, მოდი!
სალოცავი
შენითაა ლამაზი!

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და უეჭველად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური! (ენფალი, 8/28)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „არცერთ მშობელს შვილისათვის კარგ აღზრდაზე ძვირფასი რამ არ დაუტოვებია.(თირმიზი, „ბირ“ 33)

ძვირფასო მორწმუნენო!
შვილები ღვთის წყალობა არიან, რომლებიც ღმერთმა გვიბოძა. ჩვენთვის ისინი თვალის სინათლე, გულის სიხალვათე, ოჯახური ბედნიერება და მომავალი არიან. ადამიანისთვის კარგი შვილი ის ერთ-ერთი უძვირფასესი განძია, რომელსაც ადამიანი ამ წუთისოფელში ტოვებს.   

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი გვასწავლის, რომ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის წინაშე უფლება-მოვალეობები გვაკისრია. მშობლების ძირითადი მოვალეობა ბავშების აღზრდა, მათი გამოკვება და მზრუნველობაა. ამასთანავე, ყოველ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვი უცოდველი იბადება და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ის მორწმუნე, სამართლიანი და ზნეკეთილი ადამიანი იყოს. ყველა ჩვენგანისთვის ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე გვაფრთხილებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით ქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია, ზემოდან ანგელოზნი ძლიერნი და შეუბრალებელნი. არ ეურჩებიან ალლაჰს იმაში, რაც უბრძანა მათ და აკეთებენ იმას, რაც ებრძანათ“. (თაჰრიმი, 66/6)

ამრიგად, მოდით ხელი ჩავკიდოთ ჩვენს შვილებს, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე, რათა სწორი გზით იარონ და ზნეკეთილ, მორწმუნე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მათი გულები ყურანის მადლით გავასხივოსნოთ. ბავშვები ხომ ყველაზე ლამაზები არიან. ისინი ყველაზე ლამაზ ადგილებს, სალოცავებს უნდა მივაჩვიოთ. ყველა ლამაზი სიტყვა, ყურანი უნდა ვასწავლოთ. საუკეთესო ზნეობის პატრონი შუამავალია. ბავშვები მისი ზნეობით უნდა აღვზარდოთ. ღრმადმორწმუნე და პატიოსანი თაობა, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით იცხოვრებს, ეს კი საუკეთესო გზაა, როგორც ამქვეყნიური, ისე საიქიო ბედნიერებისაკენ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი შვილების სულიერი განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საზაფხულო სასულიერო სასწავლებელია, სადაც ისინი ყურანის კითხვას, შუამავლის სამაგალითო ცხოვრებას, ღვთისმსახურებასა და ზნეობრივ ღირებულებებს სწავლობენ. ბავშვები შეისწავლიან ლოცვას და მიეჩვევიან მეჩეთებში სიარულს, რაც მათი მომავალი ცხოვრებისთვის მნიშნელოვანი ნაბიჯია. ყველა მშობელს მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი დრო და ბავშვებს სასულიერო ცოდნის შეძენაში დაეხმარონ.

 

Comment here