სათაურებიხუტბა

ისლამი მავნე ჩვევებს კრძალავს


ძვირფასო
მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, საკუთრება, გონება, სარწმუნოება და შთამომავლობა. ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრებისათვის ის ყველაფერი, რაც სასარგებლო და საჭიროა, ალალი და ნებადართლია, ხოლო ყველაფერი, რაც ზიანის მომტანია -აკრძალულია. ყველა ის მავნე ჩვევა, რომლებიც ადამიანის გონებასა და სხეულს აზიანებს ამ უკანასკნელ კატეგორიაში შედის და შესაბამისად აკრძალულია. ნებისმიერი ქმედება ან ჩვევა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და სულიერებას ანადგურებს, ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი წყალობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ უპატივცემულობა და ამასთანავე იმ ფულის ტყულად ფლანგვაა, რომელიც სინემდვილეში კეთილ საქმეებსა და ღვთის გზაზე უნდა დახარჯულიყო.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს კაცობრიობის უმრავლესობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევას, სიგარეტის მოწევას ებრძვის. ცნობილია, რომ სიგარეტის შემადგენლობაში მრავალი მომწამვლელი ნივთიერებაა და მისი მოხმარება ადამიანის სხეულის ნელ-ნელა კვდომას იწვევს. სიგარეტის მწეველი ადამიანი, საკუთარი ხელით, ნელ-ნელა სიკვდილისკენ მიექანება და ამასთანავე წამლავს იმ ჰაერს, რომელსაც მის გარშემომყოფები სუნთქავენ. ცნობილია, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ სიგარეტის მიზეზით მრავალი ადამიანი იღუპება. უზენაესი გამჩენი ბრძანებს:
და თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით, (ბაყარა 2/195)

ძვირფასო მუსლიმებო!
მრავალი გამოკვლევით ცნობილია, რომ სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო და სახიფათია. მისი მოხმარება ზიანს აყენებს არა მარტო მომხამარებელს, არამედ გარშემომყოფებსაც, ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებს სცდება. გამომდინარე აქედან, მუსლიმისთვის სიგარეტის მოწევა მისაღები საქციელი არ გახლავთ, რადგან ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია.

ამასთანავე, სიგარეტში გადახდილი თანხა არაგეგმაზომიერი ხარჯვის გამოვლინებაა. არაგეგმაზომიერი ხარჯვა, ფულის ფუჭად ფლანგვა კი, ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, აკრძალულია. უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

ჭამეთ და ით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, უეჭველად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი“. (იხ. არაფ 7/31)

ამრიგად, ღმერთი გვიბრძანებს ვიცოდეთ ზომიერება და გავუფრთხილდეთ იმ წყალობას, რაც ღმერთმა გვარგუნა.

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი გვასწავლის, რომ ჯანმრთელობა იმ დიდი წყალობათაგანია, რომლის ფასიც არ ვიცით.(იხ. ბუჰარი, „რიქაქ“ 1)

ამრიგად, ყველას მოგიწოდებთ დავაფასოთ ღვთის წყალობა, დავაფასოთ ჩვენი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ მას. ამ პანდემიის დროს გამოჩენილი ყურადღება და სიფრთხილე სიგარეტის და სხვა მსგავსი მავნე ჩვევების წინააღმდეგაც გამოვიყენოთ. ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები ამგვარი მავნე ჩვევების ხაფანგში არ აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჯანსაღი, ბედნიერი და წარმატებული მომავალი თაობა გვყავდეს.    

Comment here