ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც შუამავალმა ისლამის ქადაგება დაიწყო, მუსლიმთა რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. მექელი ურწმუნოები ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ ეს პროცესი შეეფერხებნათ და ისლამის გავრცელება შეეზღუდათ. ამ მიზნით ისინი შუამავლის ბიძასთან, ებუ თალიბთან მივიდნენ და შუამავალს მიუგზავნეს, რათა მას ისლამის გადაგება შეეწყვიტა. შუამავალმა მათ მკაფიო პასუხი გასცა: „ვფიცავ ალლაჰს, მარჯვენა ხელში მზე, ხოლო მარცხენაში მთვარე რომ მომცენ, ალლაჰის სარწმუნოების გავრცელებისგან უკან არ დავიხევ!“ (იბნ ჰიშამი, „სირეთ“, 1, 101)
ძვირფასო მორწმუნენო!
ამ დამოკიდებულებითა და პოზიციით, ჩვენი შუამავალი რეალურად გვასწავლის, რომ ისლამს გააჩნია ის შეუფასებელი იდეალები, რომელთა შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს იდეალი არის მცდელობა, ადამიანების გონება და გული ღმერთის რწმენით განათდეს. ეს არის გადაწყვეტილების გამოცხადება, რომ ღვთის სიტყვა მთელ დედამიწაზე გავრცელდეს. ეს იდეალია მცდელობა იმისათვის, რომ კაცობრიობამ შუამავლის მოძღვრებით ნაკარნახევი ზნეობა მიიღოს. ეს იდეალი არის დედამიწაზე ისეთი ცივილიზაციის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია ცოდნაზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე, პატივისცემაზე, თანაგრძნობასა და შემწყნარებლობაზე. ეს არის განაცხადი წინ აღვუდგეთ უსამართლობას და მსოფლიოში მშვიდობა და კეთილდღეობა დავამკვიდროთ. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი“. (ალი იმრანი 3/104)
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის იდეალების საფუძველი წმინდა ყურანი და შუამავლის სწავლებაა. ამ ორი უმნიშვნელოვანესი წყაროს მეშვეობით მუსლიმები დედამიწაზე საუკეთესო ზნეობის დამკვიდრებას ცდილობენ. სწორედ ამ იდეალების წყალობით ისლამი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღესაც მზარდი რელიგიაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს რისთვის არის მოვლენილი ქვეყანაზე, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს. ის საკუთარ თავს მუდმივად უნდა უსვამდეს ამ კითხვებს. მორწმუნე უნდა იაზრებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს, რის შემდეგაც უნდა მოინანიოს და მიტევება ითხოვოს. მორწმუნე ადამიანმა იმ ფიქრით უნდა იცხოვროს, რომ ღმერთი მის ყოველ ნაბიჯს ხედავს. ჩვენ უნდა შევძლოთ და რწმენისგან იმდენი ძალა მივიღოთ, რომ ცდუნებები გავაკონტროლოთ და ცოდვებისგან შორს დავდგეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, თავი დავაღწიოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მრავალფეროვან მახეებს და ასევე წინააღმდეგობა გავუწიოთ ცდუნებებსა და მავნე მისწრაფებებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ მთელი გულით ღმერთს მივენდოთ და ერთმანეთს სიკეთესა და გულწრფელ ღვთისმსახურებაში გავეჯიბროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოთ ისლამის მიერ ნასწავლები ამაღლებული იდეალები. ეს იდეალები გზავსწავლის ყოველთვის დავიცვათ ჩვენი ერთობა და სოლიდარობა, ძმობა და სიყვარული. ეს ნიშნავს, რომ ვიყოთ ძლიერები ყველა სფეროში, რათა გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას. ამ იდეალებისადმი პატივისცემა მოითხოვს, გავაძლიეროთ ურთიერთსიყვარული, ძმობა, ერთობა და სოლიდარობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ბოროტებას და ვიზრუნოთ, რომ მსოფლიოში სამართლიანობამ გაიმარჯვოს. ეს არის ძლიერი ოჯახები, ტრადიციების პატივისცემა, უფროსების მიმართ ყურადღება და მომავალი თაობებისთვის სწორი გზის გაკვალვა. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მომავალი თაობების აღზრდას, რათა შეინარჩნონ ეროვნული და სულიერი ფასეულობები და კაცობრიობისათვის სასარგებლო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
ღმერთო დაიფარე და გაამარჯვებინე ყველას, ვინც ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლია. ამ მხრივ ისევ და ისევ ღაზას მოსახლეობას და მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეებში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ვგულისხმობთ. ხუტბას კი შემდეგი ჰადისით დავასრულებ:
„ისლამი ყველაგან მიაღწევს, სადაც კი მზე და მთვარე აღწევს. არ დარჩება არცერთი სახლი, სადაც ისლამის სხივი არ შეაღწევს. ეს ვისთვის ღირსება, ვისთვის კი დაცემა იქნება. (იხ. იბნ ჰანბელი, 4/104)
Comment here