სათაურებიხუტბა

ისე ვიცხოვროთ,
რომ ღმერთი, საიქიო და
სიკვდილი არ
დავივიწყოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: დაიმორჩილა ისინი ეშმაკმა, ამრიგად დაავიწყა მათ ხსენება ალლაჰისა. სწორედ ეგენი არიან მოკავშირენი ეშმაკისა. ფრთხილად, უეჭველად, ეშმაკის მოკავშირენი არიან წაგებულნი!“ (მუჯადილე, 58/19)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „რა ცუდია მსახური, რომელიც ცოდვაშია ჩავარდნილი, დროს ფუჭად ფლანგავს და საფლავს ივიწყებს. რა ცუდია ადამიანი, რომელიც ზღვარს გადასულა და ავიწყდება თუ საიდან მოვიდა და სად მიდის“. (იხ. თირმიზი, „სიფათულ ყიამე“, 17)

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი გულმავიწყი არსებაა. ის ხანდახან ივიწყებს საკუთარ თავს, ოჯახს, ახლობლებს, მეზობლებს და თავის მოვალეობებს უგულებელყოფს. ხანდახან  თავისი გაჩენის მიზანსაც ივიწყებს და ადამიანების მიმართ სიკეთესა და თავაზიანობას აღარ გამოხატავს. ხანდახან ის  ამქვეყნიურ საქმეებში ეფლობა და  საიქიო ცხოვრებას, განკითხვას, ანგარიშგებას, სამოთხესა და ჯოჯოხეთს ივიწყებს. ხანდახან ივიწყებს თავის რელიგიას, ისტორიას და კულტურას და თავის იდენტობას შორდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
დავიწყებათა შორის ყველაზე ცუდი ღმერთის დავიწყებაა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ღმერთი ჩვენთანაა. მან ყველაფერი იცის, ფარული იქნება თუ აშკარა. ყურანში ვკითხულობთ: უეჭველად, ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა“. (ალი იმრანი, 3/5). დიახ. ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველაფერს ის განაგებს. მან ჩვენი გულის ნადებიც იცის. მისგანაა ყოველგვარი შვება და ყოველი განსაცდელისგან თავის დახსნა მის ხელთაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრავალი ცოდვა და ნაკლოვანება გვახასიათებს, ღმერთი მოწყალეა და თავისი უსაზღვრო წყალობით შეგვიწყალებს. ის მოგვიტევებს და სარჩოს არ მოგვაკლებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასე გვირჩევს: „ხშირად გაიხსენეთ სიკვდილი…“ (იხ. ნესაი, „ჯენაიზ“, 3) ის ასევე გვასწავლის, რომ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს თავის ნებას და  შემდგომი ცხოვრებისთვის ზრუნავს, ჭკვიანი ადამიანია, რადგან ადამიანი, რომელიც ივიწყებს სიკვდილს და განკითხვას, ეშმაკის მონა ხდება. დღეს ღაზაში ისევ ბომბებს ისვრიან. ეს მკვლელები, რომლებიც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს და სჩადიან გენოციდს, ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულნი და ღმერთი აღარ ახსოვთ. ისინი ეშმაკის მეგობრები არიან.  მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი ცნობიერება საიქიოს მიმართ, რადგან ისინი კლავენ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. ისინი თავიანთი გარყვნილი იდეოლოგიით ცდილობენ ახალგაზრდა თაობების გონების აღრევას, რათა ადამიანური ღირებულებები დააკარგვინონ. ისინი სოციალური მედიის დახმარებით ცილობენ ცოდვა მიმზიდველად წარმოაჩინონ, ჰარამი გაავრცელონ და ოჯახისა და პირადი სივრცის უსაფრთხოება ხელყონ. სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ ასეთმა ადამიანებმა ღმერთი, საიქიო და სიკვდილი დაივიწყეს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით და იმის გაცნობიერებით, რომ ყოველთვის  უზენაესი გამჩენის მეთვალყურეობის ქვეშ ვართ და პასუხისმგებელნი ვიქნებით  ჩვენს  მიერ გაკეთებულ საქმეებზე. ვეცადოთ ვიყოთ გამჩენის კარგი მსახურები და ეს მსახურება საუკეთესო ზნეობით გამოვავლინოთ. მოდით, განვაგრძოთ ღვთის სიყვარულის შენარჩუნება, რომელიც არსებობს ჩვენი შვილებისა და ახალგაზრდების წმინდა გულებში და ამ გზაზე სიმტკიცე და მოთმინება გამოვიჩინოთ. გამოვიჩინოთ სიფხიზლე მავნე ტენდენციების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ოჯახურ სიწმინდეს, სადაც  ჩვენს რელიგიურ, მორალურ და ადამიანურ ღირებულებებს ვსწავლობთ. გვახსოვდეს, რომ უსაფრთხო მომავლის გარანტი ისეთი მომავალი თაობების აღზრდაა, რომლებსაც გამჩენისა და განკითხვის დღის მიმართ გულწრფელი რწმენა გააჩნიათ.

Comment here