სათაურებიხუტბა

იერუსალიმის თავისუფლებით,
მრავალ ბაირამს დაესწარით

ძვირფასო მორწმუნენო!
გასული წლის მსგავსად, წელსაც ეპიდემიის გამო, ისევ შეზღუდული ვართ იმ სიხარულში, რომელიც ბაირამს მოაქვს. უსაზღვრო მადლიერება გამჩენს, რათა მოგვეცა საშუალება, რომ ამ ბაირამის ლოცვის აღსავლენად სალოცავში შევიკრიბეთ. უზენაეს გამჩენს ვევედრებით, ეს ბაირამი, რომლის დროსაც მკაცრი რეგულაციების დაცვა გვიწევს, საწინდარი იყოს ისეთი ბაირამების, როცა საფრთხე აღარ იარსებებს და მთელი სიხარულისა და ურთიერთსიყვარულის ბოლომდე გამოხატვას შევძლებთ. უზენაესს ვევედრებით ბოლომდე გახსნას თავისი წყალობის კარები. ყურანში მოცემული ეს აიათი, ყველა მუსლიმისთვის, განსაცდელის ჟამს უდიდესი შვებისა და იმედის მომგვრელია:

რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;
უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“ (ინშირაჰი 94/5-6)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბაირამის დღეები სულიერი სიმხნევის, სულიერი ამაღლების, სიყვარულისა და სიხარულის დღეებია. გასული წლის მსგავსად, წელსაც უნდა დავიცათ რეგულაციები და მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ და როგორც საკუთარი, ისე სხვისი ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩავაგდოთ.  ახლობელებს, ნათესავებს, მეგობრებსა და სხვა მორწმუნე ძმებს, სასურველია დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით მივულოცოთ. ვაგრძნობინოთ, რომ თუ ფიზიკურად ერთად ყოფნას ვერ ვახერხებთ, სულიერად მათ გვერდით ვართ. ასევე მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის გამოყენება საიმისოდ, რომ ტრადიციულად ისევ შევარიგოთ დამდურებულები და კარგი ურთიერთბებისათვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას ხელი შევუწყოთ.   ასევე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის კარგი ჩვევები, რომლებიც რამადანის განმავლობაში შევიძინეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ბაირამზე ძალიან დამწუხრებული ვართ, რადგან იერუსალიმი დაჭრილია. მესჯიდი აყსა და პალესტინის მუსლიმი მოსახლეობა დიდი ზეწოლისა და აგრესიის საფრთხის ქვეშაა. ამ ბაირამ დღეს ამიტომ ვართ დამწუხრებული. ყოველგვარი სამართლიანობის, მორალური და სულიერი ღირებულებების უგულებელყოფის გზით ყოვლად მიუღებელი მოვლენები ხორციელდება. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველა. მესჯიდი აყსაში შესვლა და ღვთისმსახურების აღსრულება შეზღუდულია. აქვე შეგახსენებთ უზენაესის ბრძანებას:

და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების)  განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს!(ბაყარა 2/114)

ძვირფასო მორწმუნენო!
იერუსალიმი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი მემკვიდრეობაა. ის ილამის ერთ-ერთი სამშობლოა. თავდაპირველად  მუსლიმებისთვის ლოცვის მიმართულება მესჯიდი აყსასკენ იყო. ის მუსლიმებს ეკუთვნით. მესჯიდი აყსა მხოლოდ პალესტინელების კი არა, არამედ მთელი ისლამური სამყაროს საერთო სულიერი ღირებულებაა. როგორც ადრე, ახლა მხარს ვუჭერთ პალესტინელ მორწმუნე ძმებს და მათთვის ვევედრებით. უზენაესს ვთხოვთ, ამ ბაირამის მადლით, დაასრულოს უმწეოთა ჩაგვრა და ყველას თავისუფლება და შვება მიანიჭოს. იერუსალიმი, მესჯიდი აყსა და ყველა სხვა ხელყოფილი ადგილები უსწრაფესად გათავისუფლდეს და იქ მყოფმა მორწმუნეებმა რელიგიური რიტუალების შესრულება შეძლონ. გილოცავთ რამადანის ბაირამს!
უტბას კი შუამავლის ჰადისით დავასრულებ:

„მორწმუნენი ერთმანეთის სიყვარულსა და შემწყნარებლობაში ერთი სხეულის მსგავსნი არიან. როდესაც სხეულის ერთი რომელიმე ორგანო ავადდება, სხვა ორგანოებიც უძილობითა და მაღალი სიცხით ამ ტკივილს იზიარებენ“.  (იხ. მუსლიმ, „ბირ“ 66) 

Comment here