სათაურებიხუტბა

ზექათი:
თანადგომა
ისლამში


ძვირფასო მორწმუნენო! 
ჩვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღვთიური წყალობა გვერგო და ეს წყალობა ჩვენზე ანაბრადაა გადმოცემული. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ყველა წყალობას მისი შესაფერისი მადლიერება გააჩნია. ჩვენი გულისთვის მადლიერება, ღვთისადმი რწმენაა. ჩვენი ენისთვის მადლიერება სიმართლის ლაპარაკია. ჩვენი სხეულების მადლიერება ღვთისმსახურებაა. ჩვენი ქონების მადლიერება კი ზექათი და სხვა სახის მოწყალებაა.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ზექათი ისლამის ხუთი ძირითადი პირობიდან ერთ-ერთია. ზექათი მუსლიმებს შორის თანადგომისა და ძობის ხიდია.ზექათი ურთიერთთანადგომისა და გაზიარების ერთ-ერთსაუკეთესო გამოხატულებაა. ზექათ ადამიანს განწმენდისკენ, ხოლო საზოგადოებას კეთილდღეობისკენ გზას გაუხსნის. ეს არის ღვთისმსახურება, რომელიც ღვთისადმი მინდობასა და მორწმუნძმების მიმართ ერთგულებას გამოხატავს.

ზექათის საშუალებით გაჭირვებულთა გულს გავახარებთ და მათი ვედრების ნაწილი ვხდებით. ზექათის საშუალებით მორწმუნე ძმებს ტვირთს შევუმსუბუქებთ და მისი დარდის განქარვებას შევძლებთ. ზექათი ობლის თავზე გადასმული მოწყალე ხელია, რომელიც მას გულს გაუმაგრებს და იმედს ჩაუსახავს.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ის მორწმუნე, რომელირელიგიური საზომების მიხედვითმდიდრად ითვლება, ვალდებულია თავისი შემოსავლების გარკვეული ნაწილი ღარიბების სასარგებლოდ გაიღოს. როდესაც მდიდარი მორწმუნე გაჭირვებულ ძმას ზექათით ეხმარება, ამით მის წინაშე არსებულ მოვალეობას ასრულებს, რადგან ყოველი მდიდრის ქონეაში ღარიბების წილიცაა.ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის (ზარიათი, 51/19)

ძვირფასო მორწმუნენო! 
ყურანში ენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უზრდის ან უზღუდავსსარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსობს. და იგია საუკეთესოსარჩოს მომმადლებელი! (სებე 34/39) ამ წმინდა აიათიდან ვგებულობთ, რომ ზექათის გაცემა ქონებას კი არ ამცირებს, პირიქით, ბარაქას სძენს და ამასთანავე ზექათის მეოხებით ქონება განიწმინდება.

ზაქათი სოციალური სიმშვიდის გარანტიაა. ეს უნიკალურიღვთისმსახურება აძლიერებს ჩვენს ერთობას, ძმობას დასოლიდარობას.. ის სუფთავებს მავნე ჩვევებს, როგორიცაასიძუნწე და ამქვეყნიური სიამისკენ მისწრაფება. ისასუფთავებს მორწმუნეს ცოდვებისგან და საბოლოო ჯამში ღვთის კმაყოფილებამდე მიიყვანს. ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ)გვასწავლის: როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ზაქათიასუფთავებს ცოდვებს.

ძვირფასო მორწმუნენო! 
დაე, ამ ძვირფასი რამადანის დღეებში, ჩვენი შემოსავლები ზექათის მადლით განიწმინდოს და ბარაქა მოგვეცეს. დაე, ჩვენი სახლები იყოს სავსე მშვიდობითა და სიხარულით. ვეცადოთ, რომ რაც შეიძ₾ება მეტი ობოლი და გაჭირვებული გავახაროთ. მოდი ვიპოვოთ ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერება ჩვენი გაჭირვებული ძმების ლოცვითა და მადლიერებით. არ დაგვავიწყდეს, რომოწყალების გაცემას თავისი ზნეობრივი ნორმები გააჩნია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ისე გავუწოდო დახმარების ხელი, რომ თავი დამცირებულად არ იგრძნონ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
მოდით, მივყვეთ ღვთიურ ბრძანებას და მოწყალების გაცემის გზით საფრთხე ავირიდოთ. გავცეთ მოწყალება და ყოველი ღარიბის ყოფა ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ. დავეხმაროთ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ სხვათა ტკივილი გავიზიაროთ და ვანუგეშოთ. როდესაც გულწრფელად გავცემთ, ამით სულს დავიმშვიდებთ და შვებას ვიგრძნობთ. მოწყალების გაცემას თავისი წესი და ზნეობრივი ჩარჩოები გააჩნია. გაცემისას ადამიანებს თავი დამცირებულად არ უნდა ვაგრძნობინოთ და გული არ ვატკინოთ. უზენაესს ვთხოვთ, მოგვმადლოს წყალობა, რათა მთელ დედამიწაზე სიკეთემ და სიყვარულმა დაისადგუროს.

 

Comment here