სათაურებიხუტბა

ზაფხულს
ყურანით
მივესალმოთ

ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია…“ (თაჰრიმი, 66/6)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „არცერთ მშობელს შვილისთვის კარგ აღზრდაზე უკეთესი არაფერი დაუტოვებია“. (იხ. თირმიზი, „ბირ“, 33)

ძვირფასო მორწმუნენო!
 ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალობა რომელიც ჩვენმა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგვმადლა, ჩვენი შვილებია. ჩვენი შვილები ჩვენი თვალის ჩინი და ჩვენი ოჯახის სიხარულია. მომავალი თაობა ჩვენი ერის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და მომავლის გარანტი. ყველა ჩვენთაგანის, განსაკუთრებით მშობლების, საერთო ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ასეთ ძვირფას საგანძურს ყოველგვარი ბოროტებისა და ნეგატივისგან. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მზრუნველობა და ძალისხმევა, რომ ჩვენი შვილები ფიზიკურად და სულიერ ჯანსაღი იყვნენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ არა მარტო სასკოლო განათლებაზე, არამედ სასულიერო განათლებაზეც, რათა ზნეკეთილი და სულიერად ჯანსაღი მომავალი თაობა აღვზარდოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და გარდაიქმნება. ჩვენს შვილებს, სამწუხაროდ, მავნე ჩვევების, ცრუმორწმუნე იდეოლოგიებისა და გარყვნილი პროპაგანდისგან საფრთხე ემუქრებათ, როგორც  რეალურ, ისე ვირტუალურ სამყაროში. ასეთ ვითარებაშ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ვიზრუნოთ მათ სწორ აღზრდაზე, რათა ისინი ერისა და კაცობრიობისათვის სასარგებლო და რრსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ჩვენი შვილების სულიერ აღზრდაზე, რათა მათ შეისწავლონ ისლამის რწმენის პრინციპები, მიიღონ ძირითადი რელიგიური ცოდნა და შეიძინონ საუკეთესო ზნეობა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა შვილებმა წელს კიდევ ერთი სასწავლო წელი დაასრულეს. უკვე ზაფხულის არდადეგები დაიწყო. მალე საზაფხულო ყურანის სწავლების კურსები დაიწყება. ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, შეისწავლონ ყურანი, რელიგიის საფუძვლები და შუამავლის ცხოვრება. მათ ასევე კარგი შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ ახალი მეგობრები და მიეჩვიონ ღვთისმსახურებას.

საზაფხულო არდადეგები არ უნდა გადაიქცეს ისეთ პერიოდად, როდესაც ბავშვები დროს მხოლოდ ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ტელეფონთან ატარებენ. ეს უნდა იყოს ხელსაყრელი დრო, როდესაც ბავშვები ყურანის ანბანსა და რელიგიის საფუძლებს შეისწავლიან.  ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პირობები შესაბამისი, რათა ჩვენმა შვილებმა ცოდნა შეიძინონ და სულიერების გზაზე ჯანსაღი საფუძველი შეიქმნან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი შვილები ამ სამყაროს სუფთა ბუნებით ევლინებიან. მათ არსში აქვთ სიმართლე, სულში კი- სიკეთე. ბავშვები მშობლების კვალს მიჰყვებიან, ამიტომ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი შთამომავლობის სუფთა და უმწიკვლო ბუნება. ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, გავიზარდოთ ისინი ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობების გათვალსიწინებით. ყურანში ვკითხულობთ:

რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!“ (ფურყანი, 25/74)

Comment here