ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლ
მორწმუნეებს ინშირაჰის სურა შვებად მოევლინა
შუამავლის ქადაგების პირველი წლებში პოლითეისტების მიერ მექაში მუსლიმების მიმართ ზეწოლა და სისასტიკე გაიზარდა და მორწმუნეებისთვის ცხოვრება აუტანელი გახდა. ასეთ რთულ დროს ყოვლისშემძლე ალლაჰმა გამოგზავნა სურა ინშირაჰი, რომელიც შეიცავს ბევრ სასიხარულო ამბავს და სიბრძნეს მორწმუნეთათვის. ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ვ.) სიხარული და შვება იგრძნო, როდესაც ეს სურა მოევლინა და სასიხარულო გზავნილი ხალხსაც აცნობა, რომ ღმერთი ყოველი განსაცდელის შემდეგ აუცილებლად სიმსუბუქესა და სიმშვიდეს მოგვანიჭებს.
ღმერთი ადამიანს მარტო არასოდეს დატოვებს.
„რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;
უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“
ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი განსაცდელი აუცილებლად დასრულდება და შვება მოგვეცემა, რადგან ღმერთი თავის გაჩენილთ მარტო არასოდეს მიატოვებს.
„სახეზეა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული“.
დღეს პალესტინაში. კერძოდ ღაზას სექტორში, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ხდება. სასტიკად ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს. უმოწყალოდ იბომბება სახლები, მეჩეთები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი. კაცობრიობის წინააღმდეგ დიდი დანაშაული ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ.
რცხვენოდეს ყველას, ვინც მუსლიმთა ასეთ ჩაგვრას გულგრილად ხვდება.
მაშინ, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი ერთდროულად კვდება, სამყარო, რომელმაც დაკარგა წყალობა და სინდისი, მხოლოდ უყურებს ამ გენოციდს და მის შეჩერებას არ ცდილობს. ჩაგრულთა რასა, ენა და რელიგია მხედველობაში არ მიიღება. ჩვენ მოვუწოდებთ მთელ კაცობრიობას, გვერდში დაუდგეს ჩაგრულს მჩაგვრელის წინააღმდეგ.
ვინც სისასტიკით მოქმედებს, საშინელი აღსასრული ელოდება.
სტამბოლის აღების შემდეგ აქ აია-სოფიაში შეკრებილი იყვნენ მღვდლები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და თავიანთ მოსალოდნელ განაჩენს ელოდნენ, მაგრამ იქ მისულმა ფათიჰ სულთან მეჰმედმა მათ მრწამსის, სიცოცხლისა და ყველა ფუნდამენტური უფლების უსაფრთხოება აღუთქვა. ამდენად, ისტორიისგან გაკვეთილი აიღეთ და გახსოვდეთ, რომ ვინც სასტიკად იქცევა, მისი აღსასრული საშინელი იქნება.
Comment here