სათაურებიხუტბა

ვაყფი (საქველმოქმედო ფონდი):
მოკრძალება გამჩენის მიმართ,
ხოლო მოწყალება – გაჩენილების

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) და პატივცემული საჰაბეები, როცა მედინაში გადასახლდნენ სულ მალე წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს სირთულე მხოლოდ რუმეს ჭას შეეძლო აღმოეფხვრა, თუმცა ის ერთ იუდეველს ეკუთვნოდა, რომელიც თითოეული წვეთი წყლის სანაცვლოდ ფულს ითხოვდა. რაზეც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) განაცხადა

„ვინც იყიდის ამ ჭას და მუსლიმების სასარგებლოდ გაიღებს, მას სამოთხეში უკეთესი მიემადლება.“ ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მოისმინა ოსმანმა (რ.ა.) ჭა შეიძინა და უსასყიდლოდ საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა. (თირმიზი, მენაქიბი, 18; ნესაი, ეჰბასი, 4)

ძვირფასო მორწმუნენო!
ვაყფი — ეს არის დახმარებისა და თანადგომის ორგანიზებული, ინსტიტუციონალიზებული ფორმაა. ვაყფი ნიშნავს, რომ خَيْرُ النَّاسِ اَنْفَعُهُمْ لِلنَّاسِ  „ხალხში ყველაზე უკეთესნი ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტად მოაქვს სარგებელი სხვებისთვის(ყუდაი, მუსნედუს-შიჰაბი, I, 365) — ამ შუამავლური დევიზით, რაც შუამავალის მოწოდებაა, ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებს ვუძღვნით მთელი ქმნილების სარგებლობას.

ეს არის ის, როცა ჩვენ იმას, რაც თვალს მოსწონს, გულს უყვარს და ხელით ვერ ვთმობთ, უანგაროდ გავიღებთ ალლაჰის გზაზე.

ვაყფი ნიშნავს, რომ ღვთისგან მოცემული ქონება, რომელსაც მხოლოდ დროებით ვფლობთ, გადავაქციოთ მარადიულ ქმედებად — იმიერი სამყაროს საგზლად.

ეს არის ღვთიური ბრძანების შესრულება: لَنْ تَنَالُوا الْبِرَّ حَتّٰى تُنْفِقُوا مِمَّا تُحِبُّونَ

ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ!“

(სურა ალი იმრანი, 3/92)

ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გავიღოთ მხოლოდ ზედმეტი, არამედ ყველაზე ძვირფასი უნდა შევწიროთ.

საქველმოქმედო ფონი არის ღიმილი ობოლისთვის, თავშესაფარი გაჭირვებულისთვის, იმედი ჩაგრულისთვის და ნუგეში ავადმყოფისთვის.

ძვირფასო მუსლიმებო!

 ისლამური ცივილიზაცია ამავე დროს ვაყფის, ანუ საქველმოქმედო ორგანიზაციის ცივილიზაციაც არის. მორწმუნე კი ის ადამიანია, ვინც ამ ცივილიზაციას სიცოცხლეს სძენს.

ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს:

ადამიანის საკუთრება ის ქონებაა, რომელიც სიცოცხლეში დახარჯა კეთილ საქმეში და ქველმოქმედების ორგანიზაციის საფუძველი ჩაუყარა. ის კი, რაც მემკვიდრეს დარჩა, ქონებაა, რომელიც სიკვდილამდე არ მოხმარდა სიკეთეს.“ (ბუხარი, რიყაყი, 12)

 ეს ჰადისი მუსლიმების დევიზად ქცეულა. ამიტომაც ააშენეს მეჩეთები, მედრესეები, ჰოსპიტლები, სასადილოები, ბიბლიოთეკები, ხიდები და ა.შ.

ჩვენმა საზოგადოებამ, კარგად უწყის ალლაჰის შესანიშნავ უწყებას:

უეჭველად, ალლაჰმა იყიდა მორწმუნეებისგან მათი სულნი და ქონება მათთვის სამოთხის სანაცვლოდ…“

(სურა თევბე, 9/111)

შესაბამისად, თავგანწირვით იცავს თავის რწმენას, სამშობლოსა და სიწმინდეებს. საჭიროების შემთხვევაში კი მთელ თავის არსებობას უანგაროდ გაიღებს ღვთის კმაყოფილების დამსახურებისთვის.

ძვირფასო მორწმუნეებო!

ყველა საქველმოქმედო ადგილი და ნაგებობა – ეს არის შემწირველთა მიერ შემორჩენილი ამანათები. ეს არის სივრცეები, რომლებიც ალლაჰს მიუძღვნეს და ხალხის სამსახურში დააყენეს.

ამ ქონების არამიზნობრივად გამოყენება — მძიმე ცოდვაა. მათი გაუქმება კი არა მხოლოდ შემწირველთა, არამედ ამ სიკეთით სარგებლობის მსურველთა უფლებების დარღვევაა.

ადრე ეს სიტყვები თითქმის ყველა ფონდის წესდებაში მეორდებოდა:

ვინც უსამართლოდ მოიხმარს საქველმოქმედო ფონდის შემოსავალს, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ენახოთ სიკეთე და ნეტარება. ალლაჰის, მისი შუამავალის, ანგელოზების და ყველა მუსლიმის წყევლა ეწიოს ყველა იმას, ვინც საქველმოქმედო ფონდის არამიზნობრივად განკარგავს.“

საქველმოქმედო ფონდის შექმნის ძირითადი დანიშნულება გამჩენისადმი მოკრძალება, ხოლო ქმნილებისადმი თანაგრძნობისა და მოწყალების გამოჩენაა.

ყოველთვის იყო და დღეს განსაკუთრებით, ზოგიერთი მსგავსი სტატუსის ორგანიზაციები, დახმარებისა და მსახურების მანტიის ქვეშ, სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებენ, რომელიც  — რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახურ სტრუქტურასა და ჩვენს ახალგაზრდობას — ზიანს აყენებს თავისი დამანგრეველი ქმედებებით.

განსაკუთრებით კი, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სახელით წამოწყებული ზოგიერთი აქტივობა, რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სივრცეებში, ახალგაზრდების ცნობიერების მოწამვლას იწვევს.

ნუთუ არ შეიგონებენ, როცა ისლამი გვასწავლის, რომ ღვთიური ბრძანებებისა და აკრძალვების საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია — მიუხედავად სახელისა და მოტივაციისა

არ შეიძლება ჩატარდეს აქტივობები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას, ისტორიას და ღირებულებებს, ან ზიანს აყენებს ჩვენს მშვიდობას, ერთობასა და თანხმობას.

არ შეიძლება აქტივობები, რომლებიც ანგრევს ოჯახს, ამახინჯებს ბუნებას, უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, საკუთრებასა და ღირსებას. არ შეიძლება ბოროტების, უღირსობისა და მცდარი იდეოლოგიების გავრცელება ახალგაზრდებში. ცხოველთა უფლებების საფარით არ შეიძლება ადამიანის ღირსების შელახვა.

პატივცემულო მუსლიმებო!
ვაყფები — ეს არის ისლამური ცივილიზაციის მარადიული ბეჭდები. ისინი სიკეთის გასაღებია და ბოროტების საკეტია.

ჩვენი ვალია:

وَمَا تُقَدِّمُوا لِاَنْفُسِكُمْ مِنْ خَيْرٍ تَجِدُوهُ عِنْدَ اللّٰهِ

„და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან.“
(სურა მუზზემმილი, 73/20)

მეტი გულმოდგინებით ჩავერთოთ საქველმოქმედო ფონდების დაფუძნებაში, დაცვასა და მომავალ თაობაზე გადაცემაში.

არ დავივიწყოთ, რომ მარადიულ ცხოვრებაში საზღაურად მივიღებთ არა იმას, რაც დავაგროვეთ და შევინახეთ, არამედ იმას, რაც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის სიკეთეში დავხარჯეთ.

ხუტბას შემდეგი ჰადისით დავასრულებ:

„ადამიანი მუდამ გაიძახის: „ჩემი ქონება, ჩემი ქონება!“ – ო, ადამისშვილო! შენი ქონება ის არის, რაც შეჭამე და მოიხმარე, რაც ჩაიცვი და გაცვითე, ან რაც ქველმოქმედებაში დახარჯე და საიქიოში წაიმძღვარე. სხვა კი შენს ქონებად აღარ ითვლება!“ (მუსლიმი, ზუჰდი, 3)

Comment here