ისრაელის გენოციდი ღაზაში უსაფრთხო ზონაზე განხორციელებული თავდასხმებით, სადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეფარა, ის ბევრად უფრო სისხლიან ეტაპზე გადადის.
წინა დღეს სულ მცირე 45 უდანაშაულო პალესტინელი მოწამეობრივად დაიღუპა კარვებზე თავდასხმისას, სადაც ე.წ. უსაფრთხო ზონა მდებარეობს და სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადარჩენისთვის იყვნენ შეფარებულნი.
ვეღარ ვუძლებ იმ კადრების ყურებას. გული ვერ იტანს.
მამა თავის სასოწარკვეთლებას მსოფლიო საზოგადოების სინდისს აჩვენებს, თუ ის ჯერ კიდევ არსებობს, როდესაც მისი სულ რამოდენიმე თვის ბავშვი თავმოგლეჯილი იპოვა.
ყურანში, თეკვირის სურას მე-9 აიათში უზენაესი გამჩენი მიწაში ცოცხლად დამარხული ბავშვების გამო კითხვას სვამს…
რა ცოდვის გამო მოკლეს?
რისთვის მოკლეს?! რას ერჩოდით ამ უდანაშაულო ბავშვს?!
ამ 15 ათასი უდანაშაულო ბავშვისგან რა გინდოდათ?!
თქვენში ადამიანობის რამე დარჩა?!
სინდისი საერთოდ არ გაგაჩნიათ?!
შებრალების ნატანალი შეგრჩათ?!
ნუთუ არანაირი ღირებულებები, არანაირი საზღვრები, არაფერი გაკავებთ?!
ასეთი დაუძინებელი მტერი ხართ, კაცობრიობის?!
ვფიცავ, დედამიწაზე ვერც ერთი რელიგია ამ სისასტიკის ლეგიტიმაციას მოახდენს.
ვერცერთი იდეოლოგია, ვერცერთი რწმენა, რაც არ უნდა გაუკუღმართებული იყოს ის, ვერ შეძლებს გაამართლოს უდანაშაულო ბავშვის თავის მოგლეჯა ან უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის კარვებში ცოცხლად დაწვა.
მთელი მსოფლიო ამ ავადმყოფის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის ნეთანიაჰუს ბარბაროსობას პირდაპირ ეთერში უყურებს.
მოვმართავ ამერიკის სახელმწიფოს, ეს სისხლი თქვენს ხელებზეცაა.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ გენოციდზე, ისევე როგორც ისრაელი!
მივმართავ ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, თქვენ ასევე მონაწილეობას იღებთ ისრაელის მიერ წარმოებულ გენოციდში, ბარბაროსობაში და ვამპირიზმში, რადგან ჩუმად ხარ!
ისინი თავს დაესხნენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და მეჩეთებს, თქვენ გაჩუმდით.
მათ დაარტყეს ჰუმანიტარული დახმარების კოლონას და თქვენ გაჩუმდით.
დახვრიტეს ჟურნალისტები და სამედიცინო დახმარების მუშაკები, თქვენ ისევ გაჩუმდით.
საავადმყოფოს ბაღებში მასობრივი საფლავები იპოვეს, თქვენ რეაქცია არ გქონდათ.
თქვენ ჰამასი მოიმიზეზეთ და ღიად დაუჭირეთ მხარი ისრაელს.
ჩემო ძმებო, მხოლოდ ადამიანობა არ კვდება ღაზაში, მხოლოდ უდანაშაულო ჩვილები არ იხოცებიან ღაზაში, მხოლოდ გენოციდი და ხოცვა-ჟლეტა არ ხდება ღაზაში, სანამ იქ ეს ყველაფერი ხდება, ევროპაში დემოკრატია კვდება.
ადამიანის უფლებები კვდება.
გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ქალთა უფლებები და ბავშვთა უფლებები კვდება.
მომიტევეთ, მაგრამ ამიერიდან არც ერთი ევროპელი არ უნდა გამოვიდეს და თავმომწონედ არ უნდა გველაპარაკოს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და პრესის თავისუფლებაზე.
ისრაელი ღაზაში კაცობრიობას კლავს.
ევროპაში ის საკუთარ ღირებულებებს კლავს.
მან ფეხქვეშ გათელა ყველა ის ღირებულება, რაც მას ქმნიდა.
წლების განმავლობაში ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, თუნდაც გაეროს სამიტზებზე ხმამაღლა ვამბობდით, რომ მსოფლიო 5-ზე დიდია.
მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რა სარგებლობა გექნებათ, თუ ვერ შეაჩერებთ გენოციდს, რომელსაც მთელი კაცობრიობა 21-ე საუკუნეში პირდაპირ ეთერში უყურებს?
თუ მსოფლიოს მომავალი 5 ქვეყნის ახირებაზეა დარჩენილი, რაღა აზრი აქვს?!
ეს უზარმაზარი შენობები…
ამდენი ხარჯები…
ამდენი ადამიანის დასაქმება, რა საჭიროა?!
გენოციდის შეჩერებას თავი დავანებოთ,
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საკუთარ პერსონალს და დამხმარე მუშაკებსაც კი ვერ იცავს.
არა მხოლოდ კაცობრიობა, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც თავის იდეასთან ერთად ღაზაში დაიღუპა.
აქედან რამდენიმე სიტყვით ისლამურ სამყაროსაც უნდა მივმართო.
რას ელოდებით ერთობლივი გადაწყვეტილების მისაღებად?
კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რეაგირების საჭიროება დაინახოთ?!
ღაზას ქუჩებში დაღუპული უდანაშაულო ადამიანების სხეულებს ძაღლები ჭამენ.
ისრაელი ტერორისტები მუსლიმების სახლებში შედიან და მათი საძინებლიდან ფოტოებს აზიარებენ.
მუსლიმ ბავშვებს საავადმყოფოებში კლავენ.
ხალხს კარვებში წვავენ.
როდის დაინახავთ ამ ყველაფერს?
როდის მოახდენთ რეაგირებას?!
როდის შეიკრიბებით და მტკიცე პოზიციას დაიკავებთ?
როდის განახორციელებს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია ეფექტურ შემაკავებელ პოლიტიკას ამ სისასტიკეების წინააღმდეგ?
ისლამური სამყარო თავისი პალესტინელი ძმების უფლებებს, კანონებს, სიცოცხლეს და ღირსებას როდის დაიცავს?!
ვფიცავ, ამის გამო ღმერთი ყველა ჩვენგანს პასუხს აგებინებს!
როდესაც რამდენიმე ტერორისტი ისლამური სამყაროს გულში მუსლიმთა გენოციდს სჩადის, ამაზე თვალის დახუჭვისთვის, ამის იგნორირებისთვის, ამ დუმილისთვის
ღმერთი აუცილებლად პასუხს გვაგებინებს!
ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ყველამ კარგად უნდა იცოდეს და გაიგოს.
თუ ისრაელი საერთაშორისო სამართლის კონტროლის ქვეშ არ მოექცევა,
არავინ, არცერთი ქვეყანა, არც ერთი სახელმწიფო დაცული არ იქნება.
ამას ღიად ვაცხადებ.
ეს თურქეთსაც ეხება.
როგორ ფიქრობთ, ეს ბარბაროსობა მხოლოდ ღაზათი შემოიფარგლება?
ისინი სისხლისმსმელები არიან და სისხლით არასოდეს გაძღებიან.
სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ,
ისინი არასოდეს, არასდროს გაჩერდებიან
ისრაელი, რომელიც არ ცნობს კანონსა და წესრიგს, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას. ის საფრთხეში აგდებს არა მხოლოდ პალესტინას, არა მხოლოდ ღაზას, არამედ მთელი კაცობრიობას.
ჰიტლერი, რომლის კვალს დღეს ნეთანიაჰუ მიჰყვება, თუმცა გვიან, მაგრამ მაინც ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ალიანსმა შეაჩერა.
ეს გენოციდი, ეს სისასტიკე, ეს ბარბაროსობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, კაცობრიობის ერთიანობით, სანამ გვიანი არ არის და სანამ ნეთანიაჰუ და მისი მკვლელების დაჯგუფება მთლიანად გამოვა კონტროლიდან, ეს სისასტიკე უნდა შეწყდეს.
Comment here