სათაურებიხუტბა

მისი მემკვიდრეობა,
უბადლო ერთგულება და თავდადებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი კვირა დღის ორშაბათთან დამაკავშირებელი ღამე შუამავლის დაბადების ღამეა. ამ ღამეს დაიბადა ისლამის შუამავალი, რომელმაც გვასწავლა ისლამი, გაავრცელა ჭეშმარიტი სარწმუნოება, გვაჩვენა გზა სწორად ცხოვრებისა და საუკეთესო სამაგალითოებით ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებას გვაზიარა. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ღვთის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა დავესწროთ ამ ძვირფას ღამეს და ასევე ვესალმებით და ვლოცავთ ძვირფას შუამავალს, მის ოჯახსა და მეგობრებს.

ძვირფასო მორწმუნენო!

ხუტბას დასაწყისში წაგიკითხეთ აიათი, რომელშიც უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად!

და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!“ (აჰზაბი 33/45-46)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი გვამცნობს: „მე მუჰამმედი ვარ. აჰმედი ვარ. შუამავლების გზაზე მავალი და ადამიანთა შემკრები. მე მონანიების შუამავალი ვარ. მე წყალობის შუამავალი ვარ“. (იხ. მუსლიმ, „ფედაილ“ 126)

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენი ცხოვრების უალტერნატივო გზამკვლევი ყურანი და სუნა შუამავალმა შეგვასწავლა. მან გვასწავლა სიყვარული, მეგობრობა, თავდადება, სიკეთე და სათნოება. მან გაგვაცნო სამართლიანობა და საუკეთესო ზნეობა. მან გვაჩვენა ის გზა და საქმენი, რომლებიც სამოთხეში მიგვიყვანს. ჩვენი გულები და რწმენა მან გააერთიანა. ჩვენმა ცხოვრებამ მისმიერ ნასწავლები მოძღვრების კვალდაკვალ შინაარსი შეიძინა და ამით ცხოვრებას აზრი მიეცა.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს, როდესაც ჩვენი ადამიანური და სულიერი ღირებულებები ფეხქვეშ ითელება და გარშემო წარმოუდგენელი შუწყნარებლობა მძვინვარებს, ერთადერთი ხსნა და საშველი შუამავლის მოძღვრების მიმართ გულისხმიერების გამოჩენა, მასზე მინდობა და მისი გზით ცხოვრებაა. ამ ყველაფერს კი, უპირველეს ყოვლისა, შუამავლის უკეთ გაცნობა და მისი ცხოვრების უკეთ შესწავლა სჭირდება. შუამავლის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა, ყურანია. მან ასევე დაგვიტოვა სუნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გზას გვინათებს. მივყვეთ ამ ორ განძს და საუკეთესო ზნეობას ვეზიაროთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ცხოვრება იმ „ბედნიერების ხანაში“ ცხოვრებას დაემსგავსება. ამქვეყნიური ცხოვრება სიმშვიდით აღივსება, საიქიოში კი სამოთხეში გვიმასპინძლებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყოველთვის, წელსაც მომავალი კვირა შუამავლის დაბადების კვირეულია და ჩვენ, მუსლიმები ამ დღესასწაულს წელსაც აღვნიშნავთ. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუამავლისა და თავდადებული საზოგადოების საკითხს. თავდადება ადამიანს ღირსებას ჰმატებს, ხოლო საზოგადოებას სიმშვიდესა და ბედნიერებას მოუტანს.

როგორც ყველა სხვა საკითხში, თავდადების საკითხშიც შუამავალი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. მან თავისი ცხოვრებით კაცობრიობას თავდადების უბადლო მაგალითი აჩვენა. ამ კვირეულის ფარგლებში გავიხსენებთ შუამავლის ცხოვრებიდან მაგალითებს, სადაც მისი თავდადება ჩანს. ის ყველას მიმართ ყურადღებიანი და მიმტევებელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ პირობას, რომელიც ოდითგანვე გამჩენის წინაშე გვაქვს დადებული და ამ პირობას, როგორც წესი, განვაახლებთ ხოლმე.

ამრიგად, გილოცავთ შუამავლის დაბადების ღამეს და უზენაეს გამჩენს ვევედრებით, ჩვენი ერის, სრულიად ისლამური სამყაროსი და მთელი კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.   

Comment here