სათაურებიხუტბა

დავიცვათ ხუთი ძირითადი უფლება


ვირფასო მორწმუნენო!

წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს, რამეთუ იგი ცხადი მტერია თქვენი! (ბაყარა 2/208)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:მუსლიმი არის ის, ვინც სხვა მუსლიმების ხელისა და ენებისგან დაცულია. მორწმუნე არის ის, ვისგანაც ადამიანები თავიანთი სიცოცხლისა და ქონების შესახებ თავს დაცულად გრძნობენ“. (იხ.  თირმიზი, „იმან“, 12)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი სარწმუნოების ისლამის მოვლინების ერთ-ერთი მიზანი სათნო და სანდო საზოგადოების ჩამოყალიბებაა, სადაც სიმართლე, მშვიდობა, სიმშვიდე, სამართლიანობა, სიკეთე, შემწყნარებლობა და სიყვარულია გამეფებული. სწორედ ისლამმა გვასწავლა ასეთი საზოგადოების შექმნის გზა. გზის მიხედვით, აუცილებელია დავიცვათ, ქმნილებათა შორის ყველაზე ღირებული, ადამიანის სიცოცხლე, რელიგია, ქონება, გონება და შთამომავლობა. ამ ხუთი ძირითადი უფლების დაცვა სავალდებულოა და რაიმე მიზეზით მათი ხელყოფა ჰარამია.

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენის მიერ მოვლინებული ყველა შუამავლისსაერთო მიზანი; სიცოცხლის, რელიგიის, ქონების, გონებისა და შთამომავლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა იყო. ღვთიური გზავნილის მაცნეები ამ ღირებულებებზე დამყარებული ცივილიზაციის აშენებისთვის იღწვოდნენ. ასეთ საზოგადოებაში ადამიანის გული რწმენით ივსება, გონებაცოდნით აღიჭურვება, სიცოცხლე დაცულია, ქონების უსამართლოდ ხელყოფა არ ხდება და თაობები არ იხრწნებიან. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის ზრუნავდა ჩვენი შუამავალი და მისი ცხოვრებაც ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ის ყოველთვის გვახსენებდა ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა სიყვარული და პატივისცემა, სამართლიანობა და მიტევება, სიკეთე და სიყვარული, შემწყნარებლობა და თავმდაბლობა. ის გვირჩევდა ყველა ისეთი ქცევისაგან განდგომას, რომელიც სზოგადოებრივ ერთიანობასა და სიყვარულს საფრთხეს უქმნიდა. ჰადისის მიხედვით ის ასე გვმოძღვრავს: „მორწმუნე ფუტკარს გავს. ის ფუტკარივით სუფთა, კარგ და ჰალალ საკვებს მიირთმევს. ის სულ კარგ რამეებს აკეთებს. ის არაფერს აფუჭებს და ანდგურებს“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 199)

ძვირფასო მორწმუნენო!

თუ ჩვენ ადამიანთა ამ ხუთ ძირითად უფლებას განუხრელად დავიცავთ, ღვთის კმაყოფილების მოპოვებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ამ გზით დედამიწაზე მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს. თუ ამ უფლებებს დავარღვევთ, მსოფლიოში კონფლიქტები, ძალადობა და სისასტიკე გავრცელდება. შედეგად ყველა უბედური იქნება და თავს დაცულად ვეღარავინ იგრძნობს. მოვიმინოთ ყურანისეული გაფრთხილება:

მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, უეჭველად, ალაჰის სასჯელი მკაცრია!“ (ენფალი, 8/25)

მაშ, ვიზრუნოთ და ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, მეზობლები ერთმანეთს ენდობიან და ყველა ერთმანეთს ენდობა.  ერთმანეთს სიყვარულით, თანაგრძნობით და მოწყალებით მოვეპყროთ. ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს და ერთმანეთის უფლებების მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. 

ძვირფასო მორწმუნენო!

მომავალ კვირას მუჰარრემის თვის პირველი დღეა. ჰიჯრით 1446 წელი იწყება. შუამავლის სწავლების მიხედვით, რამადანის შემდეგ, ყველაზე მადლიანი მარხვა მუჰარრემის თვეშია.

გილოცავთ ჰიჯრით ახალ წელს და დიად ღმერთს ვთხოვთ, ეს წელი ჩვენი ძმობის განმტკიცებისა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების წელი ყოფილიყოს.

Comment here