სათაურებიხუტბა

დავიცვათ ის ღირებულებები,
რომლებიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ძვირფასი სარწმუნოების ერთ-ერთი მიზანი, ყურანისა და სუნას მოძღვრების ფარგლებში, ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებაა. ამ იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ის მორალური ღირებულებები, რომლებიც ამ იდენტობას განსაზღვრავს. ეს ღირებულებები ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის მთავარი შემადგენელია. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის და გვავალდებულებს დავიცვათ ყველა ის მორალური ღირებულება, რომლებიც საკუთარ იდენტობას გვაპოვნინებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლიმის იდენტობის ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი გამოხატულება რწმენაა, რადგან ის ჩვენი გაჩენის არსს წარმოადგენს და ამავდროულად იმ პასუხისმგებლობას გვაგრძნობინებს, რომელიც გვაკისრია. ღვთისმსახურება, რომელიც ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით სრულდება, ჩვენი იდენტობის ნიშანია. ზნეობა, რომელიც სწორად ცხოვრებასა და როგორც სააქაო, ისე საიქიო ბედნიერებას მოგვიტანს, ჩვენი იდენტობის შემადგენელია. მუსლიმები ჩაცმით, მანერებით, საჭმელთან დამოკიდბეულებით, საზოგადოებრივი ურთიერთობებით, მოკლედ ყველა მიმართულებით საკუთარ იდენტობას გამოვხატავთ. ისლამურმა სამყარომ საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია გაიარა და ამ პროცესში მრავალგვარი პროგრესის ხელშეწყობა შეძლო. ისლამმა ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართულებით. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც მუსლიმებმა უცხო კულტურის გავლენის ქვეშ მოქცევა დაიწყეს, ამას ლოგიკურად თავიანთი იდენტობის დაკარგვა მოჰყვა.

ძვირფასო მორწმუენო!
მუსლიმის მიერ საკუთარი იდენტობის დაცვა, ასევე გულისხმობს ყველა იმ სიმბოლოსა და ღირებულების დაცვას, რომლებიც ისლამს განასახიარებს. ქააბა ჩვენი ლოცვის მიმართულება და ერთი ღმერთის რწმენის სიმბოლოა. ჰაჯი მორწმუნეთა ღვთისმოსაობის განახლებას გამოხატავს. ღვთისადმი მინდობის სიმბოლო მსხვერპლშეწირვაა. მუსლიმთა ერთობას ჩვენი სალოცავები გამოხატავს. ეზანი და ლოცვა ღვთისმსახურებისა და თაყვანისცემის სიმბოლოა. უზენასი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

აი ასე! და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა“. (ჰაჯ, 22/32)

ძვირფასო მორწმუნენო!
ეპოქა, რომლშიც ამჟამად ვცხოვრობთ, გაუცხოებისა და მორალისგან განდგომის ტენდენციითა დამახასიათებელი. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ყველა ის ღირებულება, რომლებიც ისლამის ნიშანს წარმოადგენს. თითოეული ჩვენგანი არამარტო რწმენის გავრცელებით, არამედ ამ რწმენის წარმომადგენლობით ვართ დავალებული. დიახ, თუ ჩვენ გვინდა ამ დიად მოვალეობას თავი გავართვათ, ჯერ თავად უნდა ვიყოთ ისლამის ღირსეული წარმომადგენლები. ისლამის მიერ დაწესებული საზღვრები საკუთარ ცხოვრებას უნდა დავუწესოთ. ჩვენი სიტყვა და საქმე ერთი უნდა იყოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
გამომდინარე აქედან, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც სამაგალითოება ხვდა წილად. ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავიაზროთ. ჩვენ კარგად უნდა ჩავწვდეთ ისლამის მიერ მოტანილ ჭეშმარიტ ღრებულებებს და შემდეგ ისინი ჩვენი ცხოვრების მთავარ განმსაზღვრელად ვაქციოთ. ჩვენ როგორც გვწამს, ისე უნდა ვიცხოვროთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და საქმე სიმართლესა და ღირსებას უნდა ემსახურებოდეს. რწმენასა და ღვთისმსახურებაში, ცოდნასა და ზომიერებაში, ერთგულებასა და საუკეთესო ზნეობაში შუამავალს უნდა ვბაძავდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ჩვენი სარკეა. ჩვენ მუსლიმები ვართ და ყოველი ჩვენი ქმედება ისლამის სახელით კეთდება. მრავალი ადამიანი მუსლიმებს აკვირდება და ისლმზე წარმოდგენას ასე იქმნის. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და ყოველი სიტყვისა და ქცევის წინ შესაბამისი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. თუ ეს პასუხისმგებლობა არ გვექნება, ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით დავაზიანებთ როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენს სარწმუნოებასაც.

ხუტბას დასასრულს კი შემდეგ აიათს მოვუსმინოთ:

„თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან; (მაიდე, 5/55)

Comment here