სათაურებიხუტბა

გზავნილები სურა
თებბედან

ძვირფასო მორწმუნენო!   

წმინდა წიგნში, ყურანში, ერთ-ერთი სურა არის თებბეს სურა. მოდით, ამ ქადაგებაში იმ გზავნილებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ეს სურა გადმოგვცემს.

ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

დაე, გაუხმეს ებუ ლხელები; და გაუხმა კიდეც!

მას ვერც სიმდიდრე და ვერც მონაპოვარმა უშველა…

დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში!

და ცოლი მისი შეშის მზიდავიც…

კისერზე საბელჩამოკიდებული!“ (თებბე, 111/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!
ებუ ლეჰები ჩვენი შუამავლის (ს.ა.ვ.) ბიძა იყო. თუმცა ის შუამავალს სასტიკად დაუპირისპირდა და ცდილობდა უკიდურესად შეევიწროვებინა. ის  ისლამისა და მუსლიმების ერთ-ერთი უდიდესი მტერი იყო. სურა თებბეში ებუ ლეჰები და მისი თანამზრახველები არიან ნახსენები და ასევე მოცემულია მათი მომავალიც.

ამ სურადან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც ალლაჰისა და მისი შუამავლისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ შეუპოვარ ბრძოლას ეწევიან, მტკივნეული სასჯელი ელოდებათ. ისინი, ვინც თავიანთ ქონებას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას და სხვა საშუალებებს  დედამიწაზე ბოროტებისა და უზნეობის გავრცელებისათვის გამოიყენებენ, ალლაჰის რისხვას დაიმსახურებენ. ძალიან სავალალო აღსასრული ელოდებათ მათ, ვინც ჭეშმარიტებას წინ აღდგება და უსამართლობის გავრცელებას შეეცდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
თებბეს სურაში ნათქვამია,რომ ებუ ლეჰები და მის მსგავსად ბოროტების მხარდამჭერები საშინელი აღსასრულისთვის უნდა მოემზადონ. ბოროტების მხარდაჭერა იგივე ბოროტებაა. ბოროტების გავრცელებაში ხელის შეწყობა იგივე ბოროტებაა. შუამავალი გვაფრთხილებს: „ვინც ძალადობას ხელს შეუწყობს, უეჭველად უზენაესი გამჩენის რისხვას დაექვემდებარება“. (იხ. ებუ დავუდი, „ქადა“, 14)

ამიტომ, სადაც ძალადობა და ჩაგვრაა, უნდა აღვუდგეთ ხელით, ენით და გულით. სამყაროში, სადაც არსებობს ძალადობა და  ჩაგვრა, დაცული ვერავინ იქნება. მოდით, შუამავლის კიდევ ერთი გაფრთხილება მოვისმინოთ: „თუ ადამიანები მოძალადის მიერ გაკეთებულ ბოროტებას დაინახავენ და წინ არ აღუდგებიან, ისინი ღვთის რისხვას ვერ გადაურჩებიან“. (იხ. თირმიზი, „თეფსირულ ყურან“, 5)

ძვირფასო მორწმუნენო!
რა სამწუხაროა, რომ დღესაც თანამედროვე ებუ ლეჰებები ისევ  აგრძელებენ ძალადობისა და ბოროტების გავრცელებას. ებუ ჯეჰილები მოგზაურობენ  სხვა და სხვაკონტინენტებზე. მკვლელები და ოკუპანტები ისლამურ მიწებზე შედიან და გაუგონარ სისასტიკეს სჩადიან. ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება ღაზაში. იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ქალები, მოხუცები და ავადმყოფები. ვერაგი მკვლელები სჩადიან ისეთ გენოციდს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია. მათი მხარდამჭერები კი, რომლბიც ამ გაუგონარ სისასტიკეს ამართლებენ, არანაკლები ბოროტების ჩამდენნი არიან.

ულმობელო ადამიანებო. შეჩერდით. გონს მოდით. გადახედეთ ისტორიას და მისგან მაგალით აიღეთ. გაიხსენეთ, რა მოუვიდათ ყველა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალაუფლებით გადიდგულებული სისასტიკეს სჩადიოდნენ. ძალა და შესაძლებლობები, რაც დღეს გაქვთ, ვეღარ გადაგარჩენთ. ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის ხელს ისლამს, რომ დამკვიდრდეს ადამიანთა გულებში და გავრცელდეს მთელ მსოფლიოში.

ყურანში ვკითხულობთ:
მათ სურთ თავიანთი ბაგეებით აქრობა  ალაჰის ნათელისა, მაგრამ ალაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს. (საფი, 61/8)

ძვირფასო მორწმუნენო!
არცერთი სისასტიკე და უსამართლობა მარადიული არ არის. რაც არ უნდა ძლიერები გვეგონოს მჩაგვრელები, ისინი აუცილებლად იმედგაცრუებულნი დარჩებიან. სიმართლე გაიმარჯვებს და სიცრუე კი მოისპობა. ჩვენი მოვალეობაა არასოდეს დავეთანხმოთ უსამართლობას და ბოროტების წინაშე ქედი არ მოვიხაროთ. ჩვენ უნდა გავითავისოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ქვეყნიერებაზე სიმართლის, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ვიბრძოლოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მიზეზი, რის გამოც მჩაგვრელები დღესაც აგრძელებენ ამ გაუგონარი ძალადობის განხორციელებას,  მუსლიმების ერთსულოვნების მოშლაა. ამ სისასტიკის დასრულება მუსლიმთა ერთიანობასა და ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული.

უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
(ო, შუამავალო!) უთხარი იმათ, რომელთაც არ იწამეს, დამარცხებული იქნებით, ხელმეორედ აღმოცენდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში. და ის (ჯოჯოხეთი) რა საზარელი სავანეა!“ (ალი იმრანი, 3/12)

Comment here