სათაურებიხუტბა

გარემოს მიმართ ყურადღება მორწმუნის
ვალდებულებაა

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა სამყარო უნაკლო გააჩინა. ღმერთმა ამ უკიდეგანო სამყაროში დედამიწა ადამიანებისთვის გააჩინა, რათა იცხოვრონ და ყველა სიკეთით ისარგებლონ. ღმერთმა ადამიანი სამოთხიდან დედამიწაზე მოავლინა და მის „მმართველად“ დაადგინა. ამასთანავე, ღმერთმა ადამიანს უბრძანა, რომ დედამიწას, მის გარემოს გაფრთხილებოდა, დაეცვა და სიყვარული დაეთესა. ღმერთი ადამიანს ყველა მიმართლებით ზომიერებისკენ მოუწოდებს და ეს ეხება ბუნებრივი რესურსების გამოყენებასაც. მათ მიმართ დაუდევრობა, ფლანგვა, განადგურება დაუშვებელია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის მიერ გაჩენილი სამყაროს საუკეთესოდ წაკითხვასა და გარემოსადმი დამოკიდებულების გააზრებაში საუკეთესო მასწავლებელი ძვირფასი შუამავალია. მისი ხედვები წარმოდგენილია სუნაში, რომელიც სიბრძნითა და სასარგებლო მოძღვრებითაა სავსე. შუამავალმა მექა და მედინა „ნაკრძალად“ გამოაცხდა, რაც ერთის მხრივ გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. შუამავალი გვასწავლის, რომ მდინარის პირასაც რომ ვიყოთ, მცირე განბანვის დროს ზედმეტი წყალი არ უნდა მოვიხმაროთ. მან ასევე ბრძანა: „წარღვნაც რომ იყოს და ხელში ნერგი გეჭიროს, მაინც დარგე!“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 184). ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბუნება და რამდენად მნიშვნელოვანია მასზე გაფრთხილება. შუამავალი ასევე მოგვიწოდებს, რომ პირუტყვებს ლმობიერად მოვექცეთ და არ ვაწვალოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ ბუნებასთან დამოკიდებულება მკვეთრად გააუარესა და ყველა ის წესი დაარღვია, რაც ბუნების დაცვას სჭირდება. ადამიანმა ბუნების წესრიგი შეარყია და ბუნებრივი რესურსები არაგეგმაზომიერად გამოიყენა. ადამიანი ზღვარს გადავიდა და გარემოს დიდი ზიანი მიაყენა. შედეგად მიიღო გარემოს კატასტროფულიო დაბინძურება და გლობალური დათბობა. სუფთა ჰაერისა და წყლის რაოდენობა იკლებს, რადგან გარემოს დაბინძურება ისევ გრძელდება და ტყეების რაოდენობა იკლებს. ადამიანის მკვებავი მიწა სიმწვანეს კარგავს და მის ადგილს უდაბნოები იკავებს. დარვეულია ზღვებისა და ოკეანეების ბუნებრივი ბალანსი, რის შედეგადაც გახშრდა ბუნებრივი კატაკლიზმები. გადაშენდა მრავალი სახეობის ცხოველი და მცენარე. ეს ყველაფერი კი ისევ გრძელდება.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა სამყარო უზადო წონოსწორობის მდგომარეობაში გააჩინა და ამ წონასწორობის დაცვა ადამიანს დაავალა. ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!(რუმ, 30/41)

დიახ, ადამიანთა ნამოქმედარის გამო ხმელეთსა და ზღვაში წონასწორობა დაირღვა და შედეგად უკეთურება გავრცელდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და შეცდომების გამოსწორებას შევეცადოთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და ღვთით დადგენილი წესრიგი შევინარჩუნოთ. ხელი უნდა ავიღოთ ზღვარსგადასულობისა და დაუდევრობისაგან. უნდა ვძლიოთ სიხარბეს, უპასუხისმგებლობას და დედა-ბუნებას ყველა ერთად მოვუფრთხილდეთ. ერთ ლუკმა პური, ერთი წვეთი წყალიც კი უმიზნოდ არ გავხარჯოთ. თუ გვინდა სწორად ვიცხოვროთ, გარემოს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაფერთან ერთად ამის ვალდებულება მომავალი თაობების მიმართაც გაგვაჩნია. ჩვენ მოვედით დედამიწაზე, სადაც ვსაზრდოობთ და ვალდებეული ვართ მომავალ თაობებს საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში დავუტოვოთ.

Comment here