ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ენსარი საჰაბე შუამავალთან მივიდა და უთხრა: „ღვთის შუამავალო! ყველაზე მადლიანი მორწმუნე ვინ არის?“ შუამავალმა ბრძანა: „ვისაც საუკეთესო ზნეობა გააჩნია.“ კარგიო, თქვა კაცმა. „ყველაზე გონიერი მორწმუნე ვინაა?“ პასუხად შუამავალმა ბრძანა: „მორწმუნეთა შორის ყველაზე გონიერი ისაა, ვინც ყველაზე ხშირად იხსენებს სიკვდილს და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისთვის კარგადაა მომზადებული“. (იბნ მაჯე, „ზუჰდ“ 31)
ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანს ორი სიცოცხლე მისცა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური. ამათგან პირველი ამქვეყნიური ცხოვრებაა, რომელიც ადამიასთვის გამოცდას წარმოადგენს. ამქვეყნიური ცხოვრება სიკვდილით სრულდება და საიქიო ცხოვრება იწყება. სიკვდილი დასასრულს არ ნიშნავს. ის მუდმივი ცხოვრებისკენ გამავალი კარია. სიკვდილი ის კარია, საიდანაც უკან აღარავინ ბრუნდება. სიკვდილის შემდგომ ადამიანის სურვილი, რომ უკან დედამიწაზე დაბრუნდეს და მუდმივად სიკეთე აკეთოს, შეუძლებელია. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:
„და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან,
ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე[1], რომელიც მივატოვე[2]!“ მაგრამ არა[3]! უეჭველად, ეს[4] მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს[5]. და მათ უკან[6] ზღუდეა[7] აღდგომის დღემდე!“ (მუმინუნ, 23/99-100)
ძვირფასო მორწმუნენო!
წარღვნა, ეს გარდაუვალი მოვლენაა. ის აუცილებლად განხორციელდება, ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდება და საიქიო ცხოვრება დაიწყება. ღვთის ნებით ყველა ადამიანი მკვდრეთით აღსდგება, მაჰშერად წოდებულ ადგილას შეიკრიბება და განიკითხება. ამ დღეს განკითხვის დღე ეწოდება.
იმ დღეს ადამიანის ყველა ნამოქმედარი გამოაშკარავდება, ყოველი მისი ქმედება განიკითხება და ყველაფერი შეფასდება. იმ დღეს ყველა ადამიანს ასე მიმართავენ:
„წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!“ (ისრა, 17/14)
იმ დღეს ადამიანის ენა დადუმდება და ორგანოები ილაპარაკებენ. ამის შესახებ ყურანში ნაბრძანებია შემდეგი:
„დღეს ჩვენ დავასვამთ ბეჭედს მათ ბაგეებზე და დაგველაპარაკება მათი ხელები და დაამოწმებს მათი ფეხები, რასაც იხვეჭდნენ.“ (იასინი, 36/65)
იმ დღეს ყველა თანასწორი იქნება და არავის მიმართ რაიმე მიკერძოება არ მოხდება. ყველას ის ყველა ადამიანი პასუხს გასცემს თავის განვლილ ცხოვრებაზე. უპასუხებს, როგორ გაატარა ცხოვრება, ახალგაზრდობის წლები რაში დახარჯა, სარჩოს საიდან შოულობდა და როგორ ხარჯავდა, ცდონას როგორ იყენებდა და ა.შ.
ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე მუსლიმს, რომელსაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, სიკვდილამდე დაფიქრება მართებს და ის ვალდებულია ყოველთვის საკუთარი თავი თავადვე განიკითხოს. დედამიწა გასართობი ადგილი არ გახლავთ. ის გამოცდის ადგილია, სადაც ადამიანმა ღვტის კმაყოფილების მოპოვება უნდა ეცადოს. მორწმუნე მუსლიმი ყურანის მიერ ნაჩვენები გზით უნდა ცხოვრობდეს და შუამავლის მოძღვრებას მიჰყვებოდეს. მორწმუნე ყველაფერში ღვის მიერ დადგენილ საზღვრებს უნდა ცნობდეს და ითვალისწინებდეს. კარგად უნდა აცნობიერებდეს ალალისა და არამის მნიშვნელობას. მუსლიმი ყოველთვის უნდა ერიდებოდეს იმ აკრძალულებს, რაც ყურანშია მოცემული. მორწმუნეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი ყოველი ნამოქმედარი საიქიოში წინ დახვდება და ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„ჰეი ხალხო! მოკრძალებულ იყავით თქვენი ღმერთის წინაშე და გეშინოდეთ იმ დღის, როცა მშობელი ვერ შეეწევა თავის შვილს, შვილი კი მშობელს. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ სააქაო ცხოვრებამ და დაე, მცდუნებელმა[8] არ გაცდუნოთ ალლაჰის მიმართ! (ლოყმანი, 31/33)
[1] ვაღიარო, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა
[2] დრო, რომელიც ფუჭად გავფლანგე
[3] უკან დაბრუნება წარმოუდგენელია
[4] რომ ამბობენ უკან დაგვაბრუნეო
[5] და ამ სიტყვას არანაირი სარგებელი აღარ გააჩნია
[6] მათ წინ
[7] რომელიც მათ უკან დაბრუნების ნებას არ აძლევს
[8] ეშმაკმა
Comment here