ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
„ღმერთო ჩვენო! და მოავლინე მათში შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც წაუკითხავს მათ შენს აიათებს, ასწავლის მათ წიგნს და სიბრძნეს, განწმენდს მათ. უეჭველად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“ (ბაყარა 2/129)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც ცოდნის შესაძენად გზას დაადგება, ღმერთი მას სამოთხის გზას გაუადვილებს. ანეგოზები კი ცოდნის მაძიებელს ფრთებს გადააფარებენ...(იხ. თირმიზი, „ილიმ“, 19)
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი ყველას, ქალი იქნება თუ მამაკაცი, ცოდნის შეძენისკენ მოუწოდებს. სწორედ ამ მოწოდებას შეიცავს პირველი აიათი, რომელიც შუამავალს მოევლინა: „წაიკითხე, შენი გამჩენის სახელით“. (ალაქ, 96/1). ეს ბრძანება ნიშნავს, რომ სწავლა-განათლება ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, ამ ცნობიერებით უნდა მივიღოთ. შუამავალი სწავლის მაძიებლებს აქებდა და უსარგებლო ცოდნისგან განრიდებას გვირჩევდა. (იხ. მუსლიმი, „ზიქირ“, 73). ადამიანი საკუთარ თავს, თავის გამჩენსა და გარემოს სწავლით შეიმეცნებს. ადამიანი თავისი გაჩენის მიზანს ცოდნის მეოხებით ჩასწვდება. ზნეობა და სათნოება, სიკეთე და ღვთისმოსაობა ცოდნას მოაქვს. ცოდნა და სიბრძნეა საჭირო, რომ ჭეშმარიტება სიცრუისგან, სიკეთე კი ბოროტებისგან სრულად განვასხვავოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი სახელი „ელ-ალიმია“. ის ცოდნის თავდაპირველი წყაროა. სწორედ მან ასწავლა ადამიანს ის, რაც არ იცოდა. შესაბამისად, ცოდნა ღვთიური გზავნილის საშუალებით განმტკიცდება და აზრს იძენს. ღვთიური გზავნილი ცოდნას მორალით ამკობს და შედეგად ეს ცოდნა კაცობრიობისათვის სასარგებლო ხდება. სასარგებლო ცონდა ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას, ხოლო საიქიოში ხსნასა და ნეტარებას მოუტანს. მორწმუნე, რომელიც ჭეშმარიტებას შეისწავლის და სხვებს შეასწავლის, მნიშვნელოვან ადამიანურ და მორწმუნეობრივ მოვალეობას შეასრულებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
განათლება და მეცნიერება მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება არ არის. მეცნიერების, განათლების, წვრთნისა და აღზრდის მიზანი კარგი ზნეობა და სიკეთის კეთებაა. დიახ, განათლების მიზანი კარგი ადამიანების აღზრდაა. განათლებული ადამიანი საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის სასარგებლო უნდა იყოს. განათლებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას შეუძლია მშვიდად იცხოვროს. თუ განათლება და მეცნიერება ამაღლებულია ზნეობით, საზოგადოებაში ბოროტებას ადგილი როდესაც მეცნიერება და ტექნოლოგია პირადი ინტერესებისა და ამბიციებისთვის გამოიყენება, მაშინ ადამიანური და მორალური ღირებულებები უგულებელყოფილია. ამი მაგალითია დღეს, ღაზაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარე გენოციდი და სისხლის ღვრა.
ძვირფასო მორწმუნენო! ახალი სასწავლო წელი იწყება და სულ მალე ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი მოსწავლეები სკოლებს მიაშურებენ. სკოლებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ჩვენი შვილების იდენტობისა და ხასიათის განვითარებაში. ჩვენი მასწავლებლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. სწორედ ისინი არიან მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა ცოდნა მიიღონ და სხვა და სხვა მეცნიერებებს დაეუფლონ. შუამავალი ამბობდა, რომ ისიც ერთ-ერთი მასწავლებელი იყო. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და ახალგაზრდა თაობა ისე, რომ ჩვენი ერისა და კაცობრიობისათვის სასარგებლო საქმე აკეთონ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდები ჩვენი მომავალი, ჩვენი იმედი არიან. ისინი ყველაზე დიდი შესაძლებლობა და სიმდიდრეა. თითოეული ახალგაზრდა ფასდაუდებელი განძია. მათ ყურადღება, თანადგომა და პერსპექტივა სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისინი კაცობრიობისათვის სასარგებლო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და დაიცვან როგორც სულიერი, ისე ეროვნული ღირებულებები.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრებას მოვუსმინოთ: „ღმერთო! მომმადლე შესაძლებლობა სწორად გამოვიყენო ის, რაც მასწავლე. მასწავლე, რაც სასარგებლოა და ცოდნა ამიმაღლე!“. (იხ. თირმიზი, „დეავათ“, 128)
Comment here