სათაურებიხუტბა

ბუნებრივი კატასტროფების
მიმართ პასუხისმგებლობა
უნდა ვიგრძნოთ

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, ადამიანები ბუნებრივ გარემოში ვართ გაჩენილი და შესაბამისად ამ გარემოზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი გარემო ჩვენთვის სასიცოცხლო პირობებს ქმნის. მთელი ეს სამყარო უზენაესის მიერაა გაჩენილი და ის ადამიანზეა მიბარებული. ამიტომაა, რომ ადამიანი, რომელიც დედამიწის „ხალიფადაა“ მოვლენილი, ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებას და მასში არსებულ ცოცხალ თუ არაცოცხალ ქმნილებებს. როდესაც ამ პასუხისმგებლობას გავიაზრებთ და შესაბამისად მოვიქცევით, გარემოც ხელსაყრელი იქნება სასიცოცხლოდ და ჩვენც უსაფრთხოდ ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ გარემო, ბუნება, ან ცა კი არ დაზიანდება, ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
გასული დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგების მქონე ბუნებრივი კატასტროფები ვნახეთ. ჯერ იყო და ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობებმა დიდად დაგვაზარალა, ხოლო შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ტყეს ანადგურებს. ამგვარი კატასტროფების დროს, ხანძარი იქნება, წყალდიდობა, ქარი, მიწისძვრა, გვალვა თუ პანდემია, გარემო და ადამიანები ძალიან დიდ ზიანს ნახულობენ და ამ ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად ერთადერთი გზა წინასწარი პრევენცია, სიფრთხილე, გონივრული მოქმედება და ზომიერებაა. ბუნებრივი მოვლენები მიზეზ-შედეგობრიბის პრინციპით მოქმედებს, რადგან ღმერთმა ასეთი კანონზომიერება დაადგინა.  გამომდინარე აქედან, დაუშვებელია მორწმუნე ადამიანმა გარემოს მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინოს და ამით ბუნებრივი კატასტროფების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. დაუშვებელია მორწმუნე ადამიანმა ისეთი გულგრილობა გამოიჩინოს, რომ შედეგად გარემოში არსებული წონასწორობა დაირღვევა. ბუნებრივი კატასტროფების წარმოქმნის მიზეზი ხომ ადამიანის ბუნებრივ გარემოში უხეში ჩარევაა. ახლა კი ყურანის აიათი მოვისმინოთ:

გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!“ (რუმ 30/41)

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. (ბაყარა 2/195)
გამომდინარე აქედან, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ყურადღება. ისეთ ადგილებში, რომლებიც სეისმურად აქტიურია, ან წყალდიდობის მიმართ მოწყვლადია, ან სხვა რომელიმე კატასტროფის ალბათობა მეტია, გეგმაზომიერად უნდა ვიმოქმედოთ და ბუნებრივ გარემოს წონასწორობაში უხეშად არ ჩავერიოთ. უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ტერიტორიის თავისებურებები და სამუშაოები ისე დავგეგმოთ. ასევე დაუშვებელია იმგვარი გულგრილი ქცევა, რომელსაც შეუძლია ხანძარი გამოიწვიოს. მითუმეტეს, როდესაც ადამიანი ტყეს წინასწარ განზრახვით წვავს, ეს ძალიან დიდი ცოდვაა, რადგან ხანძრის შედეგად მრავალი მცენარე და ცხოველი ნაგდურდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:

„სადაც არ უნდა იყო, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა გაგაჩნდეს!“ (იხ. თირმიზი, ბირ, 55)
გამომდინარე აქედან, მოდით გავიაზროთ ჩვენი ადამიანური პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთის წინაშე გვაკისრია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ გარემოს. მრავალი მწარე გამოცდილება დაგვიგროვდა და ამ ყველაფრისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები და ისე ვიმოქმედოთ, რათა ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზღვეული ვიყოთ.

უზენაესს ვთხოვ სამოთხით დააჯილდოვოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაიღუპა და მათ ახლობლებს მოთმინებას ვუსურვებ.

 

 

Comment here