ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „და შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. (მაიდე, 5/2)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვისგანაც სიკეთეს ელიან და ზიანისგან დაცულნი არიან. ბოროტია ის, ვისგანაც სიკეთეს არ ელიან და ზიანისგან დაცული არ არიან. (იხ. თირმიზი, „ფიტენ, 76; იბნ მაჯე, 2, 368)
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც ჩვენი სარწმუნოება ისლამი იქნა მოვლენილი, დედამიწაზე ბოროტების აღმოფხვრა და სიკეთის დამკვიდრებაა. ისლამი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სიკეთის დამკვიდრებისთვის და ბოროტებას წინ აღვუდგეთ. ამრიგად, ჩვენი მიზანი სწორი, სასარგებლო საქმეების ხელშეწყობა და სიკეთის გავრცელება და ასევე ყოველგვარი ბოროტებისგან შორს დგომაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ცხოვრების მეგზური, წმინდა ყურანი, სიკეთის მთავარ საფუძვლად რწმენას, თაყვანისცემას და კარგ ზნეობას განიხილავს. ის გვიბრძანებს, შევეჯიბროთ ერთმანეთს სიკეთეში, ღვთისმოსაობასა და ქველმოქმედებაში და ყოველგვარი ბოროტებისგან თავი შორს დავიჭიროთ. სიკეთე ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა ვლინდებოდეს;ეს იქნება ჩვენი აზრები, დამოკიდებულებები თუ ქცევები. ჩვენი შუამავალი ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი იყო. ის, როგორც სიკეთის განსახიერება, ყველა სიტყვასა და მოქმედებაში სიკეთეს გვასწავლის. მის მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოება საუკეთესო მაგალითად იქცა კაცობრიობისათვის.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჭეშმარიტი სიკეთის არსი ჭეშმარიტ რწმენაზეა დამოკიდებული. ადამიანს ღვთისმოსაობის შემეცნებისა და პასუხისმგებლობის უნარი უნდა გააჩნდეს. მას უნდა შეეძლოს სიყვარულის, სიკეთისა და ცოდნის სხვებთან გაზიარება. მორწმუნე ადამიანისთვის აუცილებელია ყოველგვარი ძალადობისგან შორს დგომა. ასევე აუცილებელია დავიცვათ ხელები ჰარამისგან, ენა სიცრუისგან და გული ბრაზისა და მტრობისგან. უნდა გადაიკეტოს ის გეზაბი, რომლებიც ადამიანებს შორის მტრობასა და შუღლს აღვივებს. მოკლედ; აუცილებელია საკუთარ თავს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს გარემოს და ყველა ქმნილებას თანაგრძნობითა და მოწყალებით მოვეპყროთ, რათა ღვთის კმაყოფილბის მოპოვების უმედი გვქონდეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღესდღეობით ბოროტებასა და ბოროტმოქმედებს კაცობრიობის დღის წესრიგში მთავარი ადგილი უჭირავთ. მსოფლიოში ბოროტება მძვინვარებს. მათი ხმა, ვინც დედამიწის სიმშვიდეს ხელყოფს, უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვისაც მშვიდობის დამკვიდრება სურს. სამწუხაროდ, დედამიწაზე მშვიდობას ომი ენაცვლება და ეს ომი თანდათან მძლავრდება. ვისაც სურს მსოფლიოში არეულობის მოწყობა, ცდილობს ჩვენი შვილები და ახალგაზრდობა ჩვენი ეროვნული და სულიერი ღირებულებებისგან დააშოროს და სამაგიეორდ ათასგვარ მავნე იდეოლოგიას სთავაზობს.
მიმდინარე სავალალო მდგომარეობის ფონზე თვითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. დიახ, როგორც ყურანი გვიბრძანებს, ჩვენ ერთმანეთს სიკეთის კეთებაში უნდა შევეჯიბროთ. მიუხედავად გარემო პირობებისა და არსებული მდგომარეობისა, ჩვენ სიკეთის დამკვიდრებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ბოროტებას გავრცელების საშუალება არ მივცეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები კარგ ადამიანებთან ურთიერთობდნენ, ეს იქნება რეალური ცხოვრება თუ ვირტუალური სამყარო. უნდა ვეცადოთ, რომ მომავალმა თაობებმა ინფორმაცია ჯანსაღი და ავთენტური წყაროებიდან მოიპოვონ. არ დაგვავიწყდეს, რომ დედამიწას სიკეთე განავითარებს და საცხოვრებლად უკეთეს გარემოს შექმნის.
Comment here