სათაურებიხუტბა

ბავშვები ღვთის
მიერ მობარებული ამანათია

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენასი გამჩენი ასე ბრძანებს:

და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და უეჭველად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური! (ენფალი, 8/28)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„ბავშვებს თქვენთან მიმართებაში უფლებები გააჩნიათ“. (იხ. მუსლიმ, „სიამ“, 183)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბავშვები ღვთის მიერ მობარებული ძვირფასი ამანათებია. ისინი ჩვენი ცხოვრების სიხარული და ოჯახში ბედნიერების მომტანი არიან.  ბავშვები ჩვენი იმედები და მომავალია. ამიტომაა, რომ ბავშვების ოჯახურ პირობებში აღზრდა, მათ მიართ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ისინი ყოველგვარი განსაცდელისა და მავნე ზეგავლენებისგან. ეს ჩვენი რელიგიური, მორალური, სამართლებრივი და ადამიანური მოვალეობაა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვთა უფლებები უხეშად ირღვევა და ბავშვები ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ამ გაუხეშებული სინდისის მქონე გარემოში უზნეო მოპყრობისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ბავშვებია. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ომში დაღუპული, დაობლებული და შიმშილით მომაკვდავი ბავშვების შესახებ ინფორმაციას. ამას ემატება ნაადრევი ქორწინება და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებიც. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ზრდასრულობამდე გოგონებზე ქორწინების დაძალება და ამ უზნეო ქმედების ისლამთა ასოცირება დიდი უზნეობა და ცოდვაა. ამ მავნე ტრადიციას, ამ უზნეო ქმედებას ისლამთან კავშირი არ აქვს და ვერც ექნება. აღნიშნული ქმედება არაადამინურ მოპყრობად განიხილება და მისი სარწმუნოებაზე მიწერის მცდელობა ამ გზით ამ უზნეო ქმედების გამართლება დიდი ცოდვაა. მნიშვნელობა არ აქვს ნაადრევი ქორწინება და ბავშვზე ძალადობა ვისი მხრიდანაა ჩადენილი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში არადამინური ქმედება და დიდი ცოდვაა. არავის აქვს უფლება ბავშვებს მომავალი წაართვას და მათი ცხოვრება დაამახინჯოს. ამ ტიპის მავნე გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ყველას ვალდებულებაა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, მორწმუნე მუსლიმები, როგორც შუამავლის გულმხურვალე მიმდევრები, ბავშვებზე  ყოველთვის ვზრუნავდით. დღეს, უფრო მეტი გულისხმიერებით უნდა გავაგრძელოთ ეს კეთილშობილური ქცევა.  ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვების სახეებზე მუდმივად ღიმილი იყოს და თვალები სიხარულით უბრწყინავდეთ. უნდა ვიზრუნოთ, რომ ისინი საუკეთესო ზნეობის მატარებელ, ღირსეულ ადამიანებად აღიზარდონ. შეძლებისდაგვარად, არასოდეს მოვაკლოთ მატერიალური და სულიერი თანადგომა, რათა იმედი არ დაკარგონ. გვახსოვდეს, კარგი თაობის აღზრდა, ღვთის კმაყოფილების მოპოვების გზაა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდები ჩვენი მომავალი, ჩვენი იმედი არიან. ისინი ყველაზე დიდი შესაძლებლობა და სიმდიდრეა. თითოეული ახალგაზრდა ფასდაუდებელი განძია. მათ ყურადღება, თანადგომა და პერსპექტივა სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისინი კაცობრიობისათვის სასარგებლო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და დაიცვან როგორც სულიერი, ისე ეროვნული ღირებულებები. 

ხუტბას ბოლოს კი შემდეგ აიათს მოვუსმინოთ:

„რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!“ (ფურყან, 25/74)

Comment here