სათაურებიხუტბა

ამქვეყნიური ცხოვრება სიკეთის გზაა

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი ბრძანებს:

„ვინც წარსდგება კეთილი საქმით, იმას ათი იმდენი; და ვინც ავი საქმით წარსდგება, იმას მხოლოდ იმითვე მიეზღვება. და ისინი არ დაიჩაგრებიან[1] (ენღამი 6/160)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „სიკეთე საუკეთესო ზნეობას წარმოადგენს. ბოროტება კი სინდისს აწუხებს და არ გვინდა, რომ მის შესახებ ადამიანებმა გაიგონ“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“ 15)

ძვირფასო მორწმუნენო!
 ამქვეყნიური ცხოვრება სიკეთის გზაა. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანი სიკეთის გამოცდას გავდივართ. დიახ, ჩვენი ცხოვრება სიკეთისა და ადამიანობის გამოცდაა. რწმენა, სიკეთის კეთება და დედამიწაზე სიკეთის გამარჯვებისთვის ბრძოლა, ჩვენი უდიდესი მოვალეობაა. ამავდროულად, ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვციდლობდეთ ბოროტებისგან შორს დგომას და ყოველგვარი ბოროტების გავრცელებაზე ხელის შეშლას.  

ძვირფასო მორწმუნენო
არსებობს მრავალი გზა, რომელიც სიკეთისკენ წაგვიყვანს და სიკეთე თავისმხრივ ორივე სამყაროში, ამიერ და იმიერ სოფელში სიმშიდესა და ბედნიერებას მოგვიტანს.

სიკეთე, უპირველეს ყოვლისა, რწმენაა ღვთისა, განკითხვის დღისა, ანგელოზების, წმინდა წიგნებისა და ბედისწერისა. სიკეთე დახმარებაა ყველას მიმართ, ვისაც ჩვენგან ეს დახმარება სჭირდება. ლოცვა და მოწყალების გაღება სიკეთეა. სიმართლის თქმა, მიცემული პირობის შესრულება, ავადმყოფებზე, ობლებსა და გაჭირვებულებზე დახმარების ხელის გაწოდება სიკეთეა.

სიკეთეა, როცა გულწრფელი მორწმუნე ხარ. სიკეთეა, როცა მადლიერი შვილი ხარ. სიკეთეა, როცა მოსიყვარულე მშობელი ხარ. სიკეთეა, როცა ნათესავების, მეგობრების, მეზობლებისა და მთელი კაცობრიობის მიმართ წრფელი სიყვარულით ხარ განმსჭვალული.    

ძვირფასო მორწმუნენო!
სიკეთეა, როცა ადამიანებს უღიმი და ტკბილ სიტყვას ეუბნები. სიკეთეა,როცა ყველას მიმართ ლმობიერი და შემწყნარებელი ხარ. სიკეთეა, როცა ერთგულება და თავდადება შეგიძლია. სიკეთეა, როცა მოითმენ და სხვათა მიმართ შემნდობი იქნები.

გამომდინარე აქედან, მოდით, ერთ წამსაც ნუ დავკარგავთ და ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი სიკეთით ავავსოთ. სიკეთე იყოს ჩვენი გულთამპყრობელი და გამჩენსაც მხოლოდ სიკეთე შევევედროთ. გაჭირვებულებს დავეხმაროთ. სასოწარკვეთილ ადამიანებს ნუგეში ვცეთ. ასევე ნუ დავივიწყებთ, რომ ბოროტებას მხოლოდ უკმაყოფილება და ჩივილი არ უშველის. ბოროტება უნდა ვამხილოთ და წინ აღვუდგეთ. ჩვენ არა მარტო სიკეთის კეთებისთვის, არამედ სიკეთის გავრცელებისთვის უნდა ვზრუნავდეთ. სიკეთე აბსტრაქტული მცნება არ გახლავთ. სიკეთე ხილულია, ჩვენს ირგვლივაა. მისი გაკეთება ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი.  

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი ხუთშაბათის ღამე პარასკევის დილამდე ბერათის ღამეა. ამ ღამეს ჩვენი ძირითადი მოვალეობა და ღვთის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ უნდა განვაახლოთ. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მომავალი სასიკეთოდ დავგეგმოთ. წინასწარ მოგილოცავთ ამ ძვირფას ღამეს და უზენაესს ვთხოვ, ჩვენი ერის, მთელი ისლამური სამყაროსა და მთელი კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.

[1] მათ შეუმსუბუქდებათ სასჯელი

Comment here