სათაურებიხუტბა

ადამიანი რწმენით, კეთილი საქმეებითა
და საუკეთესო ზნეობით სრულყოფილებას აღწევს

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი ბრძანებს:

ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?“ (ანქებუთი, 29/2)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „სადაც არ უნდა იყო, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით იყავი. თუ რამე ცუდს ჩაიდენ, მაშინვე კარგი გააკეთე, რომ ცუდი გააქარწყლოს. ადამიანებს კი ისე მოეპყარი, როგორს საუკეთესო ზნეობას შეჰფერის“. (იხ.  თირმიზი, „ბირ“ 55)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი რწმენის, კეთილი საქმეებისა და საუკეთესო ზნეობის კომბინაციას წარმოადგენს. ის არის ერთი მთლიანობა, რომელიც ამ ყველაფერს მოიცავს. ისლამი გავს მცენარეს, რომლის ფესვი რწმენაა, ღერო კეთილი საქმენი, ხოლო ნაყოფი საუკეთესო ზნეობა.

ადამიანმა, რომ გამჩენის მსახურის სტატუსს მიაღწიოს, საამისოდ რწმენა სჭირდება. რწმენა ღვთის არსებობის აღარებას და მის შეცნობას გულისხმობს. მორწმუნე აღიარებს, რომ ღმერთი ერთია და მას ტოლი და სწორი არავინ ჰყავს. ამის შემდეგ მორწმუნე აღიარებს ანგელოზების, წმინდა წიგნების, შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის რწმენას.

ძვირფასო მორწმუნენო!
გული, რომელიც რწმენით გასხივოსნდება და ყოველთვის სიკეთეს და მადლს აკეთებს, ღვთის კმაყოფილებას მოიპოვებს. ყველა ის საქმე, რომელიც ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით იქნება გაკეთებული, კეთილ საქმედ ითვლება. ყოველი მორწმუნე ცდილობს მთელი ცხოვრება ღვთისმსახურებასა და ღვთისადმი თაყვანისცემაში გაატაროს. მორწმუნე მთელი გულწრფელობით ასრულებს ისეთ ძაირითად ღვთისმსახურებას, როგორიცაა ლოცვა, მარხვა, ზექათი და ჰაჯი. მათ შესრულებისას ყველა დადგენილ წესს განუხრელად იცავს. მორწმუნე ადამიანი საქმეს საიმედოდ აკეთებს და მხოლოდ ალალი სარჩოთი კმაყოფილდება. მორწმუნენის მოვალეობაა ყოველმხრივ განერიდოს არამსა და უჯეთურებას. ის შორსაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისაგან. ის შორსაა მრუშობის, მევახშეობისა და ზღვარსგადასულობისაგან. მორწმუნე ასევე შორსაა ტყუილისა და ცილისწამებისაგან. ის საიმედო მეგობარი და პეტიოსანი მოქალაქეა. ის არ შეეხება ობლის საკუთრებას, არ აიღებს ქრთამს და არ მიმართავს არალეგიტიმურ გზებს.

 ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რწმენა ისლამისეული ზნეობის შეთვისებით სრულყოფილდება. შუამავალი ბრძანებს, რომ ის საუკეთესო ზნეობის სრულყოფისათვის იქნა მოვლენილი. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 381). მორწმუნე, რომელსაც წილად ხვდა პატივი, რომ სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავლის მიმდევარი ყოფილიყო, მის სამაგალითო ცხოვრებას მიჰყვება და ამით ზნეობას მაღალ საფეხურზე აიყვანს. ამ გზით მორწმუნის ცხოვრება სიკეთისა და სიყვარულის გზად გადაიქცევა. ის თავს შეიკავებს ყოველგვარი შურის, ბოღმის, ძალადობისა და მრისხანებისგან და იქნება შემწყნარებელი. მორწმუნე არ დაარღვევს სხვათა უფლებებს და ის საზოგადოებრივ ქონებასაც გულწრფელად მოუფრთხილდება.

 ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენს ცხოვრებას ჩვენი რწმენა უნდა წარმართავდეს. სიკეთე უნდა ვთესოთ, რათა ღვთის კმაყოფილება მოვიპოვოთ. ჩვენი საუკეთესო ზნეობით არა მარტო ადამიანების, არამედ ყველა გაჩენილის მიმართ ლმობიერება და შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრება მოვისმინოთ: „ღმერთო! მომმადლე საუკეთესო საქმენი და ზნეობა. მათი მონიჭება მხოლოდ შენ ძალგიძს. დამიფარე ავი საქმეებისა და ავი ზნისგან. მათგან დაცვა მხოლოდ შენ ძალგიძს“. (ნესაი, „იფთითაჰ“, 16)

Comment here