სათაურები

ადამიანის ღირსების შელახვის წინააღმდეგ
გამოიღვიძე, გამოაღვიძე და შეაჩერე!

უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა ისეთი ორგანიზაციები და ჯგუფები, როგორიცაა ლგბტ თემი და სხვა მსგავსი. მათი მიზანი საზოგადოებრივი ღირსების, სირცხვილის გრძნობის,  ზნეობის, ტრადიციული ოჯახისა და მომავალი თაობების დეგრადირებაა. ისინი ამოფარებული არიან ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ ტერმინებს, როგორიცაა „ადამიანის უფლებები“ და“ თავისუფლება“. ისინი ამ საფარველის ქვეშ მოქმედებენ და უზნეობის გავრცელებას ლამობენ. ისინი ბრძოლას უცხადებენ ყველ იმ რელიგიურ, ეროვნულ და ზნეობრივ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ამ ყველაფრის წინააღმდეგ საზოგადოების დამოკიდებულება გულგრილი და სუსტია. ისინი არ მარტო ღირებულებებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასაც კი სართხეს უქმნიან, ამიტომ მსგავსი ორგანიზაციების მუშაობა უნდა შეიზღუდოს და გასაქანი არ უნდა მიეცეთ.

საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს: „ხანძარი ხომ ჩვენს სახლში არ არისო“  და მშვიდად ძილს აგრძელებს, მაგრამ როდესაც ხანძრის მომწამლავი კვამლი ნესტოებს აუწვავს, უმრავლესობა გონს მოეგება, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იქნება. ამ უზნეობის წინააღმდეგ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ ადამიანის ღირსება და მომავალ თაობებს ღირსეული საცხოვრებელი გარემო დავუტოვოთ. საამისოდ კი ყველა პრევენციული ღონისძიება უნდა გატარდეს. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა საზოგადოებრივი და ასაკობრივი ჯგუფები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. შექმნილია ლგბტ თემის საერთო ცენტრი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედ დაჯგუფებებს ლობირებს და ისინი საკმაოდ სახიფათო ქსელს წარმოადგენენ.

მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი რელიგიური, ეროვნული, ადამიანური და ზნეობრივი ღირებულებები ძვირფასია, წინ აღვუდგეთ ამ უზნეობის პროპაგანდას და დავიცვათ, როგორც წინაპრების სისხლით მოპოვებული ღირსება, ისე ჩვენი შვილების მომავალი.

    

 

Comment here