საქართველომ, 1921 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ცნობილია, რომ იმ პერიოდში, როცა თურქეთში ეროვნუ
საქართველო უახლესი ისტორიითა და დღევანდელობით
საქართველომ, რომელმაც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მთლიანად გაწყვიტა რუსეთთან კავშირი, 1921 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ცნობილია, რომ იმ პერიოდში, როცა თურქეთში ეროვნული ბრძოლა მიმდინარეობდა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელობასა და ანკარაში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მთავრობას შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მთავრობა ერთის მხრივ თბილისში ქართულ ხელისუფლებასთან აგრძელებდა დიპლომატიურ ურთიერთობებს და მეორეს მხვრივ ახლო კონტაქტები ჰქონდა კომუნისტებთან მოსკოვში, რომლებმაც ხელში აიღეს ძალაუფლება.
რუსეთში იმ წლებში მიმდინარე ბოლშევიკურ-მენშევიკური კონფლიქტების შედეგად ბოლშევიკები გამარჯვებულნი გამოვიდნენ და მომდევნო თვეებში სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად საქართველოც საბჭოთა კავშირში (სსრკ) იქნა შეყვანილი.
ამგვარად, დამოუკიდებელმა საქართველომ, რომელმაც 1921 წლიდან 1924 წლამდე დაახლოებით 2,5 წელი იარსება, აქედან მოყოლებული „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ სახელით სსრკ-ში დაიკავა ადგილი.
საქართველო, რომელიც ამ თარიღიდან მოყოლებული 70 წლის მანძილზე კომუნისტური პოლიტიკური მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა, 1991 წელს (9 აპრილი), როცა სსრკ-მა დაშლა დაიწყო, ის პირველი საბჭოთა რესპუბლიკა გახლდათ, რომელიც კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა საქართველო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იმ თარიღიდან მოყოლებული თბილი ურთიერთობებით ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი იკისრა. საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლებსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზურუმის ბუნებრივი გაზსადენის პროექტებში საერთო ინტერესები აქვთ, არავითარი პრობლემა არ არსებობს.
თურქეთი აგრეთვე საქართველოს არმიის დაარსების სამუშაოებისა და ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილით მთავარ როლს თამაშობს საქართველოს ურთიერთობებში დასავლეთის ქვეყნებთან.
საქართველო, რომლის კეთილმოწყობის დონე საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ მაღალი იყო, კავშირის დაშლის შემდეგ დაარსებული ყველა სხვა რესპუბლიკების მსგავსად სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავათ იმ დადებითი სვლებისა, რომლებიც ინფლაციისა და მისი ზრდის დასაძლევად გაკეთდა, რუსეთის ფედერაციაში წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისების გავლენის, სერიოზული ენერგოპრობლემების, პოლიტიკური გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შედეგად საქართველოს ეკონომიკა დღესაც უძლურია. მეორეს მხრივ, ქვეყანაში აუცილებელი ეკონომიკური ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო კაპიტალი და ის მეწარმეები, რომლებსაც ამ ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ, არ არიან.
ზვიად გამსახურდიას რადიკალურმა ნაციონალურმა პოლიტიკამ მკაცრი რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მის მიერ დაარსებული პირველი ეროვნული ჯარისა და თავდაცვის მინისტრის (თენგიზ კიტოვანი) ოპოზიციაში გადასვლით 1991 წლის სექტემბერში თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 1992 წლის იანვარში გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა. მისი ადგილი დაიკავა იმ დროს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მცხოვრებმა, პენსიაში გასულმა, სსრკ-ს უკანასკნელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც მოწვეულ იქნა რა თბილისში, გამოცხადდა „სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ “ და ქვეყნის მმართველობა ხელში აიღო.
ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ერთხანს იმ „დამფუძნებელ საბჭოზე“ დამყარებულ მთავრობასთან ერთად იკისრა ქვეყნის მართვა, რომელიც იმ ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა, რომელმაც გამსახურდია ჩამოაგდო, 1995 წლის 18 აპრილს ჩატარებულ არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
შევარდნაძემ, რომელიც იძულებული იყო დაეძლია სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოში წარმოქმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია, აშშ-ს მეთაურობით დასავლეთის ქვეყნებისაგან (მათ შორის თურქეთისგანაც) დიდი მხარდაჭერა მიიღო. 2000 წელს ჩატარებულ არჩევნებზე იმავე თანამდებობაზე მეორედ არჩეულმა შევარდნაძემ თავი ვერ გაართვა ქვეყანაში გამეფებულ უკანონობას, რასაც ხალხის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით ოპოზიციონერთა მიერ წამოწყებული სახალხო მოძრაობით 20 ნოემბერს შევარდნაძემ, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, დროებით თავისი ადგილი ოპოზიციონერთა ერთ-ერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუთმო. ოპოზიციის მოწინავე ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით განხორციელებული „სამოქალაქო გადატრიალების“ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დღედ 2004 წლის 4 იანვარი გამოცხადდა. ამ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევას გარანტიის თვალით უყურებენ. .:. დაუბრუნდი თავიდან .:.
მუსლიმანთა მდგომარეობა
1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად ძალაში შესული ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების ჩარჩოებში საქართველოს მუსლიმანებისათვისაც ცნეს რელიგიური თავისუფლება.
მაგრამ 70 წელი ყოველგვარ რელიგიურ თავისუფლებას მოკლებულ საქართველოს მუსლიმანებს შორის ისლამური რელიგიის საკითხებზე საკმარისი ცოდნის მქონე არავინ იყო. იმის გამო, რომ საკუთარ ენაზე დაწერილი რელიგიური წიგნებიც არ ჰქონდათ, რელიგიური თავისუფლება საქართველოს მუსლიმანებისათვის პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული იყო.
საქართველოში, სადაც ახალ პერიოდში რელიგიური საგნების სწავლება დაიწყო, მუსლიმანი ოჯახების ბავშვებსაც რელიგიას ქრისტიანი რელიგიათმცოდნეები უკითხავენ. საქართველოს არცერთ მთავრობას 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე მუსლიმანებისათვის საკუთარი რელიგიის სწავლების მიზნით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამის მოტივად თუ იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას დაასახელებენ, რომელსაც ქვეყანაში ათ წელზე მეტია ადგილი აქვს, თბილისის ხელისუფლებას, რომელმაც აჭარის ხულოს რაიონში, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს, ქრისტიანული გიმნაზია რომ გახსნა, ამ საკითხზე სულ რომ არაფერი, კანონიერების ფარგლებში მაინც შეეძლო დადებითი ნაბიჯების გადადგმა.
ეკლესია რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედება შეზღუდული იყო, კომუნისტების პერიოდში თავისი ორგანიზაციული სტრუქტურა შეინარჩუნა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უზრუნველყოფილი თავისუფლებით ეფექტური მოქმედების სტადიაში შევიდა. მაგრამ საქართველოს მუსლიმანები, რომელთაც რელიგიურად განათლებული კადრები და რელიგიური წიგნები არა აქვთ, რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან.
1991 წელს მოხალისეთა პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებული სამუშაოების ჩარჩოებში თურქეთში 170 აჭარელი მოსწავლე იღებს განათლებას. ამის პარალელურად იმავე ჯგუფის მიერ ამ საიტზე დღემდე კეთდება ანოტაცია იმ 30-მდე რელიგიური წიგნისა, რომლის ტექსტისა და თარგმანის მილიონი ეგზემპლარი დაიბეჭდა და უფასოდ დარიგდა საქართველოში. იმავე მოხალისეთა ჯგუფის მიერ დაწყებულია დიდი მოცულობის სამუშაო ქართულ ენაზე ყურანის თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით. ამ სამუშაოში, რომელიც დაახლოებით სამ წელს გაგრძელდა, თურქეთიდან და საქართველოდან 15 მეცნიერია ჩართული. ეს პროექტი, რომელიც ისლამის მრავალ მცოდნესთან ერთად ქართული, თურქული და არაბული ენების სპეციალისტების მუშაობას მოითხოვს, ჩვენი ქველმოქმედი მდიდარი ადამიანების ყურადღებას ელის. .:. დაუბრუნდი თავიდან .:.
დემოკრატიული პროცესი საქართველოში
1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ „მრგვალ მაგიდის“ სახელწოდებითა და ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით გაერთიანებულმა 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები მოიგო და გამსახურდიამ არაკომუნისტური მთავრობა დააარსა.
გამსახურდია არჩევნების შემეგ იმდროინდელი საქართველოს პარლამენტის საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე ერთხმად იქნა არჩეული საბჭოს თავმჯდომარედ.
უზენაესმა საბჭომ, რომელსაც გამსახურდია თავმჯდომარეობდა, ქვეყანა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმამდე მიიყვანა და სსრკ-სგან დამოუკიდებლობაზე 90%- იანი უმრავლესობით გაკეთდა არჩევანი.
უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს 1921 წელს ბოლშევიკების მიერ გაუქმებული დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენა გადაწყვიტა.
1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასთან დაკავშირებით ქართველებმა 90%-იანი უმრავლესობით დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამასთან დაკავშირებით 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სსრკ-დან გამოყოფა გამოაცხადა.
1991 წლის 14 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ თავმჯდომარედ დანიშნულმა გამსახურდიამ 26 მაისს ჩატარებულ არჩევნებზე ხმების 87% მიიღო და სახელმწიფოს მეთაურობა ხალხს დაამტკიცებინა.
1992 წლის იანვარში ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული გადატრიალების გზით გაძევების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საბჭომ საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა. 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 35-მა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. მშვიდობის ბლოკის სახელით არჩევნებში შესულმა ჯგუფმა არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შედეგად ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1972-1985 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, პარლამენტის სპიკერად დაინიშნა.
1995 წლის 5 ნოემბერს თავმჯდომარისა და პარლამენტის არჩევნები ერთად ჩატარდა. არჩევნებში, რომელშიც 53 პარტია იბრძოდა გამარჯვებისათვის, ხალხისთვის ერთიანი საქართველოს პარტიამ შევარდნაძის ლიდერობით ხმათა 23, 7% მიიღო.
1998 წლის 15 ნოემბერს ჩატარებულ „პირველ დემოკრატიულ“ ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული სირთულეები შეიქმნა. ეს სირთულეები განსაკუთრებით იგრძნობოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის შინაური ადგილობრივი პრობლემებით გამოწვეულმა დაბრკოლებებმა საგრძნობლად იკლო. .:. დაუბრუნდი თავიდან .:.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები
სსრკ-ის დროს საქართველოში ორი ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთი და აჭარა) და ერთიც ავტონომიური ოლქი (სამხრეთ ოსეთი) შედიოდა. 1989 წელს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა კავშირში რესპუბლიკებად შესვლა მოითხოვეს, საქართველომ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგ დაიწყო დაძაბულობა ამ რეგიონებსა და თბილისის ხელისუფლებას შორის. რუსების პროვოცირებით ჯერ აფხაზურ-ქართული კონფლიქტი დაიწყო.
მეორეს მხრივ, სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო ომის საშიშროებამ იჩინა თავი. გამსახურდიას ქვეყნიდან წასვლის შემდეგ (1992 წელს) რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ მიზეზით დაწყებული დაპირისპირებების შედეგად 220 ათასი ქართველი იძულებული გახდა აფხაზეთი დაეტოვებინა.
რუსეთის ჩარევით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტი კი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფით შეჩერდა. დღეს ორივე ავტონომიურ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები მოქმედებენ.
როცა ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის 20 ნოემბერს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ ოპოზიციონერთა პროტესტის შედეგად იძულებული გახდა გადამდგარიყო, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ „თბილისის ხელისუფლებას არ ცნობს“.
აფხაზეთის პრემიერმინისტრმა ანრი ჯერგენიამ, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ კოკოითმა და აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ 2004 წლის 4 იანვარს გამოცხადებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგს არ ცნობენ. .:. დაუბრუნდი თავიდან .:.
რამაზან აიდინი – Ramazan Aydin
Comment here