საქართველოსსოციალური სტრუქტურა

საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს დიდი პოტენცია გააჩნია

საქართველოში განვითარებულია როგორც მექანიზირებული სოფლის მეურნეობა, ისე მრეწველობა. სუბტროპიკული კლიმატის მქონე დასავლეთ რეგიონებში ჩაი (განსაკუთრებით ბათუმის შემოგარენში), ციტრუსოვანი მცენარეები, სიმინდი და ბრინჯი მოჰყავთ. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ჩაისა და ციტრუსოვნების ადგილს თანდათან სიმინდი, შაქრის ჭარხალი, თუთუნი, ყურძენი და თუთა იკავებს. ქუთაისის შემოგარენში ყურძნის, გორში ვაშლის მეურნეობაა განვითარებული. ქვეყნის სამხრეთ მხარეებში მეცხოველეობასა და მასთან დაკავშირებით რძის მრეწველობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კახეთის იალაღზე ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ.

 
ქვეყანა მდიდარია მიწისქვეშა წიაღისეულით. ყვირილას ხეობაში არის მანგანეზის, ტყიბულსა და ტყვარჩელში – ნახშირის, მირზაანში – ნავთობის, ქუთაისთან ახლოს კი – ბარიუმისა და ანდეზიტის საბადოები, რუსთავი განვითარებულია ტრაქტორისა და სასოფლო–სამეურნეო იარაღების, თბილისში – აბრეშუმის, გორში – ბამბის, ჭიათურაში – ელექტროენერგიის მრეწველობა, ბათუმში – ჩაისა და ფოთში – ფარმაცევტული მრეწველობა. ის, რომ მთები ციცაბოკალთიანია და მდინარის წყლები სწრაფად მოედინება, აადვილებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და ელექტროენერგიის გამომუშავებას. ენგურისა და მტკვრის წყალსაცავებიდან ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება და სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მორწყვა.
 
თუ საქართველოში არ არის გავრცელებული საავტომობილო გზების ქსელი, განვითარებულია რკინიგზა, საჰაერო და საზღვაო გზები. ტრანსპორტირებისას უფრო მეტად რკინიგზა გამოიყენება. ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები ავიახაზებითა და რკინიგზით ძველი საბჭოთა კავშირის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთანაა დაკავშირებული.
 
საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს დიდი პოტენცია გააჩნია. ტურიზმის განვითარებაში იმ უამრავი პლაჟის გარდა, რომლებიც შავი ზღვის პირას მდებარეობს და ტურისტებს იზიდავს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხელი წყაროები, სადაც გავითარებულ სამედიცინო მომსახურებას ეწევიან და მაღალი იალაღები სამკურნალო ცენტრებითა და სუფთა ჰაერით.

Comment here