ზოგადისათაურებიხუტბა

ხენდეყიდან ღაზამდე:
გამარჯვება მორწმუნეთა ხვედრია

ძვირფასო მუსლიმებო!
ჰიჯრას მეხუთე წელი იყო. მექელი პოლითეისტები, რომლებიც ბედირში დამარცხდნენ და უჰუდში თავიანთი საწადელს ვერ მიაღწიეს, მედინაზე მასშტაბური თავდასხმისთვის მზადება დაიწყეს, რათა ისლამი შეეჩერებინათ და მუსლიმები გაენადგურებინათ. სიტუაციის შესახებ შეტყობის შემდეგ, შუამავალმა (ს.ა.ს.) კონსულტაცია გაიარა და მედინას გარშემო სანგრების გათხრის გადაწყვეტილება მიიღეს. როდესაც მორწმუნეები ერთად მუშაობდნენ, ისინი დიდ კლდეს გადააწყდნენ. შუამავალმა (ს.ა.ს.) კლდე დაამტვრია და ხოსროს, რომისა და სანას განთავისუფლების სასიხარულო ამბავი გამოაცხადა. (ნესაი, ჯიჰადი, 42) რთული ბრძოლის შემდეგ, მტერი დამარცხდა ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობითა და შემწეობით, ასევე მორწმუნეთა სიმტკიცისა და ძალისხმევის წყალობით.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს ღაზაში ხენდეყის ბრძოლის მსგავსი ბრძოლა მიმდინარეობს. გუშინ იყვნენ მჩაგვრელები, რომლებიც ავიწროებდნენ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) და მის საჰაბეებს. დღეს, მსოფლიოს თვალწინ, არიან მკვლელები, რომლებიც კანონის ყოველგვარი პატივისცემის გარეშე სჩადიან გენოციდს ღაზაში. ღაზაში მეჩეთები, საკულტო ადგილები, სკოლები და საავადმყოფოები იბომბება; არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ცივილიზაცია ნადგურდება. პრესის წარმომადგენლები, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და სამედიცინო პერსონალი იხოცება.
ძვირფასო მუსლიმებო!
ყველა უსიამოვნებისა და გაჭირვების მიუხედავად, ღაზაში მუსლიმთა მცირე ჯგუფი გმირულ ბრძოლას აწარმოებს, ისეთივე გმირული ბრძოლის მაგალითს აჩვენებენ, როგორიც მოხდა მედინაში ხენდეყის ბრძოლის დროს. იმათ მსგავსად, რომელსაც ყურანი გვაუწყებს: „რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: „უეჭველად, შეიკრიბა თქვენ წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ  რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის, და რა დიდებული მფარველია იგი. (სურა ალი იმრანი, 3/173) იბრძვიან არა მიწიერი კეთილდღეობისათვის, არამედ იმ ღვთიურ მისიისათვის, რაც თავიანთ თავზე აიღეს. ასევე ყურანში ვკითხულობთ, რომ მტრის სიმრავლე და ტექნიკური უპირატესობა მორწმუნეთ მხოლოდ რწმენას და ღვთისადმი მორჩილებას უძლიერებს:მორწმუნეებს შორის არიან კაცნი, რომელნიც ალლაჰთან დადებული აღთქმის ერთგულნი დარჩნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე მოიხადა თავისი მოვალეობა  და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ მოელის, მაგრამ არაფრით არღვევენ!“ (სურა აჰზაბი, 33/23) ეს მდგომარეობა შემდეგი აიათის განსახიერებაა. وَلَيَنْصُرَنَّ اللّٰهُ مَنْ يَنْصُرُهُۜ  „ალლაჰი უსათუოდ შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ემსახურება.“

ძვირფასო მუსლიმებო!
როდესაც მუსლიმებმა ყურად იღეს ღმერთისა და მისი შუამავალის მოწოდება, გადაუშალეს გულები ერთმანეთს და ერთიანობითა და სოლიდარობით იმოქმედეს, მათ ყველა სირთულე გადალახეს. როდესაც ისინი დანაწევრდნენ, დაიქსასნენ, ერთმანეთის საზრუნავზე არ იზრუნეს და ცოდნასა და ტექნოლოგიაში ჩამორჩნენ, მათი ძალა შესუსტდა, მჩაგვრელებმა თავიანთ ბოროტებას მოუმატეს. ყოვლისშემძლე გამჩენი ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგნაირად გვაფრთხილებს:ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (სურა ენფალი, 8/46)

ასე რომ, ძვირფასო მუსლიმებო!
მოდით, დღესაც გავაგრძელოთ სიმართლის მხარეს დგომა, როგორც გუშინ. გვერდზე გადავდოთ სექტანტური და რელიგიური განსხვავებები და გავაძლიეროთ თანაგრძნობა და სოლიდარობა. გავაძლიეროთ უმმეთი და სულიერი ძმობა. ვიყოთ ფხიზლად მათ წინააღმდეგ, ვინც დედამიწაზე არეულობის დათესვას ცდილობს. მხარი დავუჭიროთ ღონისძიებებს, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. არ დაგვავიწყდეს, რომ ღაზა მთელი კაცობრიობისთვის ზნეობისა და სინდისის გამოცდაა. როგორც კაცობრიობის ოჯახი, ჩვენ ან გავიმარჯვებთ ამ გამოცდას, ხელიხელჩაკიდებულები, ან ყველანი დავმარცხდებით.

მინდა ჩემი ქადაგება დავასრულო ვედრებით, რომელიც ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) წარმოთქვა ხენდეყის ბრძოლის დროს:ღმერთო ჩემო, რომელმაც მოავლინა წმინდა ყურანი, რომელიც სწრაფანგარიშმგები ხარ! დაამარცხე და გაანადგურე უსამართლო ჯგუფები! (ბუხარი, თევჰიდი, 34)

Comment here