Genelსათაურები

ჩვენი შუამავალი და ერთგული საზოგადოება

ღვთიური გზავნილის საფუძველზე ჩამოყალიბებული ზნეობრივი ღირებულებები არა მხოლოდ აძლევს ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალებას, არამედ სოციალური ერთიანობისა და სოლიდარობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს. ერთგულება, რომელიც შეიცავს მორალურ ქცევებს, როგორიცაა ლოიალობა და გულწრფელობა, არის ასევე ისეთი ზნეობრივად დადებითი ქცევების გამომხატველი, როგორიცაა  მიცემული სიტყვის შესრულება,  ერთგულება სიყვარულში, არ დავიწყებია გაკეთებული კარგი საქმეებისა, შესაბამისად მოქმედება და სხვა. ერთგულება, რომელიც მიღებულია ისლამური მორალის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად და რომელიც არეგულირებს რწმენისეულ ურთიერთობას ღმერთსა და მსახურს შორის, არის აღთქმა, რომელსაც მორწმუნე დებს თავის უფალთან და ამ აღთქმის მიხედვით ჩამოყალიბებული ქცევები და დამოკიდებულებები განსაზღვრავს მის კავშირს სიცოცხლესთან და სხვა არსებებთან.  ეს არის გამჩენის შეცნობა, თაყვანისცემის გამოხატვა და ღვთისმსახურების აღსრულება, ასევე მის მიერ მოვლენილი წყალობის მიმართ მადლიერება და დაფასება. ერთგულება სიკეთესა და ღვთისმოსაობაში უნდა გამოიხატებოდეს. ერთგულება, რომელიც ყურანში ძირითადი მორალური კონცეფციაა, ყურადღებას აქცევს, როგორც დიდ მორალურ სათნოებას, რომელიც უფრო მეტად უნდა გამოვლინდეს მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვით. ერთგულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს დაუკავშირდნენ სხვებს და თავიდან აიცილონ სოციალური დეზორგანიზაცია და არეულობა. ამ თვისების მეოხებით ერები სათნონი ხდებიან ხოლო  სახელმწიფოებმა ამ სათნოებით შეძლეს თავიანთი რეპუტაციის დაცვა, ოჯახებმა კი შეძლეს მყარად  არსებობის გაგრძელება.

ყურანში, ყოვლისშემძლე ალლაჰი, რომელიც ადამიანებს მხარს უჭერს  თავისი გზავნილით და ასწავლის სწორი გზით ცხოვრებას თავისი შუამავლის მეშვეობით, შეახსენებს მათ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთგულების დაცვა ბევრ საკითხში, როგორიცაა მშობლების მიმართ პატივისცემა და სიყვარული, სიტყვის ერთგულება, ობლების საკუთრების დაცვა და სხვა. ყურანი ასევე გვასწავლის, რომ ყველა შუამავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საერთო თვისება ერთგულებაა.  ყურანი ერთის მხრივ გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიყოთ ერთგულები ალლაჰისა და მისი მსახურების მიმართ, მეორეს მხრივ, ის ასევე გვაფრთხილებს ურწმუნოების მაგალითების ჩვენებით. ჩვენს წმინდა წიგნში, სადაც ასევე არის ნახსენები აღთქმა ალლაჰსა და მის მსახურებს შორის, არის მტკიცე მოთხოვნა, რომ არ დაირღვეს ალლაჰის სახელით დადებული აღთქმა. წმინდა წიგნი აქებს ადამიანებს, რომლებიც ავლენენ ერთგულებას ალლაჰისა და ხალხის მიმართ და სათანადოდ იცავენ თავიანთ დადებულ პირობას. ეს ქცევა მორწმუნეთა მახასიათებლად არის მოხსენიებული. ამ მიმართულებით დიდი ჯილდოები ელოდება მათ, ვინც ალლაჰთან დადებული აღთქმის ერთგული რჩება. ისინი, ვინც არ შეასრულებენ თავიანთ აღთქმებს, აღწერილი არიან როგორც მატყუარები და ისინი საიქიოში რაიმე სიკეთეს აღარ უნდა ელოდონ.  

ღირსეული მორწმუნეების თვისებების ჩამოთვლისას, ერთგულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა და ყურანში მოცემული ისტორიებიც ამის დასტურია.  ჩვენი შუამავლის ცხოვრება  სავსეა ალლაჰის ბრძანებების, ოჯახის, მეგობრებისა და გარემოსადმი ერთგულების მაგალითებით. ჩვენ მოწმენი ვართ ერთგულების მრავალი მაგალითის, როგორიცაა მისი ერთგულება თითოეული შუამავლისადმი ინდივიდუალურად, მისი ერთგულება მიმდევრებისადმი, მისი ერთგულება იმ სამშობლოს მიმართ, საიდანაც იგი ძალით იქნა განდევნილი, და ასევე ცოცხალი და უსულო არსებების მიმართ. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე განასახიერებდა ერთგულებას და სათნოებას, რის გამოც “ელ-ემინის” სახელით იცნობდნენ. ჩვენი შუამავალი, რომელიც აღთქმის შესაბამისად მოქმედებას  რწმენის ნაწილად თვლიდა და ავლენდა ერთგულების საუკეთესო მაგალითებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთგულებას იჩენდა ღვთისადმი თაყვანისცემასა და მისდამი უსაზღვრო მადლიერებაში. ის ასევე ერთგულებას ავლენდა ადამიანებთან ურთიერთობაში და ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში არის ასახული.  მან გვაჩვენა ერთგულების მნიშვნელობა თავისი ოჯახის, თანამოაზრეებისა და მიმდევრებისთვის იმით, რომ ხაზს უსვამდა ერთგულებას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც და უმცირესი სიკეთისთვისაც შესაბამის რეაგირებას აფიქსირებდა. ყველაზე რთულ დროსაც კი, როგორიცაა ომი, არსად ჩანს, რომ მან  თავისი შეთანხმება დაარღვია.

ჰზ. შუამავალი ყოველთვის ერთგულებით მოქმედებდა მათ მიმართ, ვინც ისლამს ემსახურებოდა. არასოდეს ტოვებდა მათ მსახურებას და სიკეთეს უპასუხოდ, არასოდეს ივიწყებდა მათ, ვინც წვლილი შეიტანეს ისლამის გზაზე. ჩვენი შამავალი, რომელიც არასოდეს ივიწყებდა ალლაჰის გზაზე მოწამეობრივად დაღუპულებს, ცდილობდა მათი შვილების აღზრდას და დარჩენილი ოჯახების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ის ასევე ამხნევებდა თავის თანამებრძოლებს. ჰზ. შუამავალი აფასებდა ყველა მორწმუნის ერთგულებას და გარდაცვლილებს სიკეთით ახსენებდა, ხოლო მათ მიერ დატოვებულ ოჯახის წევრებს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა. ის არის ერთგულების შუამავალი, რომელსაც არასოდეს ავიწყდებოდა მექა და რომელსაც ასევე უყვარდა უჰუდიც, სადაც ყველაზე რთულ ვითარებაში შეაფარა თავი. მისი ერთგულება ერთნაირია ყოფიერებაშიც და არარაობაშიც და მან გავლენა მოახდინა არა მარტო მორწმუნეებზე, არამედ ურწმუნოებზეც.

დღევანდელ სამყაროში, სადაც მუდმივად ვითარდება საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ერთგულება, რომელიც ერთ-ერთი ადამიანური და სოციალური ღირსებაა, სამწუხაროდ,  მივიწყებულია. ჩვენს საზოგადოებაში ესოდენ მნიშვნელოვანი მორალური ღირებულება  დღითიდღე გაქრობის პირასაა. თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც დაფუძნებულია მატერიალურ სიამოვნებაზე, მარგინალიზებენ სულიერ ფასეულობებს და ადამიანის ცხოვრების ცენტრალურ ხაზად შინაგანი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილებას აფიქსირებენ.  ისინი ამზადებენ ფართო ნიადაგს, რომელიც გამოიწვევს ყველა ზნეობრივი ცნების დაცლას და მნიშვნელობის დაკარგვას. თუმცა, ისეთი ფასეულობები, როგორიცაა გულწრფელობა, ერთგულება, პირობის დაცვა, ნდობა, თავგანწირვა, თანამშრომლობა და სოლიდარობა, რომლებიც არის ისლამის რელიგიის მიერ აღიარებული სათნოებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინდივიდუალური და სოციალური მშვიდობა და რომლებითაც იკვებება ერთგულების გრძნობა, არის ის სათნო ქცევები, რომლებიც სწორად წარმართავს ადამიანის ცხოვრებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ქცევები სასიცოცხლო როლს თამაშობს საზოგადოებრივი მშვიდობის, ერთიანობისა და სოლიდარობის უზრუნველსაყოფად და ჩვენ ამ ყველაფრის შესაბამისად ვაყალიბებთ ჩვენს ცხოვრებას.

„დიახ! ვინც აღთქმა აღასრულა და ღვთისმოშიში გახდა, უეჭველად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი!“ (ალი იმრანი 3/76)
პროფ. დოქ. ალი ერბაში
რელიგიის საქმეთა მინისტრი

Comment here