ზოგადისათაურებიხუტბა

ყადირის ღამე:
ყურანით
გასხივოსნებული ღამე

 

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ წლის რამადანის თვის უკანასკნელ დღეებს ვითვლით. დღეს კი კვირის დღესასწაული, პარასკევი დღეა. ამაღამ ათას თვეზე უკეთესად წოდებული ყადირის ღამეა. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა ამ ძვირფას ღამეზე დასწრების შესაძლებლობა გვიწყალობა. ვლოცავთ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს. დალოცვილ იყოს ჯუმა და ყადირის ღამე!

ძვირფასო მორწმუნენო!
ყადირის ღამის ესოდენ დიდ მნიშნელობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ პირველად ყურანის მოვლინება ამ ღამეს დაიწყო. ყურანში ამ ძვირფასი ღამის შესახებ ვკითხულობთ:

უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი  ყადირის  ღამეს! რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე? ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული , ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!” (ყადირი, 97/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი წმინდა წიგნის ყურანის ერთ-ერთი სახელი ბურჰანია, რაც უეჭველ ჭეშმარიტებას ნიშნავს. ვინც მას გაჰყვება ამაღლდება,ხოლო ვინც მისგან პირს იბრუნებს, დამდაბლდება. ყურანი ასევე ჰაქიმია, რაც სიბრძნის მატარებელს ნიშნავს. ვინც ყურანის მოძღვრებას გაჰყვება ღვთის კმაყოფილებას მოიპოვებს, ხოლო ვინც მის მოძღვრებას ყურად არ იღებს, უბედურებაში ჩავარდება. ყურანი ამავდროულად ფურყანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტებასა და ცდომილებას ნათლად განასხვავებს. ვინც მას დაუჯერებს ჭეშმარიტებას ეზიარება, ხოლო ვინც მას უგულებელყოფს, გზას ასცდება. ყურანი იგივე ზიქრია. ვინც მას გაჰყვება სიმშვიდეს ჰპოვებს, ხოლო ვინც მას მიატოვებს, ღვთის წყალობას ვერ ეზიარება. ყურანი მუბინია. ვინც მას წაიკითხავს და მისით იცხოვრებს, ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ჰპოვებს, ვინც მას ამ მიჰყვება, წყვდიადს განიმზადებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი მოგვიწოდებს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ერთგულნი ვიყოთ და ჩვენი რწმენის ერთგულება გამოვიჩინოთ. ყურანი მოგვიწოდებს, რომ გავყვეთ შუამავლის გზას და მისი ზნეობა გავითავისოთ. ყურანი გვასწავლის, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად გავაკეთებთ, საიქიოში განკითხვის საგანი გახდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ამბობს: “ღმერთი ყურანით მრავალთ აღამაღლებს და ასევე მრავალთ დაამდაბლებს”. (იხ. მუსლიმი, “მუსაფირინ”, 269) თუ ჩვენ ყურანის მოძღვრებას მივყვებით და შუამავლის მიერ ნასწავლები გზით ვივლით, ღმერთი წყალობას არ მოგვაკლებს და აგვამაღლებს. ამ გზით დედამიწაზე სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა და მშვიდობა დამკვიდრდება. ამ გზით უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ნაბიჯებს გადავდგამთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: “ვინც რწმენითა და მადლის ღვთისგან მოლოდინით ყადირის ღამეს წესისამებრ გაატარებს, წარსულის ცოდვები მიეტევება”. (იხ. ბუჰარი, “სავმ”, 6) ყადირის ღამე ხელსაყრელ მომანტად უნდა აღვიქვათ და შინაარსიანად გამოვიყენოთ. უნდა ვეცადოთ, რომ ყურანი ჩვენი ცხოვრების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცეს. ოჯახის წევრებს, ბავშვებს ყურანის მნიშნელობაზე უნდა ვესაუბროთ და მისი კითხვა შევაყვაროთ. ამ ღამეს მრავალგზის ვედრება უნდა აღვავლინოთ და ღმერთს ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მთელი ისლამური სამყაროსი და კაცობრიობის გადარჩენა ვთხოვოთ. ამ ღამეს ხშრად გავიმეოროთ ვედრება, რომელსაც შუამავალი გვასწავლის: “ღმერთო! შენ მიმტევებელი ხარ. მიტევება გიყვარს. მომიტევე!” (იხ. თირმიზი, “დეავათ”, 84)

ძვირფასო მორწმუნენო!
სანამ ქადაგებას დავასრულებ, ორი რამ მინდა გაგიზიაროთ. ჩემო ძმებო და დებო, პირველ რიგში, ყველას გეპატიჟებით ჩვენი მეჩეთების სულიერ ატმოსფეროში და ერთად აღვასრულოთ სადღესასწაულო ბაირამის ლოცვა. ყველამ ერთად ღმერთს შევევედროთ, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე უსამართლობა მალე დასრულდეს, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში. მეორე მხრივ, ამ ბაირამთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი თავის მშობლიურ მხარეში გაემგზავრება, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ გზაზე მოძრაობისას, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა ეს სადღესასწაულო დღეები ტრაგედიად არ გადავაქციოთ.

ყოვლისშემძლე ღმერთმა დაგვიფაროს ყოველგვარი უბედური შემთხვევისგან და ყველა ადამიანმა შინ მშვიდობით მიაღწიოს.

Comment here