Genelსათაურებიხუტბა

ღმერთი ცოდნის გზაზე დამდგარ ადამიანს სამოთხეში შესვლას გაუადვილებს

ძვირფასო მორწმუნენო!

ერთხელ შუამავალმა თავისი მეგობრები შეკრიბა და ცოდნის მნიშვნელობა აუხსნა: ვინც ცოდნის შესაძენად გზას დაადგება, ღმერთი მას სამოთხისკენ მიმავალ გზას გაუადვილებს. ანგელოზები, კმაყოფილების გამოხატვის მიზნით, ცოდნის მაძიებელ მოსწავლეს ფრთებს გადააფარებენ. დედამიწაზე არსებული ყველა არსება, წყალში მოცურავე თევზების ჩათვლით, ცოდნის მაძიებელი ადამიანის მიტევებისთვის ღმერთს შეევედრებიან. განსწავლული ადამიანის უპირატესობა ისეთივეა, როგორც მთვარეა გამორჩეული ვარსკვლავებში. სწავლულები შუამავლების მემკვიდრეები არიან. შუამავლები ოქროსა და ვერცხლს არ ტოვებენ. მათი დატოვებული ერთადერთი მემკვიდრეობა ცოდნაა. გამომდინარე აქედან, ვინც მას აიღებს, დიდ განძს დაეუფლება“.  (იხ. თირმიზი, „ილიმ“ 19)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მოვლინების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადამიანებზე ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზების შესწავლებაა. ისლამი უპირისპირდება უმეცრებას და ყველაგან ცოდნას ნერგავს. ადამიანი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის ცოდნის მიღებას, სწავლას და განვითარებას საჭიროებს. ადამიანი ღვთიური გზავნილის გაგებას სწავლის გზით შეძლებს. შესაბამისად ის მუდმივად უნდა სწავლობდეს. მორწმუნე ადამიანი თავის გონებას, გულსა და სინდისს სწავლით გააცისკროვნებს. ის თავისი გაჩენის მიზანს მხოლოდ სწავლით მიაღწევს. ზნეობასა და სათნოებას ცოდნის მიღებით მიაღწევს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ცოდნის წყარო თავად გამჩენია. ის ყოვლისმცოდნეა. მან ასწავლა ადამიანს ის, რაც არ იცოდა. შესაბამისად, ცოდნა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რაოდენაც ის ადამიანს ღმერთთან და რწმენასთან აახლოებს. ამქვეყნიური სარგებელის მიღების მიზნით შეძენილი ცოდნა ღვთის წინაშე უმნიშვნელოა. ეს ყველაფერი წმინდა აიათით დასტურდება:

ეშინიათ ალლაჰის მის მსახურთაგან ცოდნის მქონეთ. უეჭველად, ალლაჰი  ძლევამოსილია, შემნდობია!“ (ფათირი 35/28)

დიახ, ცოდნა ცოდნის მიღება, სწავლა ის საშუალებაა, რომელიც ადამიანს ღმერთთან დაახლოვებს და მისდამი სიყვერულს აგრძნობინებს. ამავდროულად, ყოველი ცოდნა, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია, ღვთის წინაშე დაფასებულია. ასევე,  ჭეშმარიტი ცოდნა მაშინაა სასარგებლო, როცა ის პრაქტიკაში განხორციელდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა სკოლებს უბრუნდება. მათი უსაფრთხოებისა და ეპიდემიისგან მაქსიმალურად დასაცავად, თითოეულ ჩვენთაგან გარკვეული პასუხისმგებლობა გვეკისრება. საამისოდ კი ყველანაირი პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

ბოლოს კი, უზენაეს გამჩენს ვთხოვ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა ყოველგვარი ფიზიკური თუ სულიერი დაავადებებისგან დაიფაროს და ბედნიერი მომავალი უწყალობოს. ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებები მინდა ვუსურვო.

 

 

Comment here