Genelსათაურებიხუტბა

სურა „მულქის“
გზავნილები

ძვირფასო მორწმუნენო!
დღევანდელი ხუტბას თემა „თებარექეს“ სახელით ცნობილი სამოცდამეშვიდე სურას, მულქის გზავნილები იქნება. ჩვენს შუამავალს დაძინების წინ ამ სურას კითხვა ჩვევად ჰქონდა. მოდით, გავიხსეოთ ის გზავნილები, რომლებიც სურა მულქში გვხვდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
მულქის სურა პირველ რიგში განაცხადია იმისა, რომ ცისა და დედამიწის, მათ შორის არსებული ყველაფრის ერთადერთი პატრონი უზენაესი გამჩენია. უზენაესი გამჩენი ამ სურას პირველივე აიათში ასე ბრძანებს:

რაოდენ დიადია იგი, რომლის ხელთაცაა მეუფება და რომელსაც ძალუძს ყველაფერი!“ *მულქ, 67/1)

დიახ, ჩვენი გამჩენი აბსოლუტური მფლობელია ყოველივესი და მხოლოდ მის ხელთაა ჭეშმარიტი მეუფება. მხოლოდ მას აქვს აბსულუტური ძალაუფლება ყველასა და ყველაფერზე. ჩვენ კი მის ყოვლადძლიერებას უნდა მივეგედლოთ და ბოლომდე მივენდოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მის წყალობას, მის მფარველობას ყოველთვის ვსაჭიროებთ და ამ ცნობიერებით უნდა ვიცხოვროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მულქის სურა გვასწავლის, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ფუჭი და წარმავალია. აღნიშნული სურას მეორე აიათში უზენაესი გამჩენი ასევე ბრძანებს:

რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!“ (მულქ, 67/2)

აიათის შინაარსიდან ჩანს, რომ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება გამოცდაა და როდესაც აქ ყოფნის ვადა ამოგვეწურება, ყველანი საიქიოში გავემგზავრებით, სადაც განკითხვა მოგვიწევს. ამ გამოცდის მოთხოვნაა, რომ ჩვენ გამოვიდებით როგორც კარგად ყოფნით, ასევე განსაცდელითაც. მორწმუნე მუსლიმი გამოცდის ყველა ეტაპს გულწრფელი რწმენითა და მოთმინებით შეხვდება.

 ძვირფასო მორწმუნენო!
სურა ელ-მულქი გვასწავლის, რომ სამყაროს გაჩენა და მისი ფუნქციონირება უნიკალურ წონასწორობის მიხედვით  ჩვენი უფლის არსებობასა და ერთადერთობაზე მიუთითებს. ის აფრთხილებს ურწმუნოებს, რომლებიც ყურად არ იღებენ ჩვენი გამჩენის მოწოდებას მკაცრი სასჯელის შესახებ. ურწმუნოები, რომლებიც დღეს ხოცავენ მუსლიმებს და ტოვებენ მათ მშიერსა და მწყურვალთ, ვერ გადარჩებიან ამქვეყნიური დამცირებისგან და საიქიოში კი ჯოჯოხეთის მკვიდრნი გახდებიან. ერთადერთი, რასაც დიდი სინანულით იტყვიან განკითხვის დღეს, იქნება: „ნეტავ სიმართლე მოგვესნიმა და გონს მოვსულიყავით“. თუმცა, ღმერთი მათ სინანულა აღარ შეიწყნარებს და სამუდამო ტანჯვისთვის გაწირავს.

ძვირფასო მორწმუნენო!
სურა ელ-მულქი ასევე გადმოგვცემს სასიხარულო ამბავს, რომ მორწმუნეებს ალლაჰისგან დიდი ჯილდო ელოდებათ. მორწმუნეებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ეს სასიხარულო ამბავი, გულწრფელად უნდა ეშინოდეთ გამჩენისა და მის ბრძანებებს ასრულებდნენ. ასეთი მორწმუნენი სრულად ასრულებენ მის ბრძანებებს, გაურბიან მის აკრძალვებს და ემორჩილებიან ისლამურ მორალს. მორწმუნენი გამოხატავენ თავიანთ ლეგიტიმურ რეაქციებს იმ ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელსაც განიცდის ყველა ჩაგრული ხალხი, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში მცხოვრები მუსლიმები. ისინი ერთის მხრივ ომს და მეორე მხრივ შიმშილს ებრძვიან. მორწმუნე ადამიანები თავიანთ დაჩაგრულ ძმებს არასოდეს დაივიწყებენ და მათი გადარჩენისთვის ვედრებას არ დაიშურებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სურა მულქი გვასწავლის, რომ ალლაჰმა  ყველა ჩვენი სიტყვა იცის და ყველაფერი, რაც ჩვენს გულებში გადის, მიუხედავად იმისა, ვმალავთ თუ ვამბობთ მათ, მისთვის ცხადზე უცხადესია. ჩვენი მოვალეობაა, გამოვიყენოთ ჩვენი ხელები, ენა, გონება და გული ისე, რომ ღვთის კმაყოფილება გამოვიწვიოთ. ეს ნიშნავს ყოველგვარი ბოროტებისგან თავის არიდებას, სიყვარულისა და სიკეთის გავრცელებას მთელ მსოფლიოში და საკუთარი თავის განკითხვის დღისთვის მომზადებას.

სურა მულქი ასევე გვასწავლის ყველა იმ წყალობას, რაც ღმერთმა მოგვმადლა. მან დედამიწა ჩვენთვის გააჩნა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. მან მოგვმადლა გონება და გული, რათა გავიგოთ ჭეშმარიტება და ვემსახუროთ სამყაროს გამჩენს.

რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც სურა ელ-მულქის გზავნილებს  საკუთარ ცხოვრებაში ასახავს. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ცდილობენ იყვნენ ისეთი მორწმუნეები, როგორიც ჩვენს გამჩენს სურს. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ღვთის კმაყოფილებას  თავიანთი საქმის საუკეთესოდ და სწორად შესრულებით იმსახურებენ.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრებას მოვუსმინოთ: „ღმერთო! შენი წყალობით გავიღვიძეთ. შენი წყალობით დავაღამეთ. შენი წყალობით ვცოცხლობთ და შენი წყალობით გარდავიცვლებით. მხოლოდ შენდამია დაბრუნება“. (იხ. თირმიზი, „დეავათ“, 13)

Comment here