Genelსათაურები

მუჰარრემის თვე და ღვთისმსახურება

ყურანის მიხედვით ოთხი თვე ყველაზე მადლიანადაა მიჩნეული და მათგან ერთერთი მუჰარრემის თვეა. ამ თვეში ღვთისმსახურებაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ცალკე მადლია. მუჰარრემის თვის მე-10 დღესაა აშურას დღე და რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ დღეს მრავალი სასწაული განხორციელებულა. რა არის მუჰარრემის თვის მადლი? რა სახის ღვთისმსახურება სრულდება ამ თვეში?

მუჰარრემის თვე, რომელიც ყურანშია ნახსენები, არა მარტო ისლამში, არამედ სხვა რელიგიებშიც ძალიან ძვირფასია. მისი სახელწოდებაც პატივსაცემს ნიშნავს. სხვა ყველა განსაკუთრებულ თვისებებთან ერთად, ეს თვე, ჰიჯრის კალენდრის პირველი თვეა. შუამავალი გვირჩევს, რომ ამ თვეში ღვთისმსახურებასა და ვედრებას დდი მნიშვნელობა მივანიჭოთ.  

რა არის მუჰარრემის თვის მნიშვნელობა?
რელიგიების ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ თვეს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ამ თვეში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა განხორციელდა. მუჰარრემის თვეში მოხდა ცნობილი ტრაგედია, რომელიც ჰზ. ჰუსეინს და მის შვილებს უკავშირდება. მუჰარრემის თვეში მოინანია ჰზ. ადამმა თავისი ცოდვა და მისი მონანიება ღვთის მიერ მიღებული იქნა.

სასწაულები და მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მუჰარრემის თვეში განხორციელდა.

  • მუჰარრემის თვის მეათე დღეს, ქარბელაში, ჰზ. ჰუსეინი და მასთან მყოფი 72 ადამიანი იეზითის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.
  • ჰზ. იდრისი ცოცხლად ამაღლდა ზეცად.
  • ჰზ. ნოეს გემი წარღვნას გადაურჩა და ხმელეთს მიადგა.
  • ჰზ. აბრაამი ცეცხლში არ დაიწვა.
  • ჰზ. იაკობი თავის შვილს, იუსუფს შეხვდა.
  • ჰზ. ეუბი ავადმყოფობისგან განიკურნა.
  • ჰზ. მოსემ თავის ხალხთან ერთად წითელი ზღვა გაიარა და ფარაონის ტყვეობისგან გათავისუფლდა.
  • ჰზ. იუნუსი თევზის მუცლიდან გათავისუფლდა.
  • ჰზ. იესო ამ თვეშ დაიბადა და ასევე ამ თვეში ზეცად ამაღლდა.

როდის არის 2021 წლის აშურა დღე? წელს როდის იწყება მუჰარრემის თვე?

რა სახის ღვთისმსახურება სრულდება მუჰარრემის თვეში?

ლოცვა
ზილჰიჯჯეს თვის ბოლო ღამეს, როდესაც მუჰარრემის პირველი დღე თენდება, ორი მუხლი ლოცვის შესრულება დიდი მადლია. ორმუხლიანი ლოცვის თითოეულ მუხლზე 7 ფათიჰა, 7 აიეთელ ქურსი და 7 იჰლასი იკითხება. ლოცვის დასრულების შემდეგ მლოცველები თევბე ისთიღფარს კითხულობენ და ვედრებას აღავლენენ.

მუჰარრემის თვის 1 რიცხვიდან 10 რიცხვამდე ერთხელ სრულდება 6 მუხლი ლოცვა. აღნიშნული ლოცვა საღამოს ლოცვიდან ღამის ლოცვამდე დროში სრულდება, მაგრამ მისი შესრულება ღამის ლოცვის შემდეგაც შეიძლება.

აღნიშნული 6 მუხლი ლოცვა შემდეგნაირად სრულდება: „განვიზრახე ვილოცო, ღვთის გულისათვის,  მუჰარრემის თვის 6 მუხლი ლოცვა, რათა გამოვისყიდო ის შეცოდება, რომელიც ნებისმიერი მეზობლის, თანამორწმუნე ძმის ან ნებისმიერი ადამიანის წინაშე მიმიძღვის. 

  1. მუხლი: 1 ფათიჰა, 1 აიეთელ ქურსი, 1 იჰლასი
  2. მუხლი: 1 ფათიჰა, 10 იჰლასი.
  3. მუხლი: 1 ფათიჰა, 1 ელჰაქუმუთ-თექასურ, 11 იჰლასი.
  4. მუხლი: 1 ფათიჰა, 10 იჰლასი.

5.მუხლი: 1 ფათიჰა, 1 3 ქაფირუნი, 11 იჰლასი.

  1. ფათიჰა, 10 იჰლასი.

მარხვა
მუჰარრემის თვე რეჯების, შაღბანისა და რამადანის შემდეგ ყველაზე მადლიან თვედ ითვლება, ამიტომ ამ თვეში მახრვა დიდი მადლია. ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს შეუძლია სასურველი რაოდენობის დღეები იმარხულოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვის 9-10-11 რიცხვებში მარხვა.

ვედრება და ხსენება

  1. დღეს 100-ჯერ ესთეღფირულლაჰ
  2. დღეს 100-ჯერ სუბჰანელლაჰ, ელჰამდულილლაჰ, ელლაჰუ ექბერ
  3. დღეს 313-ჯერ ია-სელამ
  4. დღეს 100-ჯერ „ლაა ილაჰე ილლელლაჰუ ვეჰდეჰულა შერიქელეჰ ლეჰულ მულქუ ვე ლეჰულ ჰემდუ ვეჰუვე ღელა ქულლი შეინ ყედირ“
  5. დღეს 100-ჯერ ია რაჰმან, ია რაჰიმ.
  6. დღეს 100-ჯერ „ლაა ჰევლე ვე ლაა ყუვვეთე ილლა ბილლაჰი ალეილ აზიმ“
  7. დღეს 100-ჯერ იჰლასის სურა.
  8. დღეს 100-ჯერ „ლა ილაჰე ილლელლაჰ მუჰამმდურ რესულულლაჰ“.
  9. დღეს აშურა დღისთვის საყიდლებზე წასვლა.
  10. დღეს 41-ჯერ სელამუნ ყევლენ მირრაბინ რაჰიმ

33-ჯერ ეშჰედუ ელლაა ილაჰე ილლელლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰ.
66-ჯერ იჯლასის სურა

როდის დგება მუჰარრემის თვე?
მუჰარრემის თვე 9 აგვისტოს, ორშაბატიდან იწყება და 8 სექტემბერს, ოთხშაბათ დღემდე გრძელდება.

Comment here