Genelსათაურებიხუტბა

მუსლიმი რელიგიური და
ზნეობრივი ღირებულებებით
ცხოვრობს

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი წმინდა ყურანში ბრძანებს:

თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ეწრმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან“. (ალი იმრან 3/110)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი მორწმუნე, რომელიც „საუკეთესო უმმეთის“ წოდებას იმსახურებს, თავის გულსა და გონებაში მხოლოდ და მხოლოდ ისლამურ ღირებულებებს ათავსებს. ჭეშმარიტი მორწმუნე ყურადღებით ეკიდება ყველა იმ იდეას, მოსაზრებას, პრაქტიკას ან ჩვევას, რომელთა საფუძველი ღვთიურ გზავნილს არ ეყრდნობა. ის ყველა იმ საფრთხეს იაზრებს და გაურბის, რომლებმაც შესაძლოა მისი რწმენა დააზიანოს. მის სიტყვასა და ქცევებს ისლამის ზნეობა განსაზღვრავს. ნამდვილი მორწმუნისათვის ამქვეყნიური მისწრაფებები და ლტოლვები ინტერესის საგანი არ გახლავთ. მან იცის ალალი შრომისა და ამ შრომით მიღებული სარჩოს ბარაქიანობის ფასი. მან იცის, რომ ყოველი მისი ნამოქმედარისთვის პასუხისგება გარდაუვალია. მას მხოლოდ ალალი აკმაყოფილებს, თუნდაც მცირედი იყოს. ის ასევე შორს დგას ალკოჰოლისა და აზარტული თამაშებისგან და ასეთ სახიფათო და მავნე ჩვევებში სიცოცხლეს არ ხარჯავს. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ჭეშმარიტი მორწმუნე მუსლიმი რომელიმე პოპულარული კულტურის ხაფანგში არ გაებმება და ისლამისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესს არ გაჰყვება. ყველა ის სიმბოლო, გართობის ფორმები და შეხედულებები, რომლებიც ისლამს არ შეესაბამება, მართლმორწმუნე მუსლიმს არ შეეფერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრადიცია და რწმენა დასუსტდება და მომავალი თაობები ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და მორწმუნეობრივ ღირებულებებს აცდებიან. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ერი განადგურდა და ამის მიზეზი ჯერ რწმენისა და ღირებულებების, შემდეგ კი კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების დაკარგვა იყო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს: „ვინც სხვა ხალხზე დამსგავსებას ცდილობს, ის მათთაგანია“. (იხ. ებუ დავუდი, ლიბას, 4)

როდესაც ადამიანი საკუთარ ღირებულებებს, საკუთარ რწმენას უღალატებს და სხვისი რწმენის, სხვისი ტრადიციებისა და ადათების მიხედვით მოქცევას დაიწყებს, ბოლოს მათსავით იფიქრებს და მათიანი გახდება. ფიზიკური მსგავსება საბოლოო ჯამში სულიერ მსგავსებას წარმოშობს. 

ამრიგად, ჩვენ უნდა გვესმოდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ღვთისა და მომავალი თაობების მიმართ გაგვაჩნია. მთელი გულით ყურანსა და სუნას მივეჯაჭვოთ. ცხოვრების ნებისმიერი წამი ისლამის ზნეობით ვიცხოვროთ. ყოველმხრივ მოვერიდოთ ყველა იმ სიტყვასა და ქცევას, რომლებიც ჩვენი გაჩენის მიზანს დაგვაშორებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ღირსეული საზოგადოება რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებებით არსებობს და ფეხზე დგომას განაგრძობს.

Comment here