Genelსათაურებიხუტბა

მსხვერპლშეწირვა:
ერთი ღმერთის რწმენის სიმბოლო
და ისლამის ნიშანი

 

ძვირფასო მორწმუნენო!
მედინაში ბაირამის დილა გათენდა. მორწმუნეთა გულები ბაირამის სიხარულითა და მღელვარებით იყო სავსე. ყველანი შუამავლის მეჩეთში შეიკრიბნენ და ბაირამის ლოცვა ერთად აღავლინეს. შუამავალმა ბაირამის ხუტბა წაიკითხა შემდეგ კი ჯერი მსხვერპლის შეწირვაზე მიდგა. შუამავალმა, როგორც წესი, ორი სამსხვერპლე პირუტყვი მოამზადა. როდესაც შესაწირი პირუტყვები მოუყვანეს, ქააბას მიმართულებით დააწვინა და შემდეგი აიათი წაიკითხა:

უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი (ღვთისმსახურებანი) ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.

მოზიარე არ ჰყავს მას. (162-ე აიათში მოხსენებულნი) მე ეს (მონოთეიზმი, ერთღმერთიანობა) მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი“. (ენღამი 6/162-163)

შემდეგ შუმავალმა შემდეგი ვედრება აღავლინა:

„ღმერთო! ეს შესაწირი შენი წყალობაა. მუჰამმედისა და მისი მიმდევრების მხრიდან შენ მოგეძღვნება“ (იხ. იბნ მაჯე, „ედაჰი“ 1; ებუ დავუდ, „დეჰაია“ 3-4)

„ღმერთო! მიიღე ჩემი, ჩემი ოჯახისა და ჩემი მიმდევრების შესაწირი“. (იხ. მუსლიმ, „ედაჰი“ 19)

ძვირფასო მორწმუნენო!
უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ღვთის წინაშე, რათა ისევ მოგვასწრო ამ ძვირფას დღეს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. მომავალ სამშაბათს მთელი ისლამური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს იზეიმებს. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთი ღმერთის რწმენის სიტკბოებას, შუამავალის მიმდევრობის არსს და თანამორწმუნე ძმების სიყვარულს ვეზიარებით. შეიძლება ამ წელს ჰაჯზე წასვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ ჩვენი ვედრებით ვუერთდებით იმ ვედრებას, რომელსაც ჩვენი თანამორწმუნე ძმები წმინდა ადგილებში ყოფნისას აღავლენენ. ჩვენს მიერ შეწირული მსხვერპლით ღვთისადმი ერთგულებას და თაყვანისცემას კიდევ ერთხელ გამოვხატავთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლშეწირვა, როგორც ღვთისმსახურება, ჰზ. ადამიდან მოყოლებული დღემდე მორწმუნეთა ვალდებულებას წარმოადგენს. მსხვერპლშეწირვა ერთი ღმერთის რწმენის სიმბოლო და ისლამის მნიშვნელოვანი  მახასიათებელია. მსხვერპლშეწირვა ღვთის კმაყოფილების მოპოვებისა და მისდამი თაყვანისცემის გამოხატვის მცდელობაა. ეს არის უზენაესის წინაშე ერთგულების, თაყვანისცემის, მინდობის და მადლიერების გაცხადება. მსხვერპლშეწირვა სიმბოლოა იმისა, რომ მორწმუნე მზადაა ღვთის წინაშე ყველაფერი შესწიროს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლშეწირვა, როგორც ღვთისმსახურება, ღვთის გულისათვის მოწყალების გაღებისა და სხვებზე ხელის გაწოდების ბედნიერებას გვაზიარებს. ამ გზით ამქვეყნიური სიამეთა ტყვებისგან ვთავისუფლდებით და სიძუნწეს ვძლევთ. მსხვერპლის შეწირვით უზენასს ვუახლოვდებით და ამავდროულად გაჭირვებული ადამიანებისთვის სიხარული მოგვაქვს. ამ დღეებში გაღებული დახმარება და ქველმოქმედება გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს. მორწმუნე მუსლიმები ნაცნობის თუ უცნობის, ყველას გულს ახარებენ. მსხვერპლშეწირვის ღვთისმსახურება მუსლიმთა ერთიანობის, მათი ძმობის, თანადგომისა და სიყვარულის გამოხატულებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
თურქეთის დიანეთს ფონდი და რელიგიიის საქმეთა სამინისტრო, როგორც წინა წლებში, წელსაც, თავდებობის გზით, მსხვერპლშეწირვის ორგანიზებას ახორციელებს. „მსხვერპლი შესწირე და სულიერ ძმას დაუახლოვდი“, ეს არის მოწოდება, რომლის გათვალისწინებით მორწმუნე მუსლიმების გაღებული შესაწირი მსოფლიოს ყველა კუთხეში იმ ადამიანებს უნაწილდებათ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

ძვირფასო მორმწუნენო!
ხუტბას დასასრულს, მსურს ერთი მნიშვნელოვანი რამ შეგახსენოთ. ბაირამის გამო, როგორც წესი, ბევრი ჩვენგანი სხვა და სხვა კუთხეში გამგზავრებას დააპირებს. მგზავრობისას დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და მოთმინება გამოვიჩინოთ. ნუ დავარღვევთ სხვა ადამიანების უფლებებს და ასევე გავუფრთხილდეთ სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ნუ დავუშვებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებმა ამ ბაირამის სიხარული ჩაგვაშხამოს.

დიად ღმერთს ვთხოვ, ყოველგვარი განსაცდელის, ცუდი შემთხვევისა და უბედურებისაგან დაგვიფაროს. მრავალ ბაირამს დაესწარით ჯანმრთელობით, სიხარულითა და ბედნიერებით.

Comment here