Genelსათაურებიხუტბა

ახალგაზრდა,
რომელიც არშის
ჩრდილში დაივანებს

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი უდიდესი წყალობა, რომელიც ღმერთმა ადამიანს მოჰმადლა, არის ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრების ბავშვობიდან მოხუცებულობას შორის პერიოდს მოიცავს და ის ადამიანის ცხოვრების ყველაზე შინაარსიანი ეტაპია.

ახალგაზრდა ადამიანს უსაზღვრო ოცნებები და ამოუწურავი ენერგია გააჩნია. მისი ორგანიზმი, სული, აზროვნება და პიროვნება სისტემატიურ ცვლილებებს განიცდის. ის ყველაფერს განსხვავებული თვალით უყურებს, რაც მის გარშემო ხდება. ამაში შედის თვითშეფასებაც. ახალგაზრდა ადამიანს ცხოვრების არსის შეცნობა და მისი შინაარსიანად გატარება სწყურია. ამიტომაა, რომ ის ხშრად ბრაზდება, ყველას ეურჩება, გამოთქვამს პროტესტს და შეზღუდულ ჩარჩოებში ვერ ძლებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდებთან დაკავშირებით სწორი დამოკიდებულებების სწავლისათვის და მათი სამომავლოდ სწორი ცხოვრების მომზადებისთვის საუკეთესო მასწავლებელი ძვირფასი შუამავალი და მისი ცხოვრებაა. შუამავლის ცხოვრებაში ახალგაზრდებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. შუამავალი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მათ, აზრს ეკითხებოდა, უსმენდა და ენდობოდა. შუამავალი ახალგაზრდებთან ურთიერთბაში უკიდურესად გულწრფელი და უშუალო იყო. მაგალითად, მუსაბ ბ. უმეირი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც შუამავალმა მედინაში მასწავლებლად მიავლინა. ეს ძალიან საპსუხსიმგებლო მისია იყო. გარდა ამისა, როდესაც შუამავალი მექადან მედინაში მიდიოდა, ყველა მიბარებული ამანათი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ჰზ. ალის დაუტოვა და სთხოვა, რომ ყველა ამანათი პატრონისთვის დაებრუნებინა. შუამავალმა მუაზ ბ. ჯებელი იემენში მოსამართლედ მიავლინა, უსამე ბ. ზეიდი კი ჯარის სარდლად დანიშნა. ეს ადამიანები ამ დროს ძალიან ახალგაზრდები იყვნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდებს უფროსი თაობის წინააღმდეგ კი არა, მათი მხარდაჭერით ცხოვრების შინაარსიანად გატარება სურთ. მათი ენერგია და პოტენციალი სწორი მიმართულებით უნდა იქნას წარმართული და ამისათვის უფროსების მხრიდან სწორი დამოკიდებულებების დაფიქსირება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ სურთ, რომ მათ უსმენდნენ, მათ აზრს პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფროსი თაობის ადამიანები ახალგაზრდების მიერ ჩადენილი შეცდომების მიმართ შემწყნარებელი იყონ, რადგან შეცდომის გამოსწორების შანსი და შესაძ₾ებლობა ყველას უფლებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ახალგაზრდებს ყველანაირად მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ისინი მართლმორწმუნე ღვთისმსახურებად ჩამოყალიბდნენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მათი ენერგია და ემოცია ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს და ჭეშმარიტ გზას ააცდინოს. ჩვენ უნდა გვჯეროდეს მათი და მუდმივად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათ იმედი გვაქვს. როდესაც ეცოდინებათ, რომ მათ იმედი გვაქვს, ისინი უსამართლობის წინააღმდეგ მედგრად დადგებიან და მცდარ გზას უკუაგდებენ. ღრმადმორწმუნე, სიკეთის მთესველი ახალგაზრდები არიან ის ბედნიერი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც არშის ჩრდილქვეშ დაივანებენ. (იხ. ბუჰარი, „ეზან“, 36)

ჩემო ახალგაზრდა მეგობარო!
ნუ დაგვავიწყდება, რომ ახალგაზრდობა ის ღვთიური წყალობაა, რომელიც ღმერთმა მოგვმადლა და ამ წყალობას შინაარსიანად გამოყენება შეჰფერის. ყურადღება მიაქციეთ ახალგაზრდობას სად და როგორ გაატარებთ. გულისყურით შეაფასეთ თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ, რათა განკითხვის დღეს სინანული არ მოგიწიოთ, რადგან განკითხვის დღეს სინანულს აზრი აღარ ექნება. ცხოვრების ეს საუკეთესო პერიოდი ღვთის კმაყოფილების მოპოვებისათვის გამოიყენეთ.

ხუტბას ბოლოს კი ყურანიდან წმინდა აიათს შემოგთავაზებთ:

ჩვენ მოგიყვებით შენ მათ ამბავს ჭეშმარიტებით. უეჭველად, ეგენი იყვნენ ჭაბუკები, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი ღმერთი და გავუძლიერეთ წრმენა ჭეშმარიტებისა“. (ქეჰფ, 18/13)

 

 

Comment here