Rezo aziz mikeladze

რელიგიის როლი მსოფლიო მშვიდობისთვის

რელიგიის განმარტება
უეჭველია, რომ ისტორიის მანძილზე უამრავი განმარტება არსებობს
რელიგიის, როგორც დასავლეთში ასევე ისლამის სამყაროში. „რელიგია, გონიერ
არსებებზე შუამავალთა მეშვეობით შეგონებული ჭეშმარიტების დაჯერებისკენ
მოწოდებული ღვთიური კანონია.“ „რელიგია, ღვთიური კანონია, რომელიც
უწინამძღვრებს გონიერ ადამიანებს თავიანთი არჩევანის შესაბამისად
ბედნიერებისა და ნეტარებისკენ.“ „რელიგია, ღვთიური კანონია, რომელიც
გონიერ არსებებს ამიერი ბედნიერებისა და იმიერი ნეტარების მიღწევისკენ
უწყობს ხელს.“ განსაკუთრებით რელიგიის ბოლო განმარტება, რომელიც
ადამიანის არა მარტო ამ სამყაროში, არამედ სიკვდილის შემდეგ (საიქიოში)
ცხოვრებასაც მოიცავს, შესაბამისად ცხოვრებისეული პრინციპების
დამდგინებელი ღვთაებრივი კანონია. რელიგია სხვა დანარჩენი ადამიანთა
დადგენილი სისტემების ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი –
სიკვდილისშემდგომი ცხოვრების არსებობაა, რომელიც მოუწოდებს
ადამიანებს ცხოვრება ამის მიხედვით მოაწყონ, რამეთუ ამიერ სამყაროში
გაკეთებული საქმეების შესაბამისად განისჯებიან.
ზემოთ მოხსენებული განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ რელიგია
„ღვთაებრივი კანონია“, რომელიც ადამიანის ამიერი ბედნიერებისა და იმიერი
ნეტარების გარანტია. შუამავალთა მეშვეობით ნაქადაგები ყველა რელიგია
ღვთისგან ზემოვლენილია და ძალაში იქნება მანამდე, ვიდრე არ შეცვლიან
ადამიანები. პირველი ადამიანი „ადამი“ (ღვთის სალამი და წყალობა მას)
დედამიQწაზე პირველი შუამავალი იყო. მის მიერ ნაქადაგები რელიგია რა
თქმა უნდა მონოთეიზმი იყო. ღმერთის არსებობა, ერთობა, ყველა თვისების
უნაკლოება, შუამავლური მისია და იმიერი სამყოფელის რწმენის მსგავსი,
ფუნდამენტური რწმენის პრინციპები, ეს პრინციპები ყველა ღვთაებრივ
რელიგიებში შეუცვლელად გვხვდება. ამიტომაცაა, რომ ადამიდან
მუჰამმედამდე ყველა ზემოვლენილი ჭეშმარიტი რელიგიების საერთო სახელი
„ისლამია“. ამასთან ერთად, ისლამი მუჰამმედ შუამავალზე ზემოვლენილი
რელიგიის კერძო სახელიცაა. აქედან გამომდინარე, `ისლამი~ შუამავლების
მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი რელიგიის საერთო სახელია, ამავე დროს ისლამი
„მშვიდობას“ ნიშნავს, ყველა რელიგიის საერთო მიზანი კი ადამიანთა შორის
მშვიდობისა და ძმობის დასადგურებაა. ხოლო ამის აღმსრულებელი ადამიანია.
რადგან რელიგიის უმთავრესი მიზანი და ადრესატი ადამიანია, ამიტომაა, რომ
ომსა და მშვიდობაზეც გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს. სწორედ, რომ
დიადმა ღმერთმა, როცა ადამი გააჩინა, ყურადღება ადამიანზე გაამახვილა და
ამცნო, რომ დედამიწის მმართველობა მას უნდა უბოძოს, ასეთნაირად
ადამიანი დედამიწაზე სხვა დანარჩენი არსებებისგან განსხვავებით წინა
პლანზე იქნა დადგინებული.
ადამიანის წინა პლანზე დაყენება
ადამიანის დედამიწის მმართველად (მემკვიდრედ) დადგინება დიადმა
ღმერთმა ადამის გაჩენამდე ანგელოზებს ამცნო: „აკი, უთხრა უფალმა შენმა
ანგელოზებს: ხალიფა (ნაცვალი) უნდა დავადგინო დედამიწაზე. ანგელოზებმა
უპასუხეს: ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი ქმნილება
უნდა დაადგინო? როცა ჩვენ გამუდმებით გადიდებთ, თაყვანს გცემთ და
სიწმინდეს ვაღიარებთ შენსას?! ბრძანა (ალლაჰმა): ვიცი მე, რაც არ იცით
თქვენ! 2/30
1. დიადმა ღმერთმა ანგელოზებს აჩვენა, რომ ადამი არ იყო უბრალო არსება:
და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ანგელოზებს ისინი და
უთხრა: მაცნეთ აბა, ამათი სახელები, თუკი ხართ მართალნი. მიუგეს
(ანგელოზებმა): დიდება შენდა! რაც შენ გვასწავლე, სხვა რამ ცოდნა არა გვაქვს
ჩვენ. უეჭველად, შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი! 2/31-32
ადამიანს მიანიჭა განსჯის, მართვის და ამ ყველაფრის თავის სასარგებლოდ
გამოყენების უნარი, დაადგინა დედამიწაზე თავის მემკვიდრედ. დიადმა
ღმერთმა ადამიანი სხვა დანარჩენი არსებებისგან სწორედ გონებითი და
შემეცნების უნარით აღჭურვა და რა თქმა უნდა, სანაცვლოდ უდიდესი
პასუხისმგებლობა დააკისრა.
2. აქცენტი ადამიანის საუკეთესო არსებად დადგინებაზე
ზემოთ მოხსენებული აიათებიდან ჩანს, რომ ადამი კონცეპტუალური
აზროვნებით ანგელოზების უნარს აღემატებოდა, რამეთუ ასე ინება გამჩენმა.
ამიტომაც ანგელოზებს ადამისთვის სეჯდის აღსრულება უბრძანა.
ანგელოზებმა სეჯდე აღასრულეს, მაგრამ ეშმაკმა, სიამაყიდან გამომდინარე,
უარი განაცხადა და ღვთის წყალობისგან მოიშთო. აქედან გამომდინარე,
ვხედავთ, რომ გაჩენისთანავე სამი სხვადასხვა არსება არის ყურადღების
ეპიცენტრში: ადამიანი, ანგელოზი და ეშმაკი. ადამიანის არსებობაზე
უპირველესად ანგელოზებმა უკმაყოფილება გამოხატეს, დიადმა გამჩენმა მათ,
გამოცდა ჩაუტარა, რის შემდეგაც თავიანთი უმწეობა აღიარეს. თუმცა დიადმა
გამჩენმა ეს არ იკმარა და მათ ადამისთვის სეჯდის აღსრულება დაავალა. ამ
ჯერად ანგელოზებმა ღვთიური ბრძანება განუკითხავად აღასრულეს და
გამოცდაც წარმატებით ჩააბარეს. თუმცა მეორედ ადამიანის არსებობაზე
უკმაყოფილება ეშმაკმა გამოხატა. ეშმაკის უკმაყოფილება გამოიწვია
ადამიანის საუკეთესო არსებად დადგინებამ. ასეთნაირად ადამიანის
არსებობისთვის ორი არსება -ანგელოზები და ეშმაკი გამოიცადნენ,
ანგელოზებმა ეს გამოცდა ჩააბარეს, თუმცა ეშმაკმა ვერა. ბოლოს მიდგა ჯერი
ადამიანის ეშმაკის არსებობის გამოსაცდელად. წმ. ყურანი გვამცნობს: ჩვენ
ვუთხარით: ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური
ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ
ხეს არ გაეკაროთ, რომ არ გახდეთ უსამართლონი (თორემ ცოდვილნი
გახდებით). ეშმაკმა ფეხი დააცდენინა (ორივეს) და გამოყარა იქიდან, სადაც
იყვნენ. და ჩვენ ვუბრძანეთ: დაეშვით (დედამიწაზე), მტრებად მოქცეულნი
ერთმანეთისთვის! თქვენი ადგილი მიწაზეა, დროებითი საცხოვრებლით და
სარჩო-საბადებელით. შემდეგ შეისწავლა ადამმა თავისი ღმერთისგან
სიტყვები, ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა, უეჭველად ის, სწორედ იგია
შემნდობი და მწყალობელი~.
მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მათ, რათა ცხადი ექმნა მათთვის, რაც დაფარული
იყო სასირცხოთაგან მათთვის და უთხრა: თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ
აგიკრძალათ ეს ხე, რომ არ გამხდარიყავით ანგელოზები ან უკვდავები.
ასეთნაირად ადამმა ეშმაკის ცდუნებას ვერ გაუძლო და მისი უპირველესი
გამოცდა წარუმატებელი გამოდგა, რის შემდეგაც სამოთხეს გამოემშვიდობა და
დედამიწაზე აღმოჩნდა მმართველად და მემკვიდრედ, რისთვისაც, გამჩენმა
ადამიანი გააჩინა. ასეთნაირად, ღვთის კატეგორიული ბრძანებით, ადამიანის
ამიერი ცხოვრების ამბავი დაიწყო: ჩვენ ვუთხარით: აქედან ყველა ერთად
(დაბლა) დაეშვით! უთუოდ მოგევლინებათ ჩემგან გზა ჭეშმარიტი. მაშ, ვინც
გაჰყვეს ჩემს გზას ჭეშმარიტს, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი~. 2/35-
38
როგორც ამ აიათიდან ირკვევა, დიადმა ღმეთმა ადამიანებს აღუთქვა
დედამიწაზე უსაფრთხო, მშვიდ და ბედნიერ გარემოში ცხოვრება, თუკი მის
მიერ მოვლენილი დოგმების შესაბამისად იცხოვრებენ. ამასთან ისიც ირკვევა,
რომ ადამის შეცდომა და სასჯელი ინდივილუალური იყო. შემდეგ შეისწავლა
ადამმა თავისი ღმერთისგან სიტყვები, ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა…2/37
შუამავალთა მეშვეობით ბრძანებებისა და აკრძალვების ცნობება
როგორც წმ. ყურანი გვამცნობს ადამიანი საუკეთესო არსებად იქმნა
მოვლენილი სამყაროში, მას მიენიჭა უნარი ღვთის მიერ ზემოვლენილი
რელიგიის ე.ი. მონოთეიზმის საფუძვლების შესწავლისა და ამ კანონების
შესაბამისად ცხოვრება. როგორც ვთქვით პირველი ადამიანი, -ადამი პირველი
შუამავალიც იყო. მას დიადმა ღმერთმა უპირველესი ვალდებებულებიც
მოუვლინა და მათ აუკრძალა: 1. ღვთის გმობა 2. კერპთაყვანისცემლობა 3.
მრუშობა 4. უსამართლობა 5. სისხლისღვრა 6. მოპარვა როგორც ვხედავ ამ 6
ბრძანებიდან მხოლოდ პირველი ორი ეხება ღვთის დაჯერებას (ღვთაებრიობას)
სხვა დანარჩენი კი -ადამიანებს შორის ურთიერთობებს, რომელიც
მიმართულია საზოგადოების უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს
შექმნისთვის. თითქმის ყველა რელიგია აღიარებს და ადამიანისთვის
სიწმინდეს წარმოადგენს სულის, ქონებისა და სინდისის საყოველთაო
(უნივერსალური) პრინციპები, რომელიც ადამიდან იქნა მიღებული. თუკი ეს
პრინციპები არ იქნება დაცული, საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვევა და
ადამიანებს შორის სიძულვილი და მტრობა გაღვივდება.
1. დედამიწაზე პირველი დანაშაული: კაენმა დაღვარა ძმის აბელის სისხლი
მიუხედავად იმისა, როცა დიადმა ღმეთმა ანგელოზებს ადამის გაჩენა ამცნო,
ისინი შეეპასუხნენ: „ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი
ქმნილება უნდა დაადგინო?“ ერთის მხრივ ამართლებს ანგელოზების
შეხედულებას, რადგან სულ მცირე მონაკვეთში ადამის შვილებს შორის მოხდა
პრეცენდენტი. თუმცა უეჭველია, რომ დიადმა ღმერთმა უკეთ უწყოდა
ადამიანებზეც და ანგელოზებზეც. კაენის მიერ აბელის მკვლელობის
უმთავრესი საბაბი შურიანობა იყო. ღვთის შუამავალი კაენის მიერ ჩადენილ ამ
დანაშაულს შემდეგნაირად მიუთითებს: ყველა, ვინც უსამართლოდ მოიკლება,
ადამის პირველ შვილს მისი ცოდვა აუცილებლად აწევს, რამეთუ ეს
დანაშაული პირველად მან ჩაიდინა.“ ამ ჰადისიდან ნათლად ჩანს, რომ
მკვლელობები კაენის შემდგომაც გაგრძელდებოდა. თანაც ზოგიერთები
უსამართლოდ დაღვრიდნენ სისხლს. თუმცა ეს კაენის ბედისწერა როდია.
რადგან შესაძლებელია ვიყოთ აბელის მსგავსნი. ამავე დროს კაენი და აბელი
ორი სახის ადამიანთა კატეგორიას წარმოადგენენ. აბელი ღვთისმოსავი,
ღვთისმოშიში, საუკეთესო ზნეობის პატრონი, ხოლო კაენი, -რადიკალი,
სისხლისმღვრელი და ურჩი. რადგან იმ ბრძანებებში, რომელიც ადამს ებოძა,
სისხლის დაღვრა ანუ მკვლელობა, აკრძალული იყო. კაენი არ დაემორჩილა ამ
ბრძანებას. სწორედ ამიტომ დიადი ღმერთი ბრძანებს, „ვიცი მე, რაც არ იცით
თქვენ!“ ამ აიათით ნათლად ჩანს, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ისეთი
არსება, რომელიც სისხლს ღვრის, ამგვარად ყურადღება გამახვილდა
ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც კაენის გზას გაჰყვებიან, თუმცა
ადამიანის უმთავრესი დანიშნულება -აბელის გზაა.
ასე, რომ პირველ ადამიანს -ადამს გამჩენმა ზეშთააგონა ჭეშმარიტი
სარწმუნეობა. მისი შთამომავლობაც გაჰყვა მას, თუმცა დროთა განმავლობაში
გამრავლდნენ, გაძლიერდნენ და სხვადასხვა შტოებად დაიყვნენ და
ასეთნაირად ასცდნენ ჭეშმარიტებას. დიადმა ღმერთმაც შუამავალთა და
წერილთა წარმოგზავნა გააგრძელა. ადამიანები ერთ თემად იყვნენ და
ალლაჰმა შუამავლები წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და
ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებითურთ, რათა
ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ… 2/213
უეჭველად, ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი, იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა
იმრანისა სამყაროთა შორის, ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა.
უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! 3/33
ნუჰ (ნოე) შუამავლის შვიდი კანონი (ბრძანება)
შუამავალი ნოე ისტორიულად უმნიშვნელოვანესია, როგორც ადამიანი, ასევე
შუამავალი. შუამავალი ნოე და მის შემდგომ ეპოქაში განვითარებული
სოციალური მოვლენები ამ თემის ირგვლივ ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან
დროის სვლასთან ერთად ადამიანები გამრავლდნენ და სოციალური
ურთიერთობების აუცილებლობა დადგა. ადამიდან ნოემდე საზოგადოების
მშვიდობის ხელისშემშლელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კაენის
მხრიდან თავისი ძმის -აბელის მკვლელობა იყო, თუმცა ადამიანთა
გამრავლებამ ხელი შეუწყო რწმენის მნიშვნელოვნად გადახრებს და ამასთან
ერთად, ნოეს თემის სოციალური სტატუსის მნიშვნელოვნად ცვლას. ამიტომაც
ღმერთმა ნოეს შუამავლური მისია დააკისრა და აუკრძალა. 1. ღვთის გმობა 2.
კერპთაყვანისცემლობა 3. მრუშობა 4. უსამართლობა 5. სისხლისღვრა 6.
მოპარვა 7. ცხოველზე სასტიკად მოპყრობა.
1. თუკი ყურადღებას გავამახვილებთ, დავინახავთ, რომ ნოე შუამავალზე
დადგენილი შვიდი კანონიდან მხოლოდ ორი ეხებოდა ღვთაებრიობას, ოთხი –
ადამიანთა შორის ურთიერთობებს და ერთი -ცხოველებზე სასტიკად
მოპყრობას. ამ თემის ირგვლივ ერთ-ერთ აიათში გამჩენი გვამცნობს, რომ
ყველა ზეშთაგონება შეიცავდა ეთიკურ და სულიერ შეუქცევად პრინციპებს:
დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც
ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ღისას: „რომ
დაიცავით სარწმუნოება და არ დაიყოთ მასთან მიმართებაში“. მძიმეა
კერპთაყვანისმცემლებისთვის იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი
გამოარჩევს მას, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინც მიიქცევა
მისკენ. ამასთან ერთად, ამ აიათში „დროის, საზოგადოების შესაბამისად
თავსებადი განსაკუთრებული მდგომარეობა და პრაქტიკაა. თუმცა ამ
ყველაფერთან ერთად ისიც ნათელია, რომ მონოთეიზმი უცვლელი რჩება.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამის ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი
მოვლენა, საზოგადოების მშვიდობის ჩამოშლის საბაბი კაენსა და აბელს შორის
მომხდარი ინციდენტია, თუმცა ნოეს დროს განვითარებული მოვლენები
უმეტესწილად ღვთაებრიობას ეხება. რადგან ნოეს თემმა
კერპთაყვანისმცემლობა და ღვთის გმობა დაიწყო. უეჭველად, ჩვენ
წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა
მათ სასჯელი მწარე“! ნოემ შეაგონა, რომ ერწმუნათ ღმერთი და თაყვანი ეცათ
მხოლოდ მისთვის, ძალ-ღონეს არ იშურებდა, თუმცა ეს არ დარჩა საკმარისი,
პირიქით მისმა გულმოდგინებამ ისინი ღმერთს უფრო დააშორა. რადგან მათ
შორის იყვნენ მედიდური ადამიანები, რომელნიც შეეწინაღმდეგნენ ნოეს. ნოემ
ვეღარ აიტანა ეს უმწეობა და ღმერთს შეევედრა: და თქვა ნუჰმა: ღმერთო ჩემო!
არ დატოვო დედამიწის ზურგზე არც ერთი მოსიარულე ურწმუნო.
უეჭველად, შენ თუ დატოვებ მათ, აცდუნებენ ისინი შენს მსახურებს და არ
შობენ ისინი, თვინიერ თავხედისა ურწმუნოსი.
2. შუამავალი ნუჰი და წარღვნა
და ებრძანა: „ჰეი, ნუჰ! გადმოდი ჩვენმიერი მშვიდობითა და შენდამი სიკეთით
და ის ხალხიც, შენთან ერთად რომ არიან.
აიათში მოხსენებული მშვიდობა და სიკეთით გადმოცემული „უსაფრთხოება“,
ეხება ყველაფერს, რაც არის ბოროტების წინაღმდეგ მიმართული. ამ აიათით
ნათლად ჩანს, რომ დიადი ღმერთის ნება იყო ნოეს თემისადმი, რომელნიც
თაყვანს სცემდნენ და ზემოვლენილ დოგმებს აღასრულებდნენ ,დედამიწაზე
უსაფრთხოდ ცხოვრება.
აბრამისეული რელიგიები
ისაკისა და იაკობის შტოებისგან მოდიან იუდიანები, მათ ფარაონის
ტანჯვისგან გადასარჩენად დიადმა ღმერთმა მოსე წარმოუგზავნა. `წადი
ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა~. (სურა ტაჰა, აიათი 24) მოსემ
და ისრაილის შვილმა, როცა ეგვიპტეს, ფარაონის ტანჯვისგან თავი დააღწიეს,
მოსე დიადმა ღმერთმა თორასა და იუდიანთა ძირითადი საფუძვლების ათი
მცნების ზემოსავლენად სინას მთაზე მოიხმო.
ზოგადი შეფასება
როგორც ვხედავთ, ყველა რელიგიის მიზანი, ადამიანების მშვიდ, ბედნიერ
გარემოში თანაცხოვრება და ერთი-მეორის ღვთისამანათად მიჩნევაა. ვინაიდან
რელიგია, როგორც წყარო ღმერთთან, შეგონების მხრივ -შუამავალთან, ხოლო
დაჯერების მხრივ -ადამიანთან ასოცირდება. რელიგიის ძირითადი თემა ხომ
ადამიანია. ადამიანს თავისი სულისგან ჩაჰბერა, დედამიწის მემკვიდრედ
დაადგინა, აღმატებულ ჰყო და თავის მსახურად გამოაცხადა. ადამიანისთვის
ყველაზე ძვირფასი, ყველაზე წმინდა, სული ე.ი. სიცოცხლეა, რომელიც
ღმერთმა უბოძა და მისი წართმევის უფლებაც მხოლოდ მას ეკუთვნის. „ყველა
რელიგიის დედაარსი გაჩენილის გამჩენისთვის სიყვარულია. აქედან
გამომდინარე, არც ერთი რელიგია რადიკალიზმსა და ტერორს არ მოუწოდებს
და არ აღიარებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი რელიგია, „რადიკალური ნაბიჯების
უარყოფას ყველაზე უდიდეს ღვთისმოსაობად მიიჩნევს“. ამ ყველაფრის
მიუხედავად, დღეს, რელიგიების წმინდა წერილებში, თემის ირგვლივ
მოწოდებები ადამიანების მოქმედებებთან მიმართებაში ყოველმხრივ
ეწინააღმდეგება. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, დღეისათვის მთელ
მსოფლიოში არსებული ვითარება ყოველმხრივ წინააღმდეგობაში მოდის
იუდაიზმთან, რომელიც მოსეს მოევლინა, ქრისტიანობასთან, რომელიც იესოს
მოევლინა და ისლამთან, რომელიც მუჰამმედს მოევლინა. ისლამი, როგორც
ზემოთ მოგახსენეთ, მშვიდობას ნიშნავს, ასევე ყველა რელიგია, მშვიდობას
ნიშნავს, რამეთუ ღვთის მიერ მოვლენილი ყველა რელიგია ისლამია.
სიტყვების “რელიგია” და “ომი, ტერორიზმი, ძალადობა” და მსგავს სიტყვათა
ერთ კონტექსში მოხსენებაც კი არ არის სწორი, არა თუ ერთმანეთში შერწყმა.
არც ერთი რელიგია თავისი არსით არ ქადაგებს ძალადობასა და ტერორიზმს,
ამასთან ერთად, ასეთ ვითარებას ვერც ექნება საბაბი. ამ ყველაფრის
მიუხედავად, თუკი მაინც შეიქმნება ასეთი ვითარება, მისი რელიგიაზე მიწერა
წარმოუდგენელია.
დიადი ღმერთის მიერ დადგენილი გზა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის
ამიერ და იმიერ ნეტარებას, თუკი ეს მიზანი ძალას დაკარგავს და საშუალებად
დაიქცევა, რომელიც ადამიანებს შორის შუღლსა და მტრობას გააღვივებს, მაშინ
ის მიზანი, რის მისაღწევადაც მოევლინა უარყოფილი იქნება და მტრობა და
შუღლი წინა პლანზე დადგება. ამდაგვარ მტრობასა და შუღლში
უცოდინარობისა და პირობითობის როლი საკმაოდ დიდია. ამისგან თავის
დასაღწევად აუცილებელია რელიგიის დედააზრით კარგად შესწავლა და
მრევლთა შორის ტოლერანტობა და პატივისცემა.

Comment here