სათაურებიხუტბა

სურა ფათიჰა: ყურანის შესავალი

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ შუამავალმა ებუ საიდ ბ. მუალლას უთხრა: „სანამ მეჩეთიდან გახვალ, ყურანის უდიდესი სურა უნდა გასწავლო. ეს სურა შვიდი აიათისგან შედგება და ლოცვის დროს მუდმივად მეორდება. ის ფათიჰაა“. (იხ. ბუჰარი, „თეფსირ“ (ფათიჰა) 1)

სურა ფათიჰა წმინდა ყურანის შესავალია. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს, რომ ფათიჰას გარეშე ნამაზი არ იქნება. (იხ. ბუჰარი, „ეზან“ 95). შესაბამისად, ჩვენ ყოველი ლოცვისას, ყოველ მუხლზე ფათიჰას ვკითხულობთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სურა ფათიჰას ღმერთის სახელის ხსენებით ვიწყებთ. ვიცით, რომ ყოველი საქმე, რომელიც ღმერთის სახელით არ იწყება, ნაკლოვანია და ბარაქა არ აქვს.

اَلْحَمْدُ لِلّٰهِ رَبِّ الْـعَالَم۪ينَۙ 

ამ აიათის წაკითხვით სამყაროს გამჩენის მიმართ უსაზღვრო მადლიერებას აღვავლენთ. ვადიდებთ მას მოკრძალებას გამოვხატავთ.

اَلرَّحْمٰنِ الرَّح۪يمِۙ   

ვიცით, რომ ღმერთი ყოვლად მოწყალე და მწყალობელია.

مَالِكِ يَوْمِ الدّ۪ينِۜ  

განკითხვის დღის ერთადერთი განმკარგველი ღმერთია. ის ყოვლად სამართლიანია და თავის  გაჩენილებს სამართლიანად განიკითხავს.

اِيَّاكَ نَعْبُدُ وَاِيَّاكَ نَسْتَع۪ينُۜ    

აიათის წაკითხვით ვამბობთ: მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას! ვიცით, რომ მის გარდა სხვა მფარველი არ არსებობს.

اِهْدِنَا  الصِّرَاطَ  الْمُسْتَق۪يمَۙ صِرَاطَ  الَّذ۪ينَ  اَنْعَمْتَ عَلَيْهِمْۙ غَيْرِ الْمَغْضُوبِ عَلَيْهِمْ وَلَا الضَّٓالّ۪ينَ

„გვატარე სწორი გზით! ისლამის გზით!
იმათი გზით, ვისაც სიკეთე (სურა „ნისა“   4/69; რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შეჰიდებთა და ღვთისმოსავთა გვერდით)უბოძე შენ, და არა იმათი გზით, ვისაც შენი რისხვა დაატყდა თავს (იუდეველნი) და არც იმათის, რომელნიც მცდარ გზაზე დგანან! (ქრისტიანნი)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი ფათიჰას სურათი იწყება. ჩვენ მთელი მონდომებით უნდა ვეცადოთ, რომ ყურანი ხშირად წავიკითხოთ, გავიგოთ და მისით ვიცხოვროთ. ყველას მოგიწოდებთ შევისწავლოთ ყურანი და გავიგოთ მისი მნიშვნელობა. ყურანის შესწავლა და მისი შინაარსის გაგება უკვე ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ჩვენ უკვე უფრო იოლად და სწრაფად შეგვიძლია ყურანის მოძღვრებას ვეზიაროთ და ოჯახის წევრებსაც გავაცნოთ.