სათაურები

ჩაგრულთა გოდებას
მოუსმინე!
ხმა მიაწვდინე!
ხელი გაუწოდე!

მესჯიდი აყსა, რომელიც ყველა მუსლიმისთვის წმინდა ადგილად ითვლება, რამადანის ამ უკანასკნელ დღეებში მოძალადეთა ჩექმებით კიდევ ერთხელ დაბინძურდა და ეს არის ის წვეთი, რომელიც მორწმუნეთა მოთმინების ფიალას ავსებს.

მოძალადის წინააღმდეგ ხმის ამოღება და სიმართლის თქმა დიდი ჯიჰადია, მაგრამ დღეს საჭიროა არა მხოლოდ სიტყვიერი დაგმობა, არამედ მჩეგვრელების ხელების გაკავება და თუ საჭირო გახდება მომტვრევაც კი.

ჩვენ მათ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ: „შეჩერდი!“ ამ სამწუხარო მოვლენის გამო მუსლიმთა გულებში დიდმა ტკივილმა დაისადგურა და ეს გამოიხატა როგორც სიტყვიერად, ისე საპროტესტო აქციებში, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი არის ის, რომ მუსლიმი ხალხების ლიდერებმა ერთხმად უთხრან ტერორისტულ სახელმწიფოს, ისრაელს, რომ ისინი სიტყვითა და საქმით ერთნი იქნებიან.

ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნის ლიდერი ასეთი ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერებთან ფოტოების გადაღების კონკურსშია ჩაბმული. ეს ისლამისა და მუსლიმების ღალატია. ის, ვინც დღეს ვერ ბედავს, რომ დაჩაგრულს მხარში დაუდგეს და ხმა აიმაღლოს, ხვალ თავად ჩავარდება მოძალადის ხელში და შერცხვენილი ყოფისთვის განიწირება.

მათ ყოველგვარი სამართლიანობის დარღვევით, მთელი მსოფლიოს თვალწინ, უსინდისოდ მიითვისეს პალესტინელთა სახლები და მიწები, თავს დაესხნენ სალოცავებს და მოხუცებისა და ბავშვების ჩათვლით უმოწყალოდ დახოცეს ადამიანები. ამის უპასუხოდ დატოვება, ამ ყველაფერის დაუსჯელად გატარება, კაცობრიობის და განსაკუთრებით კი მუსლიმთა დიდი სირცხვილი და დანაშაულში თანამონაწილეობა იქნება.

მოგიწოდებთ ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ და ასევე მთელი კაცობრიობის იმ ნაწილს რომელსაც სამართლიანი აზროვნება და მგრძნობელობა შერჩენია, ამ უსაზღვრო ბოროტების წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ და ყველანი ერთად დავდგეთ. დედამიწაზე სიმშვიდისა და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ჩაგრულთა გოდებას ყური უნდა ვათხოვოთ, ხმა უნდა მივაწვდინოთ, ხელი უნდა გავუწოდოთ.

Comment here