სათაურებიხუტბა

ამინ!

ღმერთო დიადო, რომელიც ხარ ჩვენს მიერ აღვლენილი ეზნის პატრონი. შენ მოგენდეთ. შენს წინაშე მოვედით. ხელები ზეცად გვაქვს აპყრობილი. გევედრებით. გული ღია გვაქვს შენი წყალობისთვის.

როგორც შუამავლების, ჩაგრულებისა და გაჭირვებულების ვედრებას შეიწყნარებ, ისე შეიწყნარე ჩვენი ვედრებაც, რომელსაც ახლა აღვავლენთ. მოგვმადლე ის რისი იმედიც გვაქვს და გვაშორე ყოველივე, რისიც გვეშინია.

ღმერთო! მთელი მსოფლიო ეპიდემიამ მოიცვა. წყალობით გადმოგვხედე და ამ უბედურებისაგან გვიხსენი.

ღმერთო! დაგვიფარე წამებისაგან და იყავ ჩვენით კმაყოფილი. მოგვიტევე. დაგვიფარე უბედურებისაგან. სათნოებას ნუ მოაკლებ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ახლა ხელაპყრობილი წარმოთქვამენ „ამინ“.

  დაიფარე ღმერთო ჩვენი ქვეყანა და ხალხი. შვება უწყალობე ყველა დაადებულს და გამოაჯანმრთელე. დარდი განუქარვე დადარდიანებულ ადამიანებს და შეეწიე გაჭირვებულებს. ღმერთო დაიფარე ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ყოველგვარი უბედურებისაგან, ეპიდემიებისა და კატასტროფებისაგან.

რთული დღეები გვიდგას. ღმერთო, შეგვაძლებინე შევინარჩუნოთ ერთიანობა, მხნეობა, თანადგომა და ურთიერთსიყვარული. ღმერთო! შეეწიე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღე და ღამ, თავდაუზოგავად შრომობენ, განსაკუთრებით კი სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს.

ღმერთო! ნუ მოგვივენ ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გავუძლებთ. გაგვიოლე ჩვენი ამქვეყნიური გამოცდა. მოგვეც ძალა და მხნეობა, რათა გავუძლოთ ამ განსაცდელს. ღმერთო! მოგვეც მოთმინება, გონიერება და ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას.  ღმერთო, დაგვიფარე და  ამქვეყნადაც და საიქიოშიც ნუ გვამყოფებ შერისხულთა შორის.

Comment here