სათაურებიხუტბა

15 ივლისი და ერთიანობა

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათში, რომელიც წავიკითხე, უზენაესი ბრძანებს:

უეჭველად, ალაჰი მფარველობს მათ, რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს უმადური მოღალატეები! (ჰაჯი 22/38).

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

მუსლიმი მუსლიმის ძმაა; არ უღალატებს, არ მოატყუებს, იმედს არ გაუცრუებს. მუსლიმისთვის ყოველი მუსლიმის ნამუსი, ქონება და სისხლი ხელშეუხებელია.. (იხ. თირმიზი, ბირ 18).

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი ერი მძიმე ღალატის შედეგად სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა და ამ მოვლენიდან ოთხი წელი გავიდა. 15 ივლისის ღამეს, ღმერთის დახმარებითა და ჩვენი ხალხი თავის სამშობლოს, დროშას, ეზანსა და სუვერენიტეტს დაეპატრონა. რელიგიურ საქმიაობას ამოფარებული ადამიანების ეს მცდელობა ფუჭი გამოდგა და მიზანს ვერ მიაღწიეს. ღვთის წყალობით თავად გაებნენ მახეში.

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენს წმინდა წიგნში, ყურანში ვკითხულობთ:

როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.

თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ“. (ბაყარა 2/11-12).

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ 15 ივლისს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და მომავალს დაუპირისპირდნენ და ამის ჩამდენი ფეთოს დაჯგუფება იყოისინი არა რელიგიური დაჯგუფება, არამედ არეულობის მთესველნი არიან. მათ ჩვენი რწმენა, შუამავლისადმი სიყვარული, მოწყალება, შესაწირი და მრავალი სხვა წმინდა ღირებულებები ცუდად გამოიყენეს. ჩვენი ახალგაზრდები ერთიმეორეს სამტროდ წაჰკიდეს. ისინი გულწრფელ მორწმუნეებს ატყუებდნენ და ბოლოს თავად მოტყუვდნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავლის გაფრთხილება, რომელიც საუკუნეებს გასცდა, ასეთია:

მორწმუნე ერთ ხვრელიდან ორჯერ არ დაიკბინება. (იხ. ბუჰარი, ედებ 83).

გამომდინარე აქედან, ყურადღება, გონიერება და განჭვრეტის უნარი გვმართებს. ჩვენი ეროვნული და რელიგიური ღირებულებების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი მცდელობა აღარ უნდა დავუშვათ. ამ გზაზე ყურანის მოძღვრება და შუამავლის მეგზურობა დაგვეხმარება. ჩვენი სარწმუნოება სანდო წყაროებისგან უნდა შევისწავლოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, რათა სამშობლოს უსაფრთხოება, სახელმწიფოებრიობა და მშვიდობა შევინარჩუნოთ.

ხუტბას დასასრულს, წარსულიდან დღემდე, სამშობლოსათვის შეწირული შაჰიდების სულებისთვის ვლოცულობთ, გმირებს კი მადლობას ვუხდით.       

Comment here