სათაურებიხუტბა

მორწმუნე პასუხიმგებლობის მატარებელია

ძვირფასო მუსლიმებო!
ღმერთმა ადამიანი გონიერ, ღირსეულ და პასუხისმგებლობით აღსავსე არსებად გააჩინა. ისლამის პრინციპების მიხედვით ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე გარკვეული უფლებები ენიჭება და ამასთანავე გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრება. აღნიშნული პასუხისმგებლობების სათავეში რწმენა მოდის და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პასუხიმგებლობას გაიაზრებს და გაითვალისწინებს, ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ჰპოვებს.

როგორც მორწმუნეებს, ჩვენი უპირველესი პასუხიმგებლობა უზენაესის მიმართ გვაკისრია. ჩვენ ვალდებული ვართ გვწამდეს მისი არსებობა და ერთობა და შემდეგ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რასაც ისლამი გვასწავლის.

ამის შემდეგ მორწმუნე ადამიანს აქვს პასუხიმგებლობა საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ. მორწმუნე ადამიანი სიკეთის, სიმართლის, სიყვარული და ალალი სარჩოსკენ მიილტვის და ამის პარალელურად ყოველგვარი ცოდვისა და ბოროტებისაგან შორს დგომას ცდილობს.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი ღმერთი ყურანში ბრძანებს:

ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა მიტოვებული? (ყიამეთ 75/36)

ამრიგად, ღმერთს ადამიანი უპასუხისმგებლო არსებად არ გაუჩენია. შესაბამისად, ადამიანის მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევა, გულგრილობა და რწმენისეული ღირებულებების უგულებელყოფა დაუშვებელია. ამგვარ ქცევას სააქაოსა და საიქიოშიც შესაბამისი საზღაური მოჰყვება.

მორწმუნე ასევე ვალდებულია შეასრულოს ღვთისმსახურება და იყოს შემწყნარებელი. მორწმუნე ასრულებს მარხვას და ასევე დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებულებს. ეს მისი მორწმუნოებრივი და ადამიანური ვალდებულებაა. მორწმუნე გასცემს ზექათს და ამავდროულად ყველა საქმეში სამართლიანობას იჩენს, რათა ოჯახში ალალი სარჩო შეიტანოს.

ძვირფასო ძმებო!
ერთერთი ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს:

„მორწმუნენი ურთიერთსიყვარულსა და შემწყნარებლობაში ერთი სხეულის მსგავსი არიან. როდესაც სხეულის ერთი ორგანო დაავადდება, სხეულის სხვა ორგანოებიც უძილობითა და მაღალი სიცხით იგივე ტკივილს იზიარებენ“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“ 66)

ამას წინათ ქალაქ იზმირში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ყველა ჩვენგანი შეგვძრა. ყველანი განვიცდიდით ტკივილს და უთვალავ ვედრებას აღვავლენდით.

მიწისძვრის შეჩერება რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების გატარება და თადარიგის დაჭერაა საჭირო. ამ გზით მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებსა და მსხვერპლს ღვთის ნებით შევამცირებთ. ღმერთმა დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან. ღმერთმა აცხონოს დაღუპულთა სულები და ჭირისუფალს მოთმინება უწყალობოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას ბოლოს ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ღმერთმა ეს დედამიწა მრავალი წყალობით აავსო, რათა საცხოვრებლად ხელსაყრელი ყოფილიყო. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, არ უნდა დავაბინძუროთ და ასევე უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწის მწვანე საფარს, ჩვენს ტყეებს. 

Comment here