სათაურები

ჯანმრთელობა შეუფასებელი წყალობა

რეზო მიქელაძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფეთვის განყოფილების ხელმძღვანელი

ჰიჯრეთის მეათე წელს, რებიულ ახირის მთვარეში, ხალიფა ომერი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის შესასწავლად დამასკოს მხარეში, კერძოდ დღევანდელი პალესტინის, იორდანიისა და სირიის მიმართულებით გზას გაუდგა, რომელსაც თან ახლდა თანამიმდევართაგან რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი.  როდესაც ჯერ კიდევ იორდანიის საზღვრებში მოქცეულ სერღის სოფელს მიაღწიეს იქ ჯარების მეთაური ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰი დახვდა, რომელმაც მას რეგიონში გავრცელებული დაავადების, კერძოდ შავი ჭირის შესახებ აუწყა. ომერმა გადაწყვიტა საკითხის ირგვლივ მეგობრებთან კონსულტაცია გაევლო და ამისათვის თავდაპირველად მუჰაჯირ თანამიმდევრებს ესაუბრა. ეს ჯგუფი რეგიონში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა, რადგან ზოგი ამბობდა, როცა რაღაც საქმეზე ვართ წამოსული და უკან დაბრუნება სწორი არ იქნება, ხოლო ზოგი კიდევ განმარტავდა, რომ ჩვენთან ერთად არიან ალლაჰის შუამავლის თანამიმდევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ასეთი გავრცელებული ჭირის პირობებში წაყვანა მიგვაჩნია, რომ არასწორი იქნება. ომერმა (რ.ა.) ბოლოს ენსართან გამართა კონსულტაცია. მათი აზრი მუჰაჯირების მსგავსად დამასკოს რეგიონში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ამის შემდეგ ომერმა (რ.ა.) დაიბარა ის ასაკოვანი ხალხი, რომლებიც მექას გათავისუფლების შემდეგ მედინაში გადასახლდნენ. აღნიშნულ, ბოლო ჯგუფმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ ომერს (რ.ა.) ერთხმად მიუგეს: `ვფიქრობთ, რომ ხალხის უკან დაბრუნება და გადამდები დაავადების საფრთხისგან გარიდება მართებული გადაწყვეტილება იქნება”. ამის შემდეგ ომერმა (რ.ა.) იქ მყოფებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

მე გადავწყვიტე დილით ჩემს სამგზავრო ტრანსპოტზე შევჯდე და უკან დავბრუნდე. თქვენც ასეთივე განწყობით დილაადრიანად სამზადისს შეუდექით. მაშინ ებუ უბეიდე ბ. ჯერრაჰმა ომერს (რ.ა.) ასეთი კითხვით მიმართა: `ალლაჰის განგებას გაურბიხარ?” ამ სიტყვების გაგონებაზე ომერმა (რ.ა.) მიუგო: `ნეტავ ეს სიტყვები სხვისგან მომესმინა და ოღონდ შენგან არა! ალლაჰის განგებიდან ისევ ალლაჰის განგებისკენ გავრბივარ. მაშ მითხარი აბა; ვთქვათ გყავდეს შენი აქლემები, ისინი საძოვრად ჩაიყვანო დაბლობში, რომელსაც ორივე მხარიდან ფერდობი ეკვრება. ფერდობთაგან ერთი მწვანე მინდორი, ხოლო მეორე უნაყოფო და ხრიოკი იყოს. მაშინ შენ აქლემებს მწვანე მიდორზე წყემსავ თუ ხრიოკ ფერდობზე, განა შენს მიერ მათი მოწყემსვა ალლაჰის განგებით არ იქნება? ომერის (რ.ა.) Aჯარის მთავარსარდალისთვის ნათქვამი ეს სიტყვები უპირობოდ დამაჯერებელი აღმოჩნდება.

გაცხარებული კონსულტაციის დროს, მოულოდნელად ერთ-ერთი სწავლული თანამიმდევარი აბდურრაჰმან ბინ ავფი გამოჩნდა. მან თქვა: ამ საკითხთან დაკავშირებით, ალლაჰის შუამავალისგან შემდეგი სიტყვები მოვისმინე. `როცა გაიგებთ, რომ ეს დაავდება რომელიღაც ადგილზეა გავრცელებული იქ არ შეხვიდეთ. და თუ დავადება იქ არის სადაც თქვენ იმყოფებით, მისგან თავის დასაღწევად იქაურობა არ მიატოვოთ”. მაშინ ომერმა მადლობა შესწირა უზენაეს ალლაჰს და დამასკოში შეუსვლელად უკან დაბრუნდა. 

ალლაჰის შუამავლისა და თანამიმდევრების მიერ საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობის დასაცავად მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი სიფრთხილე, როგორც ზემოთ მოცემული ამბავიდან ირკვევა, კარანტინია. ქვეყნიერებას წყალობად მოვლენილი შუამავალი გადამდები დაავადების არსებობას აღიარებდა და მისგან დასაცავად სათანადო სიფრთხილეს იჩენდა. თანამიმდევართაგან გამორჩეული სწავლულის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე ერთიანი თანხმობა, მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნულ ვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივ სარგებელეზე წინ დაყენება, განგების რწმენასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ვინაიდან, კეთრი გადამდებ დაავადებად ითვლებოდა, ალლაჰის შუამავალი მისგან განრიდებას ბრძანებდა.  ამასთან ერთად იმ პერიოდში გავრცელებული კეთრისა და სხვა დაავადებებისგან ალლაჰზე მიკედლება , აღნიშნულ საკითხთან შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ სხვადასხვა  დაავადებების მიმართ სათუთ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. შუამავალი (ს.ა.ს), სიფრთხილის მიზნით, ისეთ რეგიონში არ შესვლას ბრძანებდა, სადაც დაავადება მძვინვარებდა და ასევე იქ მცხოვრებლების რეგიონის გარეთ გაუსვლელობას ითხოვდა. ზოგჯერ ასეთი სენით დაავადებულებთან კავშირსაც წყვეტდა. მაგალითად ერთხელ, კეთროვანთან ერთგულების ფიცი (ბიათი) სიტყვიერად დადო,  რადგან გადამდები დაავადების გამო, მასთან ფიზიკური შეხებისგან თავი შეიკავა. თუმცა იყო შემთხვევაც, როდესაც კეთროვანს ხელი მოკიდა, საჭმელი მასთან ერთად მიირთვა და კეთროვანს უთხრა: `ალლაჰის სახელითა და მასზე მინდობით მიირთვი”.  Aამ ორი განსხვებული პრაქტიკის უკან, რა მიზეზი იმალება უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ იგი პირობებსა და პიროვნებებს კარგად იცნობდა, შესაბამისად ის გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვისა და ავადმყოფის გაურიყველობას შორის სათუთ დამოკიდებულებას იცავდა.  მაშ ასე, ალლაჰის შუამავლის მიერ მოსულ სტუმარზე ხელით შეხება, არ ნიშნავდა იმას, რომ მასთან იმდენად დიდხანს დარჩა, რომ ავადმყოფობა გადადებოდა ან მასთან ერთად ერთიდა იგივე ჭურჭლიდან მიირთვა საQჭმელი. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალლაჰის შუამავალი ადამიანის გადამდები დაავადებებისგან ჯანმრთელობის დაცვისა და წინდახედულობის მიზნით განსაკუთრებით პირიდან გადანერწყვის დროს გაფანტული ნაწილაკებისა და ნახველის გამო სიფთხილეს ბრძანებდა.  როდესაც იგი (ს.ა.ს.) ხვდებოდა, რომ უნდა დაეცემინებინა ამ დროს ან ხელს მიიფარებდა, ან კიდევ ტანსაცმელს სახეზე აიფარებდა . ამრიგად იგი ცდილობდა პირიდან გამოსროლილი ნაწილაკები გარშემო არ მი-მოფანტულიყო.

მაგრამ იმ ხანებში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, დაავდებების წყაროდ, განურჩევლად იმისა, ის გადამდები იქნებოდა თუ არა, ჯინს, ჯადოს ან ზებუნებრივ ძალებს განიხილავდნენ. ერთხელაც, ალლაჰის შუამავალმა იმისათვის, რომ მათში აღნიშნული აზროვნება აღმოეფხვრა თანამიმდევრებს ასე მიმართა: `არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ დაავადებები უდავოდ გადამდებია. მიცვალებულთა შურისძიების მიზნით თუთიყუშის პოზიციაში ლოდინი შეუძლებელია. და არც ვასკვლავთ შესწევთ გაწვიმების ძალა. ასევე დაავადებების მიზეზი, როგორც თქვენ ფიქრობთ, მუცელში აღმოჩენილი მხოლოდ ჭიები ვერ იქნებიან~.  ამ დროს ერთ-ერთი ბედუინი, რომელმაც ამ სიტყვების არსს ვერ ჩაწვდა, ფეხზე წამოდგა და იკითხა: `ალლაჰის შუამავალო! მაშ რა მოსდით აქლემებს, როცა უდაბნოს სილებში ირმებივით ჯანმრთელები დადიან, თუმცა გაერევა ერთი მუნიანი აქლემი და ყველა მუნით დაავადდება”? მაშინ ალლაჰის შუამავალმა მიუგო: `მაშ, შენ მითხარი აბა, პირველს ვინ გადადო?

როგორც ზემოთ ნათქვამიდან ირკვევა, ალლაჰის შუამავალი არათუ გადამდები დაავადებების არსებობას, არამედ უმეცრების პერიოდიდან გადმოყოლილი აზროვნებიდან გამომდინარე მცდარ რწმენებს უარჰყოფდა. ალლაჰის შუამავალი აღნიშნავდა, რომ ყოვლის გამჩენმა ალლაჰმა გარკვეული სიბრძნის საფუძველზე ავადმყოფობებიც გააჩინა და ყველაფერი მისი ყოვლისმცოდნეობის ფარგლებში მოაქცია. ვინაიდან ესა თუ ის დაავადება რამდენადაც გადამდები უნდა იყოს, მას აუცილებლად გააჩნია პირველი საწყისი, რომლის გამჩენიც, ყოვლის გამჩენი უზენაესი ალლაჰია.  ამრიგად ქვეყნიერებას წყალობად მოვლენილი შუამავალი (ს.ა.ს.) არსებული დაავადების არათუ გადამდებობის საკითხს უარყოფთა, არამედ ეპიდემიის მიზეზად წარმართებში ცრურწმენის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს უდავოდ სისუფთავე ასრულებს. სწორედ ამიტომ არის ადამიანისთვის სხეულისა და გარემოს სისუფთავე ყოვლად მნიშვნელოვანი. გამომდინარე აქედან, ლოცვის წინ შესრულებული მცირე ან დიდი განბანვა გარდა იმისა, რომ ღვთისმსახურებად ითვლება, ადამიანის სისუფთავის ძირითადი საშუალებაა. ამასთან ერთად, ალლაჰის შუამავალი მორწმუნეებისგან სისტემატიურად სხეულის სისუფთავეს მოითხოვდა, რითაც მიზნად ისახავდა ყოველმხრივ სუფთა და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.  

გარემოს სისუფთავესთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალი შემდეგს ბრძანებდა: `ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების სისუფთავე დაიცავით”.  ასევე, მოწყალებად ითვლება გზიდან ისეთი რამის მოშორება, რაც ადამიანებს აწუხებს.  იგი (ს.ა.ს.) ზოგჯერ მეჩეთს თვითონ ასუფთავებდა,  რითაც არამარტო სისუფთავის მოთხვნით შემოიფარგლებოდა, არამედ ამას პრაქტიკაში ასრულებდა. აღნიშნული საკითხისადმი მნიშვნელოვან დამოკიდებულებას შემდეგი ჰადისი ნათლად წარმოაჩენს: ის (ს.ა.ს.) ბრძანებდა: `გაუფრთხილდით შემდეგ სამ რამეს, რაც ღვთის წყევლის მიზეზი გახდება. ესენია: წყლის სათავეში, შუა გზაში და ჩდრილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 

აღსანიშნავია, რომ საჭმელი და სასმელი პროდუქტების სისუფთავე რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.  ალლაჰის შუამავალი საჭმელისა და სასმელის ჭურჭელის გადატანის დროს თავსახურავის დაფარებას ბრძანებდა  და ამასთან წყლის ჭურჭლის თავდახურულ მდგომარეობაში შენახვას მოითხოვდა.  განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა სუფთა წყლების დალევას,  ვინაიდან სისუფთავის უმთავრესი ელემენტი წყალია და ადამიანებს მოუწოდებდა სასმელად ვარგისი წყლებით ესარგებლათ.  ყველაფერი ეს სისუფთავის მიმართულებით გამოჩენილი ყურადღების ნაწილია.

სწორი კვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანმრთელობისთვის. ამ თვალსაზრისით ქვეყნიერებას წყალობად მოვლენილი შუამავალი დასძენდა, რომ საკმარისზე ნაკლები საკვების მიღება და კუჭის არ გადატვირთვა ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანია. `კაცთა მოდგმას იმაზე უფრო ცუდი ჭურჭელი არ გაუვსია, როგორიცაა კუჭი. სინამდვილეში რამდენიმე ლუკმა საკმარისია, იმისათვის, რომ წელში გაიმართოს. თუკი გარკვეული რაოდენობით მაინც უნდა გადააჭარბოს, მაშინ კუჭის ერთი მესამედი საკვებს, ერთი მესამედი წყალს, ხოლო დანარჩენი ერთი მესამედი ცარიელი დაიტოვოს, რათა თავისუფლად სუნთქვა შეძლოს” . ანალოგიურად, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ავადმყოფებს მძიმე კერძების ნაცვლად, მსუბუქად კვებას ურჩევდა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ალლაჰის შუამავლის კიდევ ერთ რჩევას დასვენება და ძილი წარმოადგენს. ძილი, როგორც სულიერი ასევე ფიზიკური დასვენება ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა. ალლაჰის შუამავალი მაგალითად ასახელებდა რა თავის ცხოვრებისეულ სტილს, მოუწონრად ჩათვალა მთელი ღამე შეუსვენებლი ღვთისმსახურებაში გატარების მსურველთა წადილი.  ალლაჰის შუამავალი, რომელიც მოწესრიგებულობის შესახებ ხშირად საუბრობდა, ასევე არასწორად მიაჩნდა ძილისწინა ლოცვის შემდეგ დიდი ხნით დაჯდომა და მუსაიფი.  გარდა იმ დროებისა, როცა შეკრება დღისწესრიგში არსებული საკითხების შესახებ ცოდნის გაზიარებას შეეხებოდა, ღამით ადრიანად იძინებდა. თუმცა იგი არასოდეს მთელი ღამეს დილამდე ძილში არ ატარებდა და ღამის ერთ ნაწილს ღვთისმსახურებას უთმობდა, შესაბამისად მორწმუნეებს ღამის ლოცვაზე (თეჰეჯუდი) ადგომას ურჩევდა.  `იმისათვის, რომ შეძლოთ ღამის ლოცვაზე ადგომა, ისარგებლეთ `ყაილულეთი”.  ალლაჰის შუამავალი `ყაილულედ” მოიხსენიებდა დღის განმავლობაში ხანმოკლე ძილს, რომელიც მთელი დღის დაღლილობას ხსნის. მან ასეთი ხანმოკლე ძილი (ყაილულე) ყოველდღიურ წესად დაიდგინა და ამ მიმართულებითაც სანიმუშო მაგალითი აჩვენა. იგი `ყაილულეს” შემდეგ ჩვეულებრივად აგრძელებდა იმ დღის საქმეებს. 

აღნიშნულ დარიგებებთან ერთად ალლაჰის შუამავალი ჯანმრთელობის ფასისა და მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა დარიგებებს გასცემდა. განსაკუთრებით იმისათვის, რომ ადამიანებს ჯანმრთელობის ფასი უკეთ შეეცნოთ შემდეგი შეგონება დაგვიტოვა: `არსებობს ორი რამ, რის შესახებაც (დაფასების მიმართ) ადამიანი ცდომილებაში ვარდება. ესენი; ჯანმრთელობა და თავისუფალი დროა”.  ალლაჰის შუამავალი ამ სიტყვებით ჯანმრთელობაზე გაფრთხილებისკენ მიუთითებდა და დასძენდა, რომ სანამ ავადმყოფობა მოგისწრებდეთ, ჯანმრთელობა თავიდანვე გაფრთხილებას საჭიროებს.  ამ თვალსაზრისით შუამავლის გაფრთხილების შემცველ შემდეგ ჰადისში ვკითხულობთ: `სანამ შვიდი რამ მოგისწრებდეთ, კეთილი საქმისთვის იჩქარეთ! რას ელოდებით? სიღარიბეს? რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ. სიმდიდრეს? რომელიც ადამიანს ყოველგვარ ზღვარს ავიწყებს. ავადმყოფობას? რომელიც ჯანმრთელობას ბოლოს მოუღებს. მოხუცებულებას? რომელიც ადამიანს ჭკუასუსტს ხდის, თუ სიკვდილს, რომელიც მოულოდნელად გეწვევათ. იქნებ დეჯჯალს ელოდებით, რომელიც ყველაზე მეტი სიავის მომტანი იქნება. ვაითუ ქვეყნიერების აღსასრულს ელოდებით, რომელიც ყველაფერზე უფრო საშინელი და მწარეა”.  

`ალლაჰის შუამავალს დიადი გამჩენისგან იმაზე უფრო უკეთესი რამ არასდროს უთხოვია, როგორიც ჯანმრთელობაა~.  იგი ჯანმრთელობის შესახებ სურვილებს ვედრებებში გამოხატავდა. მაგალითად მათშორის ერთ-ერთი ვედრება ასეთია: `ღმერთო ჩემო, დაიცავი ჩემი სხეული, თვალები და ყურები~.  როდესაც ერთმა პიროვნებამ ჰკითხა, რომ რომელი ვედრება იყო საუკეთესო, რომელსაც სამი დღე რეგულალურად აღავლენდა, მიუგო: `გამჩენს ამქვეყნიური და საიქიო წყალობა და ჯანმრთელობა შეავედრე~. ასევე დასძინა: `თუკი ამ ორ ფასეულობას კარგად გაუფრთხილდები, ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ეწევი~. 

ალლაჰის შუამავალი ახლად გამუსლიმებულთა ზოგიერთს ჯერ ლოცვას, ხოლო შემდეგში ქვემოთ მოცემულ ვედრებას ასწავლიდა. `ღემრთო ჩემო! მომიტევე და შემიწყალე მე, დამადგინე ჭეშმარიტ გზას, გთხოვ მარგუნე ჯანმრთელობა და მიმრავლე ბარაქა”!  ჯანმრთელობის დროს შესაძლო ავადმყოფობაზე ფიქრით ჯანმრთელად ყოფნის დროის სათანადოდ სარგებლობის საჭიროებას, ხოლო სიკვდილისთვის სიცოცხლეში სამზადისის დაჭერის აუცილებლობაზე საუბრობდა ომერის (რ.ა.) ვაჟიშვილი აბდულლაჰი.  ალლაჰის შუამავალი ერთ-ერთი საუბრის დროს, როდესაც სიმდიდრესთან დაკავშირებით ცხარე კამათი მიმდინარეობდა მან ასეთი განმარტებით შემოიფარგლა: `სიმდიდრე ღვთისმოსავ ადამიანისთვის, არანარი საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ღვთისმოშიში პიროვნებისთვის ჯანმრთელობა, სიმდიდრეზე, ხოლო გულის სიმშვიდე სხვა წყალობებზე უფრო სასიკეთოა. 

ისე როგორც კარგი ქმედებაა უზენაესი ალლაჰისგან ჯანმრთელობისთვის ვედრება, ასევე მნიშვნელოვანია ბოძებული წყალობის გამო მადლიერების, ხოლო ავადმყოფობის დროს მოთმინების გამოჩენა. ვინაიდან მადლიერებას უზენაესი ალლაჰისადმი რწმენა მოითხოვს,  რომელიც ბოძებული წყალობის უწყვეტობის თვალსაზრისით მნიშნველოვანია. 

ქვეყნიერებას წყალობად მოვლენილი შუამავლის სწავლების თანახმად ადამიანისთვის უმთავრეს საზრუნავს ნებისმიერ დროს ჯანმრთელობა უნდა წარმოადგენდეს. ასევე ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანის მოთმინება მართებს ჯამნრთელობის მოშლისა და ავადმყოფობის დროს. ალლაჰის შუამავალი მათ შესახებ, ვინც ძნელბედობის ჟამს მოთმინებას გამოიჩენს, შემდეგს გვამცნობს: `თუკი მორწმუნე რაიმე ტკივილს, სირთულეს, წუხილსა და ავადმყოფობას განიცდის, უფრო მეტიც სამწუხარო განგების წინაშე აღმოჩნდება, ყველაფერი ეს მისთვის ცოდვებისგან გადარჩენის მიზეზი იქნება”.  გარდა ამისა, ალლაჰის შუამავალი მორწმუნის მადლიერებით და მოთმინებით მდგომარეობას ასე აღწერს: `რაოდენ საოცარია მორწმუნის მდგომარეობა! მისთვის ნებისმიერი მდგომარეობა სასიკეთოა, რაც მხოლოდ მორწმუნისთვის არის დამახასიათებელი. როცა მორწმუნეს თავს რაიმე სასიხარულო ეწევა მადლიერებას გამოხატავს და ეს მისთვის სიკეთედ ჩაიწერება, ხოლო მოითმენს თუკი თავს რაიმე ძნელბედობა დაატყდება. მისთვის ესეც სიკეთედ შეფასდება~ .

ყურანი გვამცნობს, რომ შესაძლებელია ადამიანს უზენაესი ალლაჰის მხრიდან ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ებოძოს, თუმცა ასევე არსებობს იმის ალბათობა, რომ თავს არასასიამოვნო და სამწუხარო რამეც დაატყდეს. შედეგად კი ადამიანთა ნაწილი სასოწარკვეთილებას მიეცემა და უმადურობას გამოიჩენს, ხოლო მათი ნაწილი მოითმენს და სიკეთის ქმნას განაგრძობენ. ამრიგად ისინი ღვთისგან მიტევებას დაიმსახურებენ.

ალლაჰის შუამავალი მოგვითხრობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო რთული სიძნელეები თავს შუამავლებსა და ღვთის საყვარელ მსახურებს დაატყდათ,  თუმცა ასეთ მდგომარეობამ მათ უიმედობის, ამბოხების, თავზარდაცემის მიზეზი არ გამხდარა. ყურანის თანახმად სანიმუშო ადამიანები მსგავს ვითარებას ყოველთვის გამოცდად აფასებდნენ. მაშინ როცა შუამავალ ეიუბს თავს უბედურება ეწვია,  იგი აღნიშნული დარდის გამო დიად გამჩენს არათუ ჩივილით, არამედ მაღალზნეობრივი მორჩილებით  შემდეგნაირად შეავედრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“   გადმოცემის თანახმად შუამავალი ეიუბის ავადმყოფობა თვრამეტი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში კი იგი ყველა ნათესავმა და გარემოცვამ მიატოვა, გარდა ორი ადამიანისა.  უზენაესი ალლაჰი ავადმყოფობის დროს მის გამძლეობასა და სიმტკიცეს შემდეგი სიტყვებით აქებს: `…უეჭველად, ვპოვეთ იგი მომთმენად. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო”.  ასევე ყურანში გაცხადებული, რომ შუამავალ ეიუბს (ს.ა.) ჯილდოდ ჯანმრთელობა ებოძა და დარდებისგან განიწმინდა. 

უზენაესი ალლაჰის თავის წიაღში უდიდესი საჩუქრით დააჯილოდებს ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სასიკვდილო სენით გარდაიცვალნენ. ამრიგად ჰადისებში არსებული გადმოცემების თანახმად, ის ქალი ვინც მშობიარობას გადაყვა, ვინც წყალში დაიხრჩო, ცეცხლში დაიწვა,  მუცლის ტკივილით ან კიდევ შავი ჭირით გარდაიცვალა საიქიო სამარადისო სამყოფელში ღვთის გზაზე დაღუპულის (შეჰიდის) საფეხურამდე ამაღლდებიან.  სწორედ ამიტომ აუცილებელია ადამიანებმა ჯანმრთელობის ფასი უნდა გაითავისონ და არასოდეს უნდა დაივიწყონ, რომ ავადმყოფობაც დიადი გამჩენის მიერ ბოძებული გამოცდაა. მაშ ასე, მორწმუნე, რომელსაც რაიმეს სახის ავადმყოფობ შეეყრება, მხოლოდ წარმოთქვას სიტყვები, რომელსაც ალლაჰის შუამავალი იტყოდა ხოლმე. `მადლობა დიად გამჩენს ნებისმიერი მდგომარეობისთვის~.

ისე როგორც მორმწმუნემ იცის, რომ ენით დიად გამჩენის მიმართ მადლიერება უნდა გამოხატოს, ასევე მნიშვნელოვანია მადლიერებას მოქმედებებშიც გამოავლენდეს. ალლაჰის შუამავალი მადლიერებასთან ერთად უბედურებისგან დაცვის მიზნით მოწყალებად გაცემას გვასწავლიდა. უფრო მეტიც ის ბრძანებდა, რომ ადამიანი თავისი ყველა კიდურის მადლიერების გამო მოწყალებას უნდა გასცემდეს.   ამ თვალსაზრისით ალლაჰის შუამავლის დარიგება საკმაოდ მრავლისმთქმელია: `ავადმყოფები მოწყალების გაცემით განკურნეთ”. 

შუამავლური მედიცინა თანხმად იმის გამო, რომ ადამიანი სულისა და სხეულისგან შესდგება, შესაბამისად დაავდებებიც ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით ორ ნაწილად იყოფა. გამომდინარე აქედან, სულიერი დაავადებების წინააღმდეგ საჭირო სიფრთხილის დაცვას სხვადასხვა რჩევა დარიგებებითა და პრაქტიკით გავსწავლის. სულის მკურნალობისა და დაცვისთვის უპირველესია გრძნობდე და გწამდეს რომ უზენაესი ალლაჰი ნებირსმიერ დროს შენს გულშია. შემდეგი ვედრებაა, რაც უზენაეს ალლაჰთან მარტივად ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. გამომდინარე იქედან, რომ რწმენა,  ადამიანსა და დიად გამჩენს შორის ურთიერთობას აყალიბებს. პიროვნებას ძალას მატებს გაუძლოს სხვადასხვა სირთულეებსა და ძნელბედობას, შესაბამისად არ აძლევს საშუალებას მასში დაისადგუროს სულიერმა სიცარიელემ. აღნიშნულ კონტექსტში ალლაჰის შუამავალი ადამიანში რწმენის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს და მორწმუნეებს იმ მწვანე ნარგავებ ადარებს,  რომლებიც დარდისა და დაავადებების დროს ძირს არ ეცემემიან. ამასთან ერთად ურწმუნოების მდგომარეობას ძლიერი ქარის დროს ფესვებიდან ამოგლეჯილ ხეებს ამსგავსებს. ვედრება ადამიანს ძალასა და ენერგიას მატებს, ვინაიდან იგი სულის საკვები, ნდობა, გამძლეობა და სიმტკიცეა.

ადამიანის ჯანმრთელობა მთელი თავისი მიმართულებებით სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა დაცული იყოს. სხვაგვარად, ადამიანი რომელიც იცავს სხეულის სისუფთYავეს, თუმცა ვერ ცხოვრობს სუფთა გარემოში, არ აქვს საშუალება დალიოს სუფთა წყალი, იგი საჭQიროებისამებრ ვერ შეძლებს ჯანმრთელობის დაცვას. იმ შემთხვევაში თუკი სურსათისა და საკვების სისუფთავეს გაუფრთხილდება, მაგრამ მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოს, ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ასევე შეუძლებელია დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია ყველა საშუალება, თუმცა ყოველდღიურად უწვეს დაძაბულ, დეპრესიულ და გამაღიზიანებელ პირობებში ცხოვრება, რთულია წარმოიდგინო, რომ ისინი ჯანმრთელობას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ალლაჰის შუამავალი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიმართულებით სწორ კვებასთან ერთად გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ფიზიკურ, გარემო და სულიერ პირობებს. მისი (ს.ა.ს.) უდიდესი სურვილი ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ჯანმრთელად და შესაბამისად გამრავლებულიყო ჯანმრთელი საზოგადოება. გამომდინარე აქედან ბრძანებდAა: რომელი თქვენგანიც დილას შეხვდება ისე, რომ სიმშვიდე, ჯანმრთელი და საარსებო საკვები საკმარისი ექნება, ისეთივეა, თითქოს მთალი სამყაროს წყალობა მასზე იყოს მიმადლებული~. 

ჯანმრთელობა

შეუფასებელი წყალობა

ადამიანის ჯანმრთელობა მთელი თავისი მიმართულებებით სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა დაცული იყოს. სხვაგვარად, ადამიანი რომელიც იცავს სხეულის სისუფთYავეს, თუმცა ვერ ცხოვრობს სუფთა გარემოში, არ აქვს საშუალება დალიოს სუფთა წყალი, იგი საჭQიროებისამებრ ვერ შეძლებს ჯანმრთელობის დაცვას. იმ შემთხვევაში თუკი სურსათისა და საკვების სისუფთავეს გაუფრთხილდება, მაგრამ მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოს, ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ასევე შეუძლებელია დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია ყველა საშუალება, თუმცა ყოველდღიურად უწვეს დაძაბულ, დეპრესიულ და გამაღიზიანებელ პირობებში ცხოვრება, რთულია წარმოიდგინო, რომ ისინი ჯანმრთელობას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ალლაჰის შუამავალი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიმართულებით სწორ კვებასთან ერთად გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ფიზიკურ, გარემო და სულიერ პირობებს. მისი (ს.ა.ს.) უდიდესი სურვილი ემსახურებოდა იმას, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ჯანმრთელად და შესაბამისად გამრავლებულიყო ჯანმრთელი საზოგადოება. გამომდინარე აქედან ბრძანებდAა: რომელი თქვენგანიც დილას შეხვდება ისე, რომ სიმშვიდე, ჯანმრთელი და საარსებო საკვები საკმარისი ექნება, ისეთივეა, თითქოს მთალი სამყაროს წყალობა მასზე იყოს მიმადლებული~.   აუ21/383 აინი, უმდედულ-ყარი, XXI, 383

 ბ5729 ბუხარი, ტიბბი, 30

  ბ5707 ბუხარი, ტიბბი, 19

  დ1554 ებუ დავუდი, ვითრი, 32

  მ5822 მუსლიმი, სელამი, 126

  თ1817 თრიმიზი, ეტ’იმე 19

  ტა5/438 მუბარექფური, თუჰფეთულ-აჰვაზი, V, 438-439

  აუ21/367 აინი, უმდეთულ-ყარი, XXI, 367

  ბ417 ბუხარი, სალათი, 39

  თ2745 თირმიზი, ედები, 6

  მ5794 მუსლიმი, სელამი, 106

  მ5788 მუსლიმი, სელამი, 101

  ბ6297 ბუხარი, ისთი’ზანი, 5

  თ2799 თირმიზი, ედები, 41

  ბ2989 ბუხარი, ჯიჰადი, 128

  ბ405 ბუხარი, სალათი, 33

  დ26 ებუ დავუდი, ტაჰარეთი, 14

  მ5242 მუსლიმი, ეშრიბე, 93

  მ5255 მუსლიმი, ეშრიბე, 99

  დ3735 ებუ დავუდი, ეშრიბე, 22

  დ1682 ებუ დავუდი, ზექათი, 41

  თ2380 თირმიზი, ზუჰდი, 47

  დ3856 ებუ დავუდი, ტიბი, 2

  ბ6134 ბუხარი, ედები, 84

  დ4849 ებუ დავუდი, ედები, 27

   თ3549 თირმიზი, დეავათი, 101

  იმ1693 იბნი მაჯე, სიამი, 22

  მ6055 მუსლიმი, ფედაილი, 83

  ბ6412 ბუხარი, რიყაყი, 1

  ნმ7846 ჰაქიმი, მუსთედრექი, IV, 341

  თ2306 თირმიზი, ზუჰდი, 3

  თ3515 თირმიზი, დეავათი, 84

  დ5090 ებუ დავუდი, ედები, 101

  იმ3848 იბნი მაჯე, დუა, 5

  მ6850 მუსლიმი, ზიქირი, 35

  ბ6416 ბუხარი, რიყაყი, 3

  ჰმ23545 იბნი ჰანბელი, V, 372

  სურა ბაყარა 2/172

  სურა იბრაჰიმი, 14/7

  მ6568 მუსლიმი, ბირრი, 52

  მ7500 მუსლიმი, ზუჰდი, 64

  სურა ჰუდი, 11/9-11

  ჰმ1481 იბნი ჰანბელი, I, 173

  სურა ენბია, 21/84

  სურა ენბია, 21/83

  მ12177 ტაბერანი, ელ-მუ’ჯემულ ქებირი, XXV, 283

  სურა სადი, 38/44

  სურა სადი, 38/44

  ნ3196 ნესაი, ჯიჰადი, 48

  მ4941 მუსლიმი, იმარე, 165

  იმ3803 იბნი მაჯე, ედები, 55

  დ5242 ებუ დავუდი, ედები, 159-160

  ბს6689 ბეიჰაყი, ეს-სუნენულ-ქუბრა, III, 542

  ბ7446 ბუხარი, თევჰიდი, 31

  თ2346 თირმიზი, ზუჰდი, 34

Comment here