სათაურებიხუტბა

წყალი: სიცოცხლისა და შვების წყარო

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წყალობა, რაც ღმერთმა გვიბოძა, არის წყალი. ყურანში ნაბრძანებია, რომ ყველა ცოცხალი არსება წყლისგანაა გაჩენილი.
 „და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან“. (იხ. ენბია 21/30) 

შესაბამისად, ყველა ცოცხალი არსება წყალზეა დამოკიდებული, რათა სიცოცხლე გააგრძელოს. წყალი ჩვენი მაცოცხლებელია. ის ჩვენს მიწებს ბარაქას ანიჭებს. წყალი გვაძლევს ჯანმრთელობას, სისუფთავეს და გარემოსაც სიცოცხლითა და სილამაზით ავსებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი მოგვიწოდებს, რომ წყალი ზომიერად მოვიხმაროთ. როდესაც შუამავალმა ერთ-ერთი მეგობართაგანი ნახა, რომ მცირე განბანვისას ზედმეტ წყალს იყენებდა, შენიშვნა მისცა და ურჩია, რომ დიდ მდინარესთანაც რომ ყოფილიყო, წყალი ზომიერად გამოეყენებინა. (იხ. იბნ მაჯე, „თაჰარეთ“ 48). გამომდინარე აქედან, წყალი ნებისმიერ შემთხვევაში ზომიერად უნდა მოვიხმაროთ, თუნდაც ღვთისმსახურებას ვასრულებდეთ. ამით დასტურდება, რომ წყალი ძალიან ძვირფასი წყალობაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთი ყურანში ბრძანებს:

„და ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი ზღვრულად და ასეთნაირად განვათავსეთ იგი მიწაზე. და უეჭველად, მისი უკან წაღებაც ხელგვეწიფება!“ (მუმინუნ 23/18)

ყველამ ვიცით, რომ წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმდიდრეა. დედამიწაზე არსებული წყალი მიწაში რომ ჩაიღვაროს და მის სიღრმეებში გაუჩინარდეს, ღმერთის გარდა მას ვერავინ დაგვიბრუნებს.

ასევე ვიცით, რომ დღეისათვის დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ ერთი წვეთი სუფთა წყალი ენატრებათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მწყალობელის მიმართ უსაზღვრო მადლიერება უნდა გამოვხატოთ.

ამასთანავე, ჩვენი მადლიერების ნიშნად ამ ძვირფასი წყალობის ფასი უნდა ვიცოდეთ. წყლის გამოყენებისას კი ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ. გარდა ზომიერი მოხმარებისა, ასევე მნიშვნელოვანია გარემოზე გაფრთხილება. უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს და გარემო არ უნდა დავაბინძუროთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარდა წყალი სხვა ცოცხალ არსებებსაც სჭირდებათ.

Comment here