სათაურებიხუტბა

წრფელი განზრახვა და ერთგულება

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენს სარწმუნოებაში ისლამში რწმენის, ღვთისმსახურებისა და კეთილი საქმეების მიმღებლობა წრფელ განზრახვაზეა დამოკიდებული. განზრახვა ყველა საქმის სათავე და მსახურების არსია. ის არის უზენაესის კმაყოფილების მოპოვების სურვილი. ერთგულებაც არის რწმენისა და ქმედების მხოლოდ ღმერთთან დაკავშირება. ამ დროს ადამიანის შინაგანი და გარეგანი მდგომარეობა, მისი სიტყვა და საქმე, მისი გულისთქმა ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

განზრახვა და ქმედება ერთიმეორეს ისე ავსებენ, როგორც სული და ხორცი. განზრახვის მეოხებით ნამაზი მხოლოდ ფიზიკური მოძრაობები აღარ არის. ასევე განზრახვა აქცევს მარხვას ღვთისმსახურებად და ის მხოლოდ შიმშილი და წყურვილი აღარ არის. განზრახვა განასხვავებს ჰაჯობას მოგზაურობისაგან.

მორწმუნეს გულწრფელად სწამს. მორწმუნე ღვთიურ ბრძანებას მთელი გულწრფელობით ასრულებს. ის მხოლოდ ღმერთს ეთაყვანება და შეწევნასაც მხოლოდ მისგან მოელის. მორწმუნეს სწამს, რომ ღმერთი მუდმივად მასთანაა, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. 

„უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით. მაშ, თაყვანი ეცი ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით!“ (ზუმერ 39/2).

 მორწმუნე ადამიანი გულწრფელია ღვთისმსახურებაში. ის ღვთისადმი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს. მორწმუნე მუდამ აღიარებს საკუთარ უმწეობას. ყურანში ნაბრძანებია:

„უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა“. (ენამ 6/162)

 

მორწმუნე ადამიანი გარშემომყოფების და გარემოს მიმართაც ერთგულია. მას კარგი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და ა.შ. ღიმილს და ტკბილ სიტყვას არავისთვის იშურებს. უყვარს სხვებზე დახმარება და ყოველთვის მზრუნველია. ის სანდო ადამიანია და ადამიანებს ნდობას უნერგავს. მორწმუნე უსამართლობის წინააღმდეგია და ბოროტებას ებრძვის. მისი ყოველი განზრახვა გულწრფელია და მისი ყოველი ნაბიჯი ამ განზრახვის შესაბამისად სასიკეთო.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი ბრძანებდა: „ღვთის წინაშე მხოლოდ ისეთ საქმე იქნება მიღებული, რომელსაც გულწრფელობა და ღვთის კმაყოფილების მოპოვების სურვილი ახლავს“. (იხ. ნესაი, „ჯიჰად“ 24).

დიახ! საქმე განზრახვით ფასდება. ყველა თავის საზღაურს განზრახვის მიხედვით მიიღებს. საქმეს, რომელსაც ღვთის კმაყოფილების მოპოვების განზრახვა არ ახლავს, უსარგებლოა. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ რწმენის სიტკბოებას, სულიერ სიმშვიდეს და მართალ მსახურებას, როცა წრფელი განზრახვა გვექნება.

ხუტბას ბოლოს კი შემოგთავაზებთ ვედრებას, რომელიც შუამავალმა გვასწავლა: „ყოვლის გამჩენო ღმერთო! მე და ჩემი ოჯახი, ამქვეყნადაც და საიქიოშიც, შენდამი წრფელი ერთგულებით დაგვაჯილდოვე“. (იხ. ებუ დავუდ, „ვითრ“ 25)  

 

Comment here